ოსია 2:1—23

2  «უთხარით თქვენს ძმებს: ჩემო ხალხო!+ და თქვენს დებს: შეწყალებულო ქალო!+  სასამართლოში ედავეთ დედათქვენს,+ სასამართლოში ედავეთ, რადგან ის აღარ არის ჩემი ცოლი+ და მე აღარა ვარ მისი ქმარი.+ თავიდან მოიშოროს გარყვნილება და მრუშობა — ძუძუებიდან,+  რათა არ გავაშიშვლო+ და არ გამოვაჩინო ისეთი, როგორიც დაბადებისას+ იყო, არ ვაქციო უდაბნოსავით+ და უწყლო მიწასავით+ და არ მოვკლა წყურვილით.+  არ შევიწყალებ მის ვაჟებს,+ რადგან გარყვნილების ვაჟები არიან.+  გარყვნილებას სჩადის მათი დედა.+ სამარცხვინოდ იქცევა+ ის, ვინც ორსულად იყო მათზე, და ამბობს: „მინდა გავყვე მათ, ვისაც ვნებიანად ვუყვარვარ,+ ვინც მაძლევს პურსა და წყალს, შალსა და სელს, ზეთსა და სასმელს“.+  ამიტომ, ეკლით გადავუღობავ გზას, ქვის კედელს აღვუმართავ,+ რომ გზა ვერ გაიკვლიოს.+  გაეკიდება ის თავის ვნებიან საყვარლებს, მაგრამ ვერ დაეწევა,+ ძებნას დაუწყებს, მაგრამ ვერ იპოვის; იტყვის: „წავალ და დავუბრუნდები ჩემს პირველ+ ქმარს,+ რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთესად ვიყავი“.+  მაგრამ მან არ შეიგნო,+ რომ მე ვაძლევდი მარცვლეულს,+ ახალ ღვინოსა და ზეთს, და რომ მე ვუმრავლებდი ვერცხლსა და ოქროს, რომლებსაც ისინი ბაალისთვის თაყვანსაცემად იყენებდნენ.+  ამიტომ სხვაგვარად მოვიქცევი და წავართმევ ჩემს მარცვლეულს მკის დროს და ჩემს ახალ ღვინოს რთვლის დროს,+ წავართმევ ჩემს შალსა და სელს, რომლითაც სიშიშვლეს იფარავს.+ 10  გამოვაჩენ მის სასირცხო ადგილებს მისი ვნებიანი საყვარლების თვალწინ+ და ვერც ერთი კაცი ვერ გამომტაცებს მას ხელიდან.+ 11  შევწყვეტ მთელ მის მხიარულებას,+ მის დღესასწაულებს,+ ახალმთვარობებს,+ შაბათებსა და ყველა მის ზეიმს. 12  გავაპარტახებ მის ვაზსა+ და ლეღვის ხეს,+ რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა ვნებიანმა საყვარლებმა რომ მომართვესო. ტყედ ვაქცევ მათ+ და გარეული ცხოველები შთანთქავენ. 13  პასუხს მოვთხოვ+ მას იმ დროისთვის, როცა ბაალის ქანდაკებებს+ შესაწირავის ბოლს აღუვლენდა,+ როცა თავს იმკობდა რგოლებითა და სამკაულებით+ და დაჰყვებოდა თავის ვნებიან საყვარლებს,+ მე კი დამივიწყა,+ — ამბობს იეჰოვა. 14  ამიტომ, დავარწმუნებ მას, გავიყვან უდაბნოში+ და გულში ჩამწვდომად დაველაპარაკები.+ 15  მაშინ მივცემ მას მის ვენახებსა+ და აქორის ველს,+ როგორც იმედის კარს, და მიპასუხებს როგორც თავისი ახალგაზრდობის დღეებში+ და როგორც ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღეს.+ 16  იმ დღეს მიწოდებ ქმარს და აღარ მიწოდებ პატრონს,+ — ამბობს იეჰოვა. 17  პირიდან მოვაშორებ ბაალის ქანდაკებების სახელებს+ და აღარ გაახსენდებათ მათი სახელები.+ 18  იმ დღეს მათთვის შეთანხმებას დავუდებ მინდვრის მხეცებს,+ ცის ფრინველებსა და ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომს+ და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ მათ.+ 19  სამარადისოდ დაგნიშნავ ჩემზე,+ სიმართლით, სამართლიანობით, სიკეთითა* და წყალობით დაგნიშნავ.+ 20  ერთგულებით დაგნიშნავ ჩემზე და გეცოდინება იეჰოვა.+ 21  იმ დღეს ვუპასუხებ, — ამბობს იეჰოვა, — ვუპასუხებ ცას, ის კი უპასუხებს მიწას,+ 22  მიწა უპასუხებს მარცვლეულს,+ ახალ ღვინოსა და ზეთს, ისინი კი უპასუხებენ იზრეელს*.+ 23  თესლივით დავთესავ მას მიწაში ჩემთვის,+ შევიწყალებ შეუწყალებელს+ და ვინც არ არის ჩემი ხალხი, მათ ვეტყვი ჩემი ხალხი ხართ-მეთქი,+ ისინი კი მეტყვიან, შენ ღმერთი ხარო ჩემი».+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ნიშნავს: ღმერთი დათესავს თესლს.