ოსია 3:1—5

3  მითხრა იეჰოვამ: „კიდევ წადი და შეიყვარე ქალი, რომელიც სხვას უყვარს+ და მრუშობს; იეჰოვასაც უყვარს ისრაელის ძეები,+ ისინი კი სხვა ღმერთებისკენ მიდიან,+ ქიშმიშის კვერები უყვართ“.+  შევიძინე ის თხუთმეტ ვერცხლად+ და ერთ-ნახევარ ხომერ ქერად.  ვუთხარი: „მრავალ დღეს იცხოვრებ ჩემთან.+ ნუ გაირყვნები,+ სხვა კაცისა ნუ გახდები+ და არც მე გაგეკარები“.  ეს იმიტომ, რომ ისრაელის ძეები მრავალი დღე იცხოვრებენ მეფისა+ და მთავრის, მსხვერპლის,+ წმინდა სვეტის, ეფოდისა+ და თერაფიმის+ გარეშე.  მერე დაბრუნდებიან ისრაელის ძეები და ძებნას დაუწყებენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს,+ და დავითს, თავიანთ მეფეს.+ თრთოლით მივლენ იეჰოვასა+ და მისი სიკეთის წინაშე უკანასკნელ დღეებში.+

სქოლიოები