ოსია 4:1—19
4 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელის ძეებო, რადგან სასამართლოში ედავება იეჰოვა ამ მიწის მკვიდრებს,+ რადგან არ არის ამ მიწაზე ჭეშმარიტება,+ არც სიკეთე* და არც ღვთის ცოდნა.+
2 გავრცელდა წყევლა,+ მზაკვრობა,+ მკვლელობა,+ ქურდობა+ და მრუშობა,+ სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოჰყვება.+
3 ამიტომაც იგლოვებს მიწა+ და მიილევა ყოველი მისი მკვიდრი მინდვრის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად, ზღვის თევზებიც სასიკვდილოდ იქნებიან შეგროვებული.+
4 „ნურავინ იდავებს,+ ნურც ამხელს სხვას, რადგან შენი ხალხი მღვდელთან მოდავეებს ჰგავს.+
5 წაიბორძიკებ დღისით+ და შენთან ერთად წინასწარმეტყველიც კი ისე წაიბორძიკებს, თითქოს ღამე იყოს.+ დავადუმებ დედაშენს.+
6 დადუმდება ჩემი ხალხი, რადგან არა აქვს ცოდნა.+ რაკი ცოდნა უარყავი,+ მეც უარგყოფ, რათა მღვდლად აღარ მემსახურო;+ შენი ღვთის კანონი რომ დაივიწყე,+ მეც დავივიწყებ შენს ძეებს.+
7 რაც უფრო მეტნი არიან, მით უფრო მეტად მცოდავენ.+ ჩემი დიდება სირცხვილში გაცვალეს.+
8 ჩემი ხალხის ცოდვებს შთანთქავენ ისინი და მათი სული მათი დანაშაულისკენ ისწრაფვის.+
9 რაც მღვდელს დაემართება, იგივე დაემართება ხალხსაც;+ პასუხს მოვთხოვ მათ თავიანთი გზების გამო+ და თავიანთი საქმეებისამებრ მივაგებ.+
10 შეჭამენ, მაგრამ ვერ გაძღებიან.+ ქალებს ისე მოექცევიან, როგორც მეძავებს, მაგრამ ვერ გამრავლდებიან,+ რადგან პატივს აღარ მიაგებენ იეჰოვას.+
11 გარყვნილება, ღვინო და მაჭარი კაცში კეთილ ზრახვებს ახშობს.+
12 ხის+ კერპს ეკითხება ჩემი ხალხი+ და მათი საკუთარი ხელჯოხი ელაპარაკება მათ; რადგან გარყვნილების სული ახეტიალებდა+ მათ და გარყვნილებით განუდგნენ თავიანთ ღმერთს.+
13 მთების მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს+ და გორებზე შესაწირავს აბოლებენ+ უზარმაზარი ხის, სტირაქსისა და დიდი ხის ძირში, რადგან კარგია მათი ჩრდილი.+ ასე რომ, გარყვნილებას სჩადიან თქვენი ასულები და მრუშობენ თქვენი რძლები.
14 არ მოვთხოვ პასუხს თქვენს ასულებს გარყვნილებისთვის და თქვენს რძლებს — მრუშობისთვის, რადგან კაცები მეძავებთან განმარტოვდებიან+ ხოლმე და ტაძრის მეძავ ქალებთან+ ერთად სწირავენ მსხვერპლს; ხალხი, რომელსაც არა აქვს გაგება,+ გაითელება.
15 თუმცა გარყვნილებას სჩადიხარ, ისრაელო,+ იუდა ნუ გახდება დამნაშავე;+ ნუ მიხვალთ გილგალში,+ ნუ ახვალთ ბეთ-ავენში+ და ნურც დაიფიცებთ, ცოცხალიაო იეჰოვა!+
16 რადგან ჯიუტი ძროხასავით გაჯიუტდა ისრაელი.+ განა ახლა დამწყემსავს მას იეჰოვა, როგორც ბატკანს ვრცელ ადგილზე?!
17 ეფრემი შეუერთდა კერპებს.+ თავი დაანებე მას!+
18 თავდება მათი ხორბლის ლუდი,+ ქალს ისე ექცევიან, როგორც მეძავს.+ მის მფარველებს+ სირცხვილი უყვართ.+
19 ქარი ახვევს მას თავის ფრთებში.+ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლის“.+
სქოლიოები
^ იხილეთ 2:19-ის სქოლიო.