ოსია 5:1—15

5  „ისმინეთ, მღვდლებო,+ ყურადღებით იყავი, ისრაელის სახლო, და ყური უგდე, მეფის სახლო,+ რადგან გასამართლდებით. მახედ+ ექეცით მიცფას, თაბორზე+ გაშლილ ბადედ იქეცით.  განდგომილები ხოცვაში არიან ჩაფლულნი;+ შევაგონებდი ყოველ მათგანს.+  პირადად ვიცნობ ეფრემს+ და არ დამალულა ჩემგან ისრაელი.+ ეფრემ, ისე ექცევი ქალებს, როგორც მეძავებს.+ გაიუწმინდურა თავი ისრაელმა.+  თავიანთი საქმეები თავიანთ ღმერთთან დაბრუნების ნებას არ რთავს მათ,+ რადგან გარყვნილების სულია+ მათ შორის და არ აღიარებენ იეჰოვას.+  მისი სახის წინააღმდეგ ამოწმებს ისრაელის სიამაყე.+ ისრაელი და ეფრემი თავიანთი დანაშაულის გამო ბორძიკობენ.+ მათთან ერთად ბორძიკობს იუდაც.+  წავიდნენ თავიანთი ცხვარ-ძროხით და ძებნა დაუწყეს იეჰოვას, მაგრამ ვერ იპოვეს.+ გაშორდა ის მათ.  ვერაგულად ექცევიან იეჰოვას,+ უცხოელი ვაჟები შეეძინათ.+ ერთ თვეში შთაინთქმებიან თავიანთი ქონებითურთ.+  საყვირს ჩაბერეთ+ გიბაში,+ საყვირს — რამაში! საომარი ყიჟინა დაეცით ბეთ-ავენში!+ შენ მოგყვებით, ბენიამინ!+  ეფრემ, ხალხს გააოგნებ გაკიცხვის დღეს.+ ისრაელის ტომებს შორის ვაცხადებ სანდო სიტყვებს.+ 10  იუდას მთავრები მიჯნის გადამწევებს+ დაემსგავსნენ. წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას. 11  ეფრემი დაჩაგრულია, სამართლიანად შეიმუსრა,+ რადგან არჩია, გაჰყოლოდა თავის მოწინააღმდეგეს.+ 12  ჩრჩილივით+ ვიყავი ეფრემისთვის და ლპობასავით — იუდას სახლისთვის. 13  ეფრემმა დაინახა თავისი ავადმყოფობა და იუდამ — თავისი წყლული.+ ეფრემი ასურეთში+ წავიდა და მაცნეები გაუგზავნა დიდ მეფეს,+ მაგრამ მან ვერ შეძლო თქვენი მორჩენა+ და თქვენი წყლულის განკურნება.+ 14  ლომის ბოკვერად ვექცევი ეფრემს+ და ფაფრიან ლომად — იუდას სახლს. მე, მე დავფლეთ მათ და წავიყვან, არავინ იქნება მხსნელი.+ 15  წავალ, დავბრუნდები ჩემს ადგილას მანამ, სანამ არ დაისჯებიან ისინი დანაშაულისთვის.+ ძებნას დაუწყებენ ჩემს სახეს.+ ძებნას დამიწყებენ,+ როცა ძალიან გაუჭირდებათ“.+

სქოლიოები