ოსია 6:1—11

6  „მოდით და დავუბრუნდეთ იეჰოვას,+ მან დაგვფლითა,+ მაგრამ თავადვე განგვკურნავს;+ მან დაგვკრა, მაგრამ თავადვე შეგვიხვევს ჭრილობებს.+  ორ დღეში გაგვაცოცხლებს+ ის, მესამე დღეს წამოგვაყენებს და ვიცხოვრებთ მის წინაშე.+  გვეცოდინება იეჰოვა, ვისწრაფებთ მის შესაცნობად.+ განთიადივით+ უცვლელად მოვა+ ის, შხაპუნა წვიმასავით მოვა+ ჩვენთან, გაზაფხულის წვიმასავით, რომელიც რწყავს მიწას“.+  „რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა,+ როცა თქვენი სიკეთე* დილის ღრუბლებივითაა და ნამივით, რომელიც მალევე ქრება?  ამიტომაც მომიწევს მათი მოკვეთა წინასწარმეტყველთა მეშვეობით;+ მომიწევს მათი დახოცვა ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვებით.+ შენი განაჩენი სინათლესავით გამოჩნდება.+  მე სიკეთე მსიამოვნებს+ და არა მსხვერპლი;+ ღვთის ცოდნა უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი;+  ისინი კი ადამიანის მსგავსად არღვევენ შეთანხმებას.+ ვერაგულად მექცევიან იქ.+  გალაადი+ სიავის მქნელთა ქალაქია, სისხლიანია მათი ნაკვალევი.+  ერთად თავშეყრილი მღვდლები მოთარეშე რაზმებივით+ უსაფრდებიან კაცს.+ შექემში+ გზის პირას სჩადიან მკვლელობას, რადგან ბოროტების მეტს არაფერს აკეთებენ.+ 10  საშინელებას ვხედავ ისრაელის სახლში.+ გარყვნილებას სჩადის იქ ეფრემი.+ იუწმინდურებს თავს ისრაელი.+ 11  დადგენილია შენთვის მკის დრო, იუდა, როცა შევკრებ ტყვეებს ჩემი ხალხიდან“.+

სქოლიოები

იხილეთ 2:19-ის სქოლიო.