ოსია 7:1—16

7  „როგორც კი ვცდილობ ისრაელის განკურნებას,+ ეფრემის დანაშაული+ და სამარიის+ ცუდი საქმეები მჟღავნდება; რადგან ცრუდ იქცევიან,+ ქურდი ტეხს სახლს და გარეთ მოთარეშე რაზმი დაძრწის.+  არ ეუბნებიან თავიანთ გულს,+ რომ მემახსოვრება მათი ყველა ცუდი საქმე.+ გარშემორტყმულნი არიან თავიანთი საქმეებით;+ ჩემი სახის წინაშე არიან ისინი.+  თავიანთი ცუდი საქმეებით ახარებენ მეფეს და თავიანთი მზაკვრობით — მთავრებს.+  ყველანი მრუშები არიან,+ ჰგვანან ღუმელს, რომელსაც ახურებს მცხობელი, მაგრამ ცომის მოზელის შემდეგ აღარ აღვივებს ცეცხლს ცომის აფუებამდე.  ჩვენი მეფის დღეს მთავრებმა თავი დაიავადმყოფეს,+ მრისხანებენ ღვინის გამო.+ ის დამცინავებისკენ იწვდის ხელს.  გულს იხურებენ, თითქოს ღუმელთან+ იყვნენ ახლოს; ის მათში ანთია.+ მთელი ღამე სძინავს მათ მცხობელს; დილისთვის კი ღუმელი ანთია, მასში ცეცხლი გიზგიზებს.+  ყველანი ღუმელივით ხურდებიან და შთანთქავენ თავიანთ მოსამართლეებს. ეცემა ყველა მათი მეფე;+ არც ერთი მათგანი არ მიხმობს.+  ეფრემი კი ხალხში ტრიალებს.+ გადმოუბრუნებელი კვერია ეფრემი.+  უცხოები ჭამენ მის ძალას,+ მაგრამ თვითონ ვერ ხვდება ამას;+ ჭაღარა უთეთრებს თავს, მაგრამ ვერც ამას ხვდება. 10  მისი სახის წინააღმდეგ ამოწმებს ისრაელის სიამაყე,+ მაგრამ არ უბრუნდებიან იეჰოვას, თავიანთ ღმერთს,+ არც ეძებენ მას ყოველივე ამის გამო.+ 11  სულელ და უგუნურ*+ მტრედს+ ემსგავსება ეფრემი. ეგვიპტეს მოუხმობენ,+ ასურეთში მიდიან.+ 12  რა გზითაც არ უნდა წავიდნენ, ბადეს გავშლი მათზე.+ ცის ფრინველებივით ჩამოვაგდებ მათ.+ დავსჯი მათ, როგორც ეთქვა კიდეც მათ კრებულს.+ 13  ვაი მათ,+ რადგან გამირბიან!+ ძარცვა მათ, რადგან მცოდავენ! მათი გამომსყიდველი ვიყავი,+ მაგრამ სიცრუეს ლაპარაკობენ ჩემ წინააღმდეგ.+ 14  გულით არ მთხოვეს შველა,+ თუმცა ღრიალებდნენ თავიანთ საწოლებზე. დაყიალებდნენ მარცვლეულისა და მაჭრის გამო;+ ჩემ წინააღმდეგ მიდიოდნენ.+ 15  მე აღვზარდე ისინი,+ მკლავები გავუმაგრე,+ ისინი კი ცუდს იზრახავდნენ ჩემ წინააღმდეგ.+ 16  ბრუნდებიან, მაგრამ არა ამაღლებულთან;+ მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ.+ მახვილით დაეცემიან მათი მთავრები თავიანთი რისხვიანი ენის გამო.+ ეს იქნება მათი დაცინვა ეგვიპტის მიწაზე“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უგულო ან ცუდი ზრახვების მქონე.