ოსია 9:1—17

9  „ნუ ხარობ, ისრაელო,+ ნუ მხიარულობ სხვა ხალხებივით,+ რადგან გარყვნილებით შორდები შენს ღმერთს.+ გიყვარს მარცვლეულის ყველა კალოზე ქირაში აღებული საჩუქრები.+  ვერ კვებავს მათ კალო და საწნახელი,+ იმედს უცრუებს ახალი ღვინო.+  აღარ იცხოვრებენ იეჰოვას მიწაზე,+ ეგვიპტეში დაბრუნდება ეფრემი+ და ასურეთში შეჭამენ იმას, რაც უწმინდურია.+  აღარ დაუღვრიან იეჰოვას ღვინოს.+ არ ესიამოვნება მას მათი მსხვერპლი;+ ის გლოვის პურივითაა+ მათთვის; თავს გაიუწმინდურებს ყველა, ვინც შეჭამს მას, რადგან მათი პური მათივე სულისთვისაა, მას არ შეიტანენ იეჰოვას სახლში.+  რას გააკეთებთ შეხვედრის დღეს და იეჰოვას დღესასწაულზე?+  რადგან, აი, ძარცვის+ გამო მოუწევთ წასვლა. ეგვიპტე ერთად შეკრებს მათ,+ მემფისი+ დამარხავს. მათ ვერცხლეულს ჭინჭარი დაეპატრონება,+ მათ კარვებში ეკლიანი ბუჩქები ამოვა.+  მოვა განკითხვის დღეები,+ მოვა საზღაურის მიგების დღეები;+ გაიგებენ ამას ისრაელები.+ გასულელდება წინასწარმეტყველი,+ შეიშლება შთაგონებული სიტყვების წარმომთქმელი კაცი შენი მრავალი დანაშაულისა+ და დიდი მტრობის გამო“.  ეფრემის გუშაგი+ იყო ჩემს ღმერთთან.+ წინასწარმეტყველის+ ყველა გზაზე მონადირის დაგებული კაკანათია,+ მტრობაა მისი ღვთის სახლში.  ღრმად არიან ჩაფლული დამღუპველ საქმეებში,+ როგორც გიბას+ დროს. ის გაიხსენებს მათ დანაშაულს+ და მოჰკითხავს მათ ცოდვებს. 10  „როგორც ყურძენი უდაბნოში, ისე ვიპოვე ისრაელი.+ როგორც საადრეო ლეღვი, რომელიც პირველად ჩნდება ლეღვის ხეზე, ისე დავინახე თქვენი მამა-პაპა.+ ფეორის ბაალთან შევიდნენ,+ სამარცხვინო რამეს+ მიუძღვნეს თავი და რაც შეიყვარეს, მასავით საძაგლები გახდნენ.+ 11  ფრინველივით მიფრინავს ეფრემის დიდება,+ ამიტომ, არც მშობიარობაა, არც ორსულობა და არც ჩასახვა.+ 12  თუმცა ზრდიან ვაჟებს, წავართმევ შვილებს და კაციშვილი არ დარჩება,+ რადგან... ვაი მათ, როცა მათ ზურგს შევაქცევ!+ 13  საძოვარზე გაშენებულ ეფრემს, სწორედ ამ ეფრემს, რომელიც ჩემს თვალში ტვიროსს ჰგავს,+ მკვლელისთვის მოუწევს თავისი ვაჟების გამოყვანა“.+ 14  მიეცი მათ, იეჰოვა, ის, რის მიცემასაც აპირებ.+ მიეცი მათ საშვილოსნო,+ რომელიც არ ინარჩუნებს ნაყოფს, და გამშრალი ძუძუ. 15  „გილგალში+ მოხდა მთელი მათი ბოროტება, რადგან იქ შევიძულე ისინი.+ მათი ბოროტი საქმეების გამო გავაძევებ მათ ჩემი სახლიდან;+ აღარ მეყვარება ისინი.+ ყველა მათი მთავარი ჯიუტობს.+ 16  დაეცემა ეფრემი.+ ფესვიც კი გაუხმებათ;+ ვერ გამოიღებენ ნაყოფს.+ კიდევაც რომ გააჩინონ, მოვკლავ მათი მუცლის ძვირფას ნაყოფს“.+ 17  ჩემი ღმერთი+ უარყოფს მათ, რადგან არ უსმენდნენ,+ და იხეტიალებენ ხალხებში.+

სქოლიოები