რიცხვები 1:1—54
1 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინას უდაბნოში*,+ შეხვედრის კარავში,+ ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს:+
2 „აღრიცხეთ+ ისრაელის ძეების მთელი კრებული საგვარეულოების მიხედვით, ყველა თავისი მამის სახლის მიხედვით, სახელების მიხედვით, ყველა მამაკაცი სათითაოდ,
3 ოცი წლიდან მოყოლებული,+ ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელი.+ ლაშქრების მიხედვით აღრიცხეთ ისინი შენ და აარონმა.
4 თან იყოლიეთ თითო კაცი ყოველი ტომიდან, საგვარეულოს თავკაცი.+
5 აი ვინ და ვინ უნდა იყვნენ თქვენ გვერდით: რეუბენიდან+ — ელიცური,+ შედურის ვაჟი;
6 სიმონიდან+ — შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი;
7 იუდადან+ — ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი;
8 ისაქარიდან+ — ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი;
9 ზებულონიდან+ — ელიაბი,+ ხელონის ვაჟი;
10 იოსების+ ვაჟებიდან: ეფრემიდან+ — ელიშამა, ამიჰუდის ვაჟი; მენაშედან+ — გამალიელი, ფედაცურის ვაჟი;
11 ბენიამინიდან+ — აბიდანი,+ გიდეონის ვაჟი;
12 დანიდან+ — ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი;
13 აშერიდან+ — ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი;
14 გადიდან+ — ელიასაფი,+ დეუელის+ ვაჟი;
15 ნაფთალიდან+ — ახირა,+ ენანის ვაჟი.
16 ესენი არიან კრებულიდან ამორჩეულები,+ თავიანთი მამების ტომების თავკაცები, ისრაელის ათასეულთა მთავრები“.+
17 გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომელთა სახელებიც ჩამოთვალეს.
18 მეორე თვის პირველ დღეს შეკრიბეს მთელი კრებული, რომ დაედგინათ მათი წარმომავლობა+ მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელების მიხედვით, ოცი წლიდან მოყოლებული,+ სათითაოდ,
19 როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს; სინას უდაბნოში აღრიცხა+ მან ისინი.
20 ისრაელის პირმშოს, რეუბენის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სათითაოდ აღირიცხა სახელებით, ლაშქარში გამსვლელი ყველა მამაკაცი ოცი წლიდან მოყოლებული;
21 რეუბენის ტომში აღირიცხა ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.+
22 სიმონის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სათითაოდ აღირიცხა სახელებით, ლაშქარში გამსვლელი ყველა მამაკაცი ოცი წლიდან მოყოლებული;
23 სიმონის ტომში აღირიცხა ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი.+
24 გადის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
25 გადის ტომში აღირიცხა+ ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.+
26 იუდას+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
27 იუდას ტომში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.+
28 ისაქარის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
29 ისაქარის ტომში აღირიცხა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი.+
30 ზებულონის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
31 ზებულონის ტომში აღირიცხა ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი.+
32 იოსების ვაჟებიდან: ეფრემის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
33 ეფრემის+ ტომში აღირიცხა ორმოცი ათას ხუთასი კაცი.+
34 მენაშეს ვაჟები,+ მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
35 მენაშეს ტომში აღირიცხა ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.+
36 ბენიამინის ვაჟები,+ მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
37 ბენიამინის ტომში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი.+
38 დანის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
39 დანის ტომში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი.+
40 აშერის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
41 აშერის ტომში აღირიცხა ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი.+
42 ნაფთალის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი;
43 ნაფთალის ტომში აღირიცხა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.+
44 ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც მოსემ აარონთან და ისრაელის თორმეტ თავკაცთან ერთად აღრიცხა. თითოეული თავისი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო.
45 ლაშქარში გამსვლელმა ყველა აღრიცხულმა, ვინც ოცი წლიდან მოყოლებული აღირიცხა ისრაელის ძეებს შორის თავიანთი საგვარეულოების მიხედვით,
46 ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი შეადგინა.+
47 მაგრამ ლევიანები+ თავიანთი მამების ტომის მიხედვით არ აღრიცხულან მათთან ერთად.+
48 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
49 „მხოლოდ ლევის ტომი არ აღრიცხო, არ მიათვალო ისინი ისრაელის ძეებს.+
50 ლევიანები დანიშნე მოწმობის+ კარავზე, მთელ მის მოწყობილობასა და ყველაფერზე, რაც კარავს ეკუთვნის.+ ისინი ატარებენ კარავსა და მთელ მის მოწყობილობას;+ მას მოემსახურებიან.+ კარვის გარშემო დაბანაკდნენ.+
51 როცა კარავს გადააადგილებენ, ლევიანებმა აშალონ,+ და როცა კარავს დადგამენ, ლევიანებმა გაშალონ. უცხო თუ ვინმე მივა ახლოს, უნდა მოკვდეს.+
52 ისრაელის ძეები ბანაკების მიხედვით უნდა დაბანაკდნენ, თითოეული სამ-სამ ტომად დაყოფილ+ თავის ლაშქართან.
53 ლევიანები მოწმობის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, რათა არ დაატყდეს რისხვა+ ისრაელის ძეების კრებულს. ლევიანები მოწმობის კარავს ემსახურონ“.+
54 ისრაელის ძეებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. მათ ზუსტად ისე გააკეთეს.+
სქოლიოები
^ ებრაულად ბემიდბარ. ებრაულ ენაზე მოსეს მეოთხე წიგნი ამ სიტყვითაა დასათაურებული. სეპტუაგინტა და ვულგატა ამ წიგნს რიცხვებს უწოდებს.