რიცხვები 10:1—36

10  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „გამოჭედე ორი ვერცხლის საყვირი.+ გქონდეს ისინი კრებულის შესაკრებად+ და ბანაკის ასაშლელად.  როდესაც ორივეს ჩაჰბერავენ, მთელი კრებული, შეთანხმებისამებრ, შეხვედრის კარვის შესასვლელთან უნდა შეიკრიბოს.+  თუ ერთს ჩაჰბერავენ, შეთანხმებისამებრ, შენთან უნდა შეიკრიბონ თავკაცები — ისრაელის ათასისთავები.+  საყვირის ცვალებად ხმაზე აღმოსავლეთით+ დაბანაკებული ბანაკები უნდა დაიძრან;  როცა მეორედ ჩაჰბერავთ ცვალებად ხმაზე, სამხრეთით+ დაბანაკებული ბანაკები უნდა დაიძრან. საყვირის ყოველ ცვალებად ხმაზე ერთი მათგანი უნდა დაიძრას.  კრებულის შესაკრებად უნდა ჩაჰბეროთ,+ მაგრამ არა ცვალებად ხმაზე.  აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა უნდა ჩაჰბერონ საყვირებს.+ მათი გამოყენება თქვენთვის სამარადისო წესად უნდა იქცეს თქვენს თაობებში.  თუ თქვენს მიწაზე საბრძოლველად გახვალთ თქვენი მჩაგვრელის წინააღმდეგ, რომელიც გავიწროებთ,+ ჩაჰბერეთ საყვირებს,+ საბრძოლო განგაში ატეხეთ და გაგიხსენებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და გადაურჩებით მტერს.+ 10  ჩაჰბერეთ საყვირებს თქვენი სიხარულის დღეს,+ დღესასწაულებზე+ და ყოველი თვის დასაწყისში,+ როცა დასაწვავ შესაწირავსა+ და მშვიდობის მსხვერპლს*+ სწირავთ. ეს იქნება თქვენ გასახსენებლად თქვენი ღვთის წინაშე. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+ 11  მეორე წლის მეორე თვის მეოცე დღეს+ ღრუბელი აიწია მოწმობის კარვიდან.+ 12  ისრაელის ძეები თანმიმდევრობით დაიძრნენ+ სინას უდაბნოდან; ღრუბელი ფარანის+ უდაბნოში გაჩერდა. 13  ისინი პირველად დაიძრნენ იეჰოვას ბრძანებისამებრ, რომელიც მოსეს პირით გადაეცათ.+ 14  იუდას ძეების ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, პირველი დაიძრა ლაშქრებად.+ მის ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი. 15  ისაქარის ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი. 16  ზებულონის ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბი, ხელონის ვაჟი.+ 17  დაშალეს კარავი+ და დაიძრნენ გერშონისა+ და მერარის ძეები,+ რომლებიც კარავს ატარებდნენ. 18  რეუბენის+ ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა ლაშქრებად. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცური,+ შედურის ვაჟი. 19  სიმონის ძეების ტომის ლაშქარს+ სათავეში ედგა შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი. 20  გადის ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ელიასაფი,+ დეუელის ვაჟი. 21  დაიძრნენ კეჰათელები, რომლებიც საწმინდარს ატარებდნენ,+ რადგან მათ მისვლამდე კარავი უკვე გაშლილი იქნებოდა. 22  ეფრემის+ ძეების ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა ლაშქრებად. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი. 23  მენაშეს+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი. 24  ბენიამინის+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა აბიდანი,+ გიდეონის ვაჟი. 25  დაიძრა დანის+ ძეების ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, რომელიც ზურგს უმაგრებდა+ თავის ლაშქრებს. მის ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი. 26  აშერის+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი. 27  ნეფთალის+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ახირა,+ ენანის ვაჟი. 28  ასე გადაადგილდებოდნენ ხოლმე ისრაელის ძეები ლაშქრებად, როცა დაიძვრებოდნენ.+ 29  უთხრა მოსემ ხობაბს, მიდიანელი რეუელის,+ მოსეს სიმამრის ვაჟს: „მივდივართ იმ ადგილას, რომელზეც იეჰოვამ თქვა, თქვენ მოგცემთო.+ წამოგვყევი და კარგს გაგიკეთებთ,+ რადგან იეჰოვას კარგი აქვს ნათქვამი ისრაელზე“.+ 30  მან მიუგო: „არ წამოვალ, ჩემს ქვეყანაში+ ჩემს ნათესავებთან წავალ“. 31  სთხოვა მან: „ნუ დაგვტოვებ, რადგან კარგად იცი, სად დავბანაკდეთ უდაბნოში, ჩვენი თვალი იქნები. 32  თუ წამოგვყვები,+ როგორც იეჰოვა მოგვექცევა კარგად, ჩვენც ისე მოგექცევით“. 33  მიდიოდნენ იეჰოვას მთიდან+ სამი დღის სავალზე და იეჰოვას შეთანხმების+ კიდობანი წინ მიუძღოდათ გასაჩერებელი ადგილის მოსაძებნად.+ 34  იეჰოვას ღრუბელი+ იყო მათზე, როცა ისინი ბანაკიდან იძვრებოდნენ. 35  კიდობნის დაძვრისას მოსე ამბობდა: „აღსდექ, იეჰოვა, გაიფანტოს შენი მტერი+ და გაიქცნენ შენგან შენი მოძულენი“.+ 36  მისი გაჩერებისას კი ამბობდა: „დაუბრუნდი, იეჰოვა, ისრაელის უთვალავ ათასებს“.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლს.