რიცხვები 12:1—16
12 მირიამი და აარონი ალაპარაკდნენ მოსეს წინააღმდეგ მისი ქუშელი ცოლის გამო, რადგან ქუშელი ცოლი ჰყავდა.+
2 ამბობდნენ: „მარტო მოსეს პირით ლაპარაკობს იეჰოვა?! განა ჩვენი პირითაც არ ლაპარაკობს?!“+ იეჰოვა კი უსმენდა.+
3 მოსე უთვინიერესი+ კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე.
4 მოულოდნელად იეჰოვამ უთხრა მოსეს, აარონსა და მირიამს: „სამივენი შეხვედრის კარავთან მიდით“. სამივენი წავიდნენ.
5 ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბლის სვეტში,+ კარვის შესასვლელთან დადგა და აარონსა და მირიამს დაუძახა. ისინიც მივიდნენ.
6 უთხრა მათ: „მოისმინეთ ჩემი სიტყვები. იეჰოვას წინასწარმეტყველი რომ გყოლოდათ, ხილვაში+ გამოვეცხადებოდი მას ან სიზმარში+ დაველაპარაკებოდი.
7 ჩემს მსახურ მოსეზე+ კი ამას ვერ ვიტყვი! მას მთელი ჩემი სახლი აბარია.+
8 პირისპირ ველაპარაკები+ და არა გამოცანებით.+ იეჰოვას სახეს ხედავს.+ მაშ, რატომ არ შეგეშინდათ, ჩემი მსახური მოსეს წინააღმდეგ რომ ილაპარაკეთ?“+
9 აღიგზნო იეჰოვას რისხვა მათზე და იქაურობას გაეცალა.
10 ღრუბელიც მოსცილდა კარავს და, აი, კეთრს თოვლივით თეთრად დაეფარა მირიამი.+ მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და რას ხედავს! კეთრს დაუფარავს იგი.+
11 მაშინვე უთხრა აარონმა მოსეს: „მაპატიე, ჩემო ბატონო! ცოდვად არ ჩაგვითვალო, სიბრიყვით მოგვივიდა!+
12 ასე ნუ დატოვებ, რომ მკვდარს არ დაემსგავსოს,+ ვისი სხეულიც ნახევრად შეჭმული გამოდის დედის საშვილოსნოდან“.
13 შეღაღადა მოსემ იეჰოვას: „ღმერთო, გევედრები! გევედრები, განკურნე ის!“+
14 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „მამამისს სახეში რომ შეეფურთხებინა+ მისთვის, განა შვიდ დღეს დამცირებული არ იქნებოდა?! შვიდ დღეს განაცალკევეთ+ ბანაკის გარეთ,+ შემდეგ კი დაბრუნდეს“.+
15 მირიამი შვიდ დღეს განცალკევებული იყო ბანაკის გარეთ+ და მის დაბრუნებამდე არ დაძრულა ხალხი.
16 შემდეგ დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან+ და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.+