რიცხვები 13:1—33
13 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
2 „გაგზავნე კაცები ქანაანის მიწის დასაზვერად, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ.+ გაგზავნე თითო კაცი თავისი მამის ტომიდან, თავკაცები“.+
3 გაგზავნა მოსემ ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან.+ ყველანი ისრაელის ძეთა თავკაცები იყვნენ.
4 მათი სახელებია: შამუა, ზაქურის ვაჟი, რეუბენის ტომიდან;
5 შაფატი, ხორის ვაჟი, სიმონის ტომიდან;
6 ქალები,+ იეფუნეს ვაჟი, იუდას ტომიდან;
7 იგალი, იოსების ვაჟი, ისაქარის ტომიდან;
8 ჰოშეა,+ ნავეს ვაჟი, ეფრემის ტომიდან;
9 ფალტი, რაფუს ვაჟი, ბენიამინის ტომიდან;
10 გადიელი, სოდის ვაჟი, ზებულონის ტომიდან;
11 გადი, სუსის ვაჟი, იოსების+ ტომიდან — მენაშეს+ ტომიდან;
12 ამიელი, გემალის ვაჟი, დანის ტომიდან;
13 სეთური, მიქაელის ვაჟი, აშერის ტომიდან;
14 ნახბი, ვოფსის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან;
15 გეუელი, მაქის ვაჟი, გადის ტომიდან;
16 ეს არის მათი სახელები, ვინც მოსემ მიწის დასაზვერად გაგზავნა. ჰოშეა ნავეს ძეს მოსე იესოს ეძახდა.+
17 როდესაც მოსე ქანაანის მიწის დასაზვერად აგზავნიდა მათ, უთხრა: „ასე ადით ნეგებში,+ იქიდან კი მთიან მხარეში+
18 და ნახეთ, როგორი მიწაა,+ როგორი ხალხი ცხოვრობს, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი არიან თუ ბევრნი;
19 როგორია მიწა, სადაც ცხოვრობენ, კარგია თუ ცუდი, როგორ ქალაქებში ცხოვრობენ, ბანაკებში ცხოვრობენ თუ სიმაგრეებში;
20 როგორია ნიადაგი, ნოყიერი თუ მწირი,+ არის იქ ხეები თუ არა; გამბედაობა მოიკრიბეთ+ და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფი“. იმ დღეებში მწიფდებოდა ყურძნის პირველი ნაყოფი.+
21 ავიდნენ და დაზვერეს მიწა ცინის+ უდაბნოდან რეხობამდე,+ ხამათის+ შესასვლელამდე.
22 ავიდნენ ნეგებში+ და მივიდნენ ხებრონში.+ იქ იყვნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი,+ ანაკის+ შვილები. ხებრონი+ ეგვიპტის ცოანზე+ შვიდი წლით ადრე აშენდა.
23 მივიდნენ ეშქოლის+ ხევში და მოჭრეს ვაზის მტევნიანი ლერწი+ და ორმა კაცმა ლატნით წამოიღო, წამოიღეს ბროწეულიც+ და ლეღვიც.
24 იმ ადგილს ეშქოლის* ხევი+ უწოდეს მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს იქ.
25 ორმოცი დღე+ ზვერავდნენ იმ მიწას და შემდეგ დაბრუნდნენ.
26 მივიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელის ძეების მთელ კრებულთან ფარანის უდაბნოში, კადეშთან.+ მოუტანეს ამბავი მათ და მთელ კრებულს და აჩვენეს იმ მიწის ნაყოფი.
27 უამბეს მას: „ჩვენ ვიყავით იმ მიწაზე, სადაც გაგვგზავნე. იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება,+ აი მისი ნაყოფი.+
28 მაგრამ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ მიწაზე და დიდი გამაგრებული ქალაქები აქვთ.+ ანაკის შვილებიც ვნახეთ იქ.+
29 ნეგების მიწაზე+ ამალეკელები+ ცხოვრობენ, მთიან მხარეში — ხეთელები, იებუსელები+ და ამორეველები;+ ზღვის პირას და მდინარე იორდანის გასწვრივ კი — ქანაანელები“.+
30 ქალებ იეფუნეს ძემ+ ხალხის დამშვიდება სცადა მოსეს წინაშე და თქვა: „ახლავე წავიდეთ და ხელში ჩავიგდებთ მას, ნამდვილად გავიმარჯვებთ“.+
31 მაგრამ მასთან მყოფმა კაცებმა მიუგეს: „ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ისინი ჩვენზე ძლიერები არიან“.+
32 ცუდს ეუბნებოდნენ+ ისრაელის ძეებს დაზვერილ მიწაზე: „მიწა, რომელიც დავზვერეთ, ჭამს მასზე მცხოვრებთ. ვინც კი ვნახეთ, ყველანი ბუმბერაზები არიან.+
33 ვნახეთ ნეფილიმები, ანაკის ვაჟები,+ ნეფილიმთა შთამომავლები. კალიები გვეგონა ჩვენი თავი, მათ თვალშიც ასე ვჩანდით“.+
სქოლიოები
^ ნიშნავს ყურძნის მტევანს.