რიცხვები 15:1—41

15  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უთხარი ისრაელის ძეებს: როცა საცხოვრებლად შეხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ,+  და ცხვარ-ძროხიდან შესწირავთ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს იეჰოვას,+ დასაწვავ შესაწირავს,+ მსხვერპლს განსაკუთრებული ან ნებაყოფლობითი+ აღთქმის შესასრულებლად, ან დღესასწაულებზე წელიწადის სხვადასხვა დროს,+ იეჰოვასთვის დამამშვიდებელ სურნელებად,+  შესწირეთ იეჰოვას მარცვლეული შესაწირავიც+ — მეოთხედ ჰინ ზეთში მოზელილი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი.  შესწირეთ მეოთხედი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად+ დასაწვავ შესაწირავთან ერთად ან თითოეული მამალი თოხლის მსხვერპლად მიტანისას.  ვერძთან ერთად შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი — მესამედ ჰინ ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი,  და მესამედი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად, დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის.  თუ იეჰოვას სწირავთ მოზვერს დასაწვავ შესაწირავად+ ან მსხვერპლად განსაკუთრებული აღთქმის+ შესასრულებლად, ან მშვიდობის მსხვერპლად*,+  მოზვერთან ერთად შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი+ — ნახევარ ჰინ ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, 10  და ნახევარი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად,+ როგორც დასაწვავი შესაწირავი დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის. 11  ასე გააკეთეთ თითოეულ ხარზე, ვერძზე, მამალ თოხლსა და თხაზე. 12  რამდენიც არ უნდა შესწიროთ, ასე უნდა გააკეთოთ თითოეულ მათგანზე, მათი რიცხვის მიხედვით. 13  ყოველი მკვიდრი ასე შესწირავს დასაწვავ შესაწირავს, დამამშვიდებელ სურნელებას იეჰოვასთვის.+ 14  თუ თქვენთან მცხოვრები ხიზანი ან ის, ვინც თაობებია თქვენთან ცხოვრობს, შესწირავს ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის, როგორც შენ გააკეთებ, იმანაც ისე გააკეთოს.+ 15  თქვენ — კრებულს, და თქვენთან მცხოვრებ ხიზანს ერთი წესი გექნებათ.+ ეს იქნება სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის. თქვენც და ხიზანიც ერთნი იქნებით იეჰოვას წინაშე.+ 16  ერთი კანონი და ერთი სამართალი გექნებათ თქვენც და თქვენთან მცხოვრებ ხიზანსაც“.+ 17  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 18  „უთხარი ისრაელის ძეებს: როცა შეხვალთ იმ მიწაზე, სადაც მიმყავხართ,+ 19  და შეჭამთ იმ მიწის პურს,+ შესაწირავი უნდა გაიღოთ იეჰოვასთვის. 20  უნდა შესწიროთ რგოლისებური კვერები პირველი+ ღერღილისგან კალოს შესაწირავის მსგავსად. 21  ყოველთვის შესწირე იეჰოვას შენი პირველი ღერღილიდან შენს თაობებში. 22  თუ შეცდომას დაუშვებთ და არ შეასრულებთ ყველა ამ მცნებას,+ რაც იეჰოვამ მოსეს უთხრა, 23  ყველაფერს, რაც იეჰოვამ გიბრძანათ მოსეს პირით იმ დღიდან მოყოლებული, როცა იეჰოვამ გიბრძანათ, და შემდგომაც თქვენს თაობებში, 24  თუ შეცდომას უნებურად დაუშვებთ და კრებულიდან ვერავინ დაგინახავთ, მთელმა კრებულმა შესწიროს მოზვერი დასაწვავ შესაწირავად, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის, მარცვლეულ შესაწირავთან და მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად წესისამებრ,+ და ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად.+ 25  მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს+ ისრაელის ძეთა მთელი კრებულისთვის და ეპატიებათ მათ, რადგან ეს შეცდომა+ იყო და მათ მიიტანეს თავიანთი შესაწირავი: ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის და ცოდვის შესაწირავი იეჰოვასთვის თავიანთი შეცდომის გამო. 26  ეპატიებათ+ ისრაელის ძეთა მთელ კრებულს და მათ შორის მცხოვრებ ხიზანს, რადგან უნებურად შეცდა ხალხი. 27  თუ ვინმე* უნებურად შესცოდავს,+ ცოდვის შესაწირავად ერთი წლის დედალი თხა მიიყვანოს.+ 28  მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის, ვინც შეცდა და შემთხვევით ჩაიდინა ცოდვა იეჰოვას წინაშე. ასე შესრულდება მისთვის გამოსყიდვის წესი და ეპატიება მას.+ 29  მკვიდრი ისრაელის ძისთვის და მათ შორის მცხოვრები ხიზნისთვის ერთი კანონი უნდა იყოს, როცა შეცდომას დაუშვებენ.+ 30  სული, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, რომელიც განზრახ+ დაგმობს იეჰოვას,+ უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.+ 31  უნდა მოიკვეთოს+ ის, რადგან მან არაფრად ჩააგდო+ იეჰოვას სიტყვა და მისი მცნება დაარღვია.+ მასზეა მისი დანაშაული“.+ 32  როცა ისრაელები უდაბნოში იყვნენ, ნახეს ერთი კაცი, რომელიც შაბათს შეშას აგროვებდა,+ 33  და შეშის შემგროვებელი კაცი მოსეს, აარონსა და მთელ კრებულს მიუყვანეს. 34  დააკავეს იგი,+ რადგან არ ჰქონდათ ზუსტი მითითება, როგორ მოჰქცეოდნენ მას. 35  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „უნდა მოკვდეს+ ეს კაცი, მთელმა კრებულმა ჩაქოლოს ბანაკის გარეთ“.+ 36  გაიყვანა ის მთელმა კრებულმა ბანაკის გარეთ, ჩაქოლეს და მოკვდა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 37  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 38  „უთხარი ისრაელის ძეებს, რომ ტანსაცმლის კალთის ბოლოზე ფოჩები გაიკეთონ და ასე აკეთონ თაობიდან თაობაში, კალთის ფოჩებს კი ზემოდან ლურჯი თასმები გაუკეთონ.+ 39  გქონდეთ ეს ფოჩები, შეხედეთ მათ და გაიხსენეთ და შეასრულეთ იეჰოვას ყველა მცნება,+ არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს,+ რომლებიც გარყვნილებისკენ გეწევიან,+ 40  რათა გახსოვდეთ და შეასრულოთ ყველა ჩემი მცნება და იყოთ წმინდები თქვენი ღვთისთვის.+ 41  მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლად.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.