რიცხვები 16:1—50

16  ადგნენ ლევის,+ კეჰათისა+ და იცჰარის+ შთამომავალი კორახი+ და ელიაბის ძეები,+ დათანი+ და აბირამი,+ და ფელეთის ძე ონი, რეუბენის+ შთამომავლები.  გამოვიდნენ ისინი მოსეს წინააღმდეგ და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი ისრაელის ძე, კრებულის თავკაცები, ვისაც შეხვედრებზე იწვევდნენ, სახელოვანი კაცები.  შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ+ და უთხრეს: „კმარა! მთელი კრებული წმინდაა+ და იეჰოვაა მათ შორის.+ რატომ აღზევდით იეჰოვას კრებულზე?“+  ამის გაგონებაზე მოსე პირქვე დაემხო.  უთხრა კორახსა და მთელ მის კრებულს: „დილით გააცხადებს იეჰოვა, თუ ვინ ეკუთვნის მას,+ ვინ არის წმინდა+ და ვინ უნდა მიუახლოვდეს.+ ვისაც ის აირჩევს,+ ის მიუახლოვდება მას.  ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები+ კორახმა და მთელმა მისმა კრებულმა,+  შიგ ცეცხლი ჩადეთ და ხვალ იეჰოვას წინაშე საკმეველი მოაყარეთ ზედ და ვისაც იეჰოვა აირჩევს,+ ის იქნება წმინდა. კმარა, ლევის ძეებო!“+  უთხრა მოსემ კორახს: „მომისმინეთ, ლევის ძეებო!  განა ცოტაა, ისრაელის ღმერთმა თავისთვის რომ გამოგყოთ+ ისრაელის კრებულიდან, რათა გემსახურათ იეჰოვას კარავში, მდგარიყავით კრებულის წინაშე და მომსახურებოდით მათ,+ 10  და დაგიახლოვათ შენ და შენი ძმები, ლევის ძეები?! ახლა მღვდლობასაც ესწრაფვით?!+ 11  ამით იეჰოვას წინააღმდეგ შეიკრიბეთ შენ და მთელი შენი კრებული.+ ვინ არის აარონი, მის წინააღმდეგ რომ დრტვინავთ?“+ 12  მოსემ დათანი და აბირამიც+ მოიხმო, მაგრამ მათ განუცხადეს: „არ მოვალთ!+ 13  განა საკმარისი არ იყო, რომ გამოგვიყვანე მიწიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, და უდაბნოში გვხოცავ?!+ გინდა გაგვიბატონდე კიდეც?!+ 14  არც იმ მიწაზე მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ და არც მინდორი და ვენახი მოგიცია ჩვენთვის. თვალებს უბრმავებ ამ ხალხს?! ჩვენ არ მოვალთ!“ 15  განრისხდა მოსე და უთხრა იეჰოვას: „ნუ მოხედავ მათ მარცვლეულ შესაწირავს.+ ვირიც კი არ წამირთმევია მათთვის და არც ერთი მათგანისთვის მიმიყენებია ზიანი“.+ 16  უთხრა მოსემ კორახს:+ „ხვალ იეჰოვას წინაშე წარდექით+ შენ და მთელი შენი კრებული; შენც, ისინიც და აარონიც. 17  აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლური, მოაყარეთ ზედ საკმეველი და მიიტანეთ იეჰოვას წინაშე თითოეულმა თქვენი საცეცხლური, ორას ორმოცდაათი საცეცხლური, შენ და აარონმა, თქვენ-თქვენი საცეცხლურები“. 18  აიღო ყველამ თავისი საცეცხლური, ჩადეს მათში ცეცხლი, ზედ საკმეველი მოაყარეს და დადგნენ შეხვედრის კარვის შესასვლელში მოსესა და აარონთან ერთად. 19  როცა კორახმა მთელი კრებული შეკრიბა+ მათ წინააღმდეგ შეხვედრის კარვის შესასვლელთან, მაშინ გამოეცხადა იეჰოვას დიდება მთელ კრებულს.+ 20  უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 21  „გამოეყავით+ ამ კრებულს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ 22  პირქვე დაემხვნენ ისინი და უთხრეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულის ღმერთო,+ ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ კრებულზე მრისხანებ?“+ 23  მიუგო იეჰოვამ მოსეს: 24  „უთხარი კრებულს, გაეცალონ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს!“+ 25  ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესებიც.+ 26  უთხრა კრებულს: „გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს და მათსას არაფერს შეეხოთ,+ რომ არ აღიგავოთ მათი ცოდვის გამო!“ 27  ისინი მაშინვე ყოველი მხრიდან მოსცილდნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს. გამოვიდნენ დათანი და აბირამი თავიანთი კარვების შესასვლელთან,+ ცოლებთან, ვაჟებთან და ბავშვებთან ერთად. 28  უთხრა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ იეჰოვამ გამომგზავნა ამ ყოველივეს გასაკეთებლად,+ და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან:+ 29  თუ ისინი ისე დაიხოცებიან, როგორც ადამიანები კვდებიან, და ის სასჯელი ეწევათ, რაც ყველა სხვა ადამიანს,+ მაშინ იეჰოვას არ გამოვუგზავნივარ.+ 30  თუ იეჰოვა არნახულ რამეს მოიმოქმედებს,+ მიწა პირს დააღებს, შთანთქავს მათ+ და მათ საბადებელს, და ცოცხლები ჩავლენ სამარეში*,+ მაშინ გაიგებთ, რომ ეს ხალხი უპატივცემულოდ მოჰქცევია იეჰოვას“.+ 31  როგორც კი ეს სიტყვები დაასრულა, გაიყო მიწა მათ ქვეშ.+ 32  დააღო მიწამ პირი და შთანთქა მთელი მათი სახლეულობა, კორახის ხალხი და მთელი მათი ქონება.+ 33  ისინი და ყველა მათიანი ცოცხლად ჩაცვივდნენ სამარეში, დაფარა ისინი მიწამ+ და ამოიძირკვნენ კრებულიდან.+ 34  გაიქცნენ მათ ირგვლივ მყოფი ისრაელები მათ ყვირილზე, ამბობდნენ, გვეშინია, მიწამ ჩვენც არ გვშთანთქოსო!+ 35  გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან+ და შთანთქა ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.+ 36  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 37  „უთხარი ელეაზარს, აარონ მღვდლის ვაჟს, აიღოს საცეცხლურები+ ცეცხლიდან, ცეცხლი კი გაფანტოს, რადგან წმინდაა საცეცხლურები, 38  იმათი საცეცხლურებიც, ვინც საკუთარი სულის წინააღმდეგ შესცოდა.+ გააკეთონ მათგან ლითონის თხელი ფირფიტები სამსხვერპლოს+ მოსაჭედად. ისინი წმინდა გახდა, რადგან იეჰოვას წარუდგინეს. ეს ნიშანი იქნება ისრაელის ძეებისთვის“.+ 39  აიღო ელეაზარ მღვდელმა იმათი სპილენძის საცეცხლურები,+ ვინც დაიწვა, და სამსხვერპლოს მოსავარაყებლად გამოაჭედვინა, 40  ისრაელის ძეებისთვის სამახსოვროდ, რათა არც ერთი უცხო+ კაცი, ვინც არ არის აარონის შთამომავალი, არ მივიდეს ახლოს იეჰოვასთვის საკმევლის ასაბოლებლად,+ და არავინ დაემსგავსოს კორახსა და მის კრებულს,+ როგორც იეჰოვამ უთხრა მას მოსეს პირით. 41  ისრაელის ძეთა მთელმა კრებულმა მეორე დღესვე დაიწყო დრტვინვა მოსესა და აარონის წინააღმდეგ:+ „თქვენ, თქვენ დახოცეთ იეჰოვას ხალხი!“ 42  როცა კრებული მოსესა და აარონის წინააღმდეგ შეიკრიბა და შეხვედრის კარვისკენ მიტრიალდა, აი, ღრუბელმა დაფარა ის და გამოჩნდა იეჰოვას დიდება.+ 43  მივიდნენ მოსე და აარონი შეხვედრის კარვის წინ.+ 44  უთხრა იეჰოვამ მოსეს: 45  „გამოდით ამ კრებულიდან, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ მაშინვე პირქვე დაემხვნენ ისინი.+ 46  უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, შიგ ცეცხლი ჩადე სამსხვერპლოდან,+ მოაყარე საკმეველი, სწრაფად შედი კრებულში და გამოსყიდვის წესი შეასრულე+ მათთვის, რადგან რისხვა გამოვიდა იეჰოვასგან+ და ჟლეტა დაიწყო!“ 47  აარონმა მაშინვე აიღო ის, როგორც მოსემ უთხრა, და კრებულის შუაგულისკენ გაიქცა. უკვე დაწყებული იყო ხალხის ჟლეტა. საკმეველი მოაყარა და ხალხისთვის გამოსყიდვის წესის შესრულება დაიწყო. 48  იდგა ის ცოცხლებსა და მკვდრებს შორის+ და ბოლოს შეწყდა ჟლეტა.+ 49  ჟლეტის შედეგად თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი მოკვდა კორახის გამო დახოცილთა გარდა. 50  როცა აარონი მოსესთან დაბრუნდა შეხვედრის კარვის შესასვლელთან, ჟლეტა უკვე შეწყვეტილი იყო.

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.