რიცხვები 18:1—32

18  უთხრა იეჰოვამ აარონს: „შენ, შენმა ვაჟებმა და მამაშენის სახლმა პასუხი უნდა აგოთ საწმინდრის+ წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო; შენ და შენი ვაჟები აგებთ პასუხს მღვდლობის წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო.+  მიიყვანე შენი ძმები ლევის ტომიდან, მამაშენის შტოდან, რათა შემოგიერთდნენ და გემსახურონ შენ+ და შენს ვაჟებს მოწმობის კარვის წინ.+  მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება როგორც თქვენ წინაშე, ისე მთელი კარვის წინაშე,+ ოღონდ არ მიეკარონ წმინდა ადგილის მოწყობილობასა და სამსხვერპლოს, რათა არ დაიხოცონ,+ არც ისინი და არც თქვენ.  შემოგიერთდნენ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება შეხვედრის კარვის წინაშე, კარვის ყველანაირი მსახურება. უცხო არავინ მოგეკაროთ.+  შეასრულეთ თქვენი ვალდებულება როგორც წმინდა ადგილის,+ ისე სამსხვერპლოს წინაშე,+ რათა აღარ დაატყდეს რისხვა+ ისრაელის ძეებს.  ავიყვანე თქვენი ძმები, ლევიანები, ისრაელის ძეებიდან,+ როგორც ძღვენი თქვენთვის,+ როგორც იეჰოვასთვის გადაცემულნი შეხვედრის კარვის მსახურების შესასრულებლად.+  შენ და შენმა ვაჟებმა უნდა შეასრულოთ მღვდლობა, ყველაფერი, რაც ეხება სამსხვერპლოს და იმას, რაც ფარდის შიგნით არის.+ თქვენ უნდა შეასრულოთ მსახურება.+ გიბოძებთ მღვდლობას, როგორც ძღვენს. უცხო, რომელიც ახლოს მივა, უნდა მოკვდეს“.+  ელაპარაკა იეჰოვა აარონს: „აი შენ ჩაგაბარე ჩემთვის გაღებული ყველა შესაწირავი.+ შენ და შენს ვაჟებს მოგეცით ისრაელის ძეების სიწმინდეები, როგორც სამარადისო წილი.+  იქიდან, რაც უწმინდესია, შენი იქნება ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, ყოველი შესაწირავი და მათი მარცვლეული შესაწირავი,+ მათი ცოდვის შესაწირავი+ და მათი დანაშაულის შესაწირავი,+ რომელსაც მე დამიბრუნებენ. ეს უწმინდესია შენთვის და შენი ვაჟებისთვის. 10  უწმინდეს ადგილზე ჭამეთ ის.+ ყოველმა მამრმა უნდა ჭამოს.+ წმინდა იქნება ის შენთვის.+ 11  აი რა არის შენი: მათი შეწირული+ ძღვენი ისრაელის ძეების ყველა შესარხევ შესაწირავთან+ ერთად. შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს გაძლევთ+ მათ სამარადისო წილად. ვინც წმინდაა შენს სახლში, ყველას შეუძლია მისი ჭამა.+ 12  საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ახალი ღვინო, მარცვლეული, მათი პირველმოწეული ნაყოფი,+ რასაც იეჰოვას მისცემენ, შენ მოგეცი.+ 13  მათი მიწის პირველმოწეული ნაყოფი, რასაც იეჰოვას მიუტანენ, შენი იქნება.+ ვინც წმინდაა შენს სახლში, ყველას შეუძლია მისი ჭამა. 14  ყველაფერი, რაც მიძღვნილია ისრაელში, შენი იქნება.+ 15  შენი გახდება ხორციელთა შორის საშვილოსნოს ყოველი გამღები,+ რომელსაც იეჰოვას წარუდგენენ, კაცი იქნება თუ ცხოველი. შენ უნდა გამოისყიდო ადამიანის პირმშო;+ უწმინდური ცხოველის პირველმოგებულიც შენ უნდა გამოისყიდო.+ 16  გამოსასყიდი ფასის მიხედვით გამოისყიდე ის, როცა ერთ თვეს გადასცილდება, დადგენილი საფასურის მიხედვით, ხუთ ვერცხლის შეკელად წმინდა ადგილის შეკელის შესაბამისად.+ ეს ოც გერას შეადგენს.+ 17  მხოლოდ პირველმოგებული ხბო, პირველმოგებული ბატკანი და პირველმოგებული თიკანი არ გამოისყიდო;+ ისინი წმინდები არიან. მათი სისხლი+ სამსხვერპლოზე დაასხურე და მათი ქონი ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად ააბოლე, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ 18  შენი იქნება მათი ხორცი ისე, როგორც შესარხევი შესაწირავის მკერდი და მარჯვენა ბარკალი.+ 19  ყოველი წმინდა შესაწირავი,+ რომელსაც ისრაელის ძეები იეჰოვას შესწირავენ, შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს მოგეცით, როგორც სამარადისო წილი.+ ეს არის მარილის შეთანხმება იეჰოვას წინაშე, სამარადისოდ, შენთვის და შენი შთამომავლებისთვის“.+ 20  უთხრა იეჰოვამ აარონს: „არ გექნება სამკვიდრო მათ მიწაზე და არც რაიმე წილი მათგან.+ მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის.+ 21  ლევის ძეებს მივეცი ყოველი მეათედი+ ისრაელში, როგორც მემკვიდრეობა იმ მსახურების სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ასრულებენ, შეხვედრის კარვის მსახურების სანაცვლოდ. 22  აღარ მიუახლოვდნენ ისრაელის ძეები შეხვედრის კარავს, რათა ცოდვა არ დაიტეხონ თავს და არ დაიხოცონ.+ 23  ლევიანებმა შეასრულონ შეხვედრის კარვის მსახურება და პასუხი აგონ მათ დანაშაულზე.+ ეს არის სამარადისო წესი თქვენს თაობებში, რომ არ მიიღონ მათ სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის.+ 24  ისრაელის ძეების მიერ შესაწირავად მიტანილი მეათედი, რომელსაც იეჰოვას შესწირავენ, ლევიანებს მივეცი მემკვიდრეობად. ამიტომ ვუთხარი, ისრაელის ძეებს შორის არ მიიღებენ-მეთქი მემკვიდრეობას“.+ 25  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 26  „უთხარი ლევიანებს: ისრაელის ძეებიდან მიიღებთ მეათედს, რომელიც მემკვიდრეობად მოგეცით მათგან;+ იმ მეათედიდან მეათედი+ იეჰოვას შესწირეთ. 27  ეს ჩაგეთვლებათ შესაწირავად ისევე, როგორც მარცვლეული კალოდან,+ უხვი ღვინო საწნახლიდან ან უხვი ზეთი ზეთის საწურიდან. 28  თქვენც ასე შესწირეთ შესაწირავი იეჰოვას მთელი თქვენი მეათედიდან, რომელსაც ისრაელის ძეებისგან აიღებთ; აქედან, რასაც იეჰოვას შესწირავთ, აარონ მღვდელს მიეცით. 29  თქვენთვის მოცემული ყოველი ძღვნიდან ყველა საუკეთესო+ შესაწირავი იეჰოვას შესწირეთ, როგორც წმინდა რამ მათგან. 30  უთხარი მათ: როცა აქედან საუკეთესოს+ შესწირავთ, ეს ლევიანებს ისე ჩაეთვლებათ, როგორც მოსავალი კალოდან, ღვინო საწნახლიდან და ზეთი ზეთის საწურიდან. 31  ყველგან ჭამეთ ის თქვენ და თქვენმა სახლეულობამ, რადგან ეს არის თქვენი გასამრჯელო შეხვედრის კარავში გაწეული მსახურებისთვის.+ 32  ცოდვას არ დაიტეხთ, თუ საუკეთესოს შესწირავთ; არ შებღალოთ ისრაელის ძეების სიწმინდეები, რომ არ დაიხოცოთ“.+

სქოლიოები