რიცხვები 19:1—22
19 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს:
2 „ეს არის კანონის წესი, რაც იეჰოვამ ბრძანა: უთხარი ისრაელის ძეებს, რომ მოგიყვანონ წითელი ძროხა, საღი, უნაკლო,+ უღელდაუდგმელი.+
3 მიუყვანე ელეაზარ მღვდელს, ის ბანაკის გარეთ გაიყვანს და მის წინაშე დაიკვლება.
4 აიღოს თითით ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი და შვიდჯერ ასხუროს შეხვედრის კარვის წინ.+
5 მის თვალწინ უნდა დაიწვას ძროხა. მისი ტყავი, ხორცი, სისხლი და ნეხვი ერთად უნდა დაიწვას.+
6 აიღოს მღვდელმა კედრის ხის ნაჭერი,+ უსუპი,+ ალისფერი ქსოვილი+ და იქ ჩაყაროს, სადაც ძროხა იწვის.
7 გაირეცხოს მღვდელმა ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს ტანი და ამის შემდეგ შეუძლია ბანაკში შესვლა, ოღონდ საღამომდე უწმინდური იქნება.
8 ვინც ის დაწვა, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს, წყლით დაიბანოს ტანი+ და საღამომდე უწმინდური იქნება.
9 სუფთა კაცმა შეაგროვოს ძროხის ფერფლი,+ სუფთა ადგილას დაყაროს კარვის გარეთ და ის ისრაელის ძეების კრებულს განმწმენდი წყლისთვის ექნება.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი.
10 ძროხის ფერფლის შემგროვებელმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+
ეს სამარადისო წესი იქნება როგორც ისრაელის ძეებისთვის, ისე მათ შორის ხიზნად მცხოვრებთათვის.+
11 ვინც ადამიანის გვამს შეეხება,+ შვიდ დღეს ისიც უწმინდური იქნება.+
12 ის მესამე დღეს უნდა განიწმინდოს მისით+ და მეშვიდე დღეს წმინდა გახდება. თუ მესამე დღეს არ განიწმინდება, მეშვიდე დღეს ის არ იქნება წმინდა.
13 ვინც მკვდარს*, გვამს შეეხება და არ განიწმინდება, ის იეჰოვას კარავს წაბილწავს;+ ის* უნდა მოიკვეთოს ისრაელიდან.+ ის უწმინდური რჩება, რადგან განმწმენდი წყალი+ არ ესხურა მას. ის კვლავ უწმინდურია.+
14 აი ეს არის კანონი, როცა კაცი კარავში მოკვდება: ვინც კარავში შედის და ვინც კარავშია, შვიდ დღეს ყველა უწმინდური იქნება;
15 უწმინდური იქნება ნებისმიერი თავღია ჭურჭელი.+
16 ვინც ტრიალ მინდორში მახვილით მოკლულს,+ გვამს, ადამიანის ძვალს+ ან სამარხს შეეხება, შვიდ დღეს უწმინდური იქნება.
17 უწმინდურისთვის აიღონ ფერფლი დამწვარი ცოდვის შესაწირავიდან, ჭურჭელში ჩაყარონ და ზედ ახალი წყალი დაასხან.
18 შემდეგ წმინდა კაცმა+ აიღოს უსუპი,+ ჩააწოს წყალში, მოასხუროს კარავს, ყველა ჭურჭელს, ყოველ იქ მყოფს და მას, ვინც შეეხო ძვალს, მოკლულს, გვამს ან სამარხს.
19 წმინდა კაცი მას მესამე და მეშვიდე დღეს მოასხურებს უწმინდურს და მეშვიდე დღეს განწმენდს ცოდვისგან;+ გაირეცხოს მან ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს და საღამოს წმინდა იქნება.
20 ის კაცი კი, ვინც უწმინდური იქნება და არ განიწმინდება, უნდა მოიკვეთოს+ კრებულიდან, რადგან მან იეჰოვას საწმინდარი წაბილწა და განმწმენდი წყალი არ სხურებია. ის უწმინდურია.
21 ეს იქნება მათთვის სამარადისო წესი: გაირეცხოს ტანსაცმელი+ განმწმენდი წყლის მსხურებელმა და იმანაც, ვინც განმწმენდ წყალს შეეხო. ის საღამომდე უწმინდური იქნება.
22 რასაც უწმინდური შეეხება, გაუწმინდურდება,+ და ვინც მას შეეხება, საღამომდე უწმინდური იქნება“.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ ანუ მკვდარ სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.