რიცხვები 2:1—34

2  უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს:  „დაბანაკდნენ ისრაელის ძეები თავიანთ სამტომიან დანაყოფებთან,+ თითოეული თავისი საგვარეულოს ნიშანთან. შეხვედრის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, პირით კარვისკენ.  აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ამოდის, ლაშქრებად დაბანაკდება იუდას სამტომიანი ბანაკი; იუდას ძეების თავკაცი იქნება ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი.  მის ლაშქარში სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი აღირიცხა.+  მის გვერდით ისაქარის+ ტომი დაბანაკდება; ისაქარის ძეების თავკაცი იქნება ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი.  მის ლაშქარში ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+  შემდეგი იქნება ზებულონის ტომი. ზებულონის ძეების თავკაცი იქნება ელიაბი,+ ხელონის ვაჟი.  მის ლაშქარში ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+  იუდას ბანაკის ლაშქრებში სულ ას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა. პირველნი ისინი უნდა დაიძრან.+ 10  რეუბენის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი+ სამხრეთით იქნება თავიანთი ლაშქრების მიხედვით; რეუბენის ძეების თავკაცი იქნება ელიცური,+ შედურის ვაჟი. 11  მის ლაშქარში ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი აღირიცხა.+ 12  მის გვერდით სიმონის ტომი დაბანაკდება; სიმონის ძეების თავკაცი იქნება შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი. 13  მის ლაშქარში ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი აღირიცხა.+ 14  შემდეგი იქნება გადის ტომი. გადის ძეების თავკაცი იქნება ელიასაფი,+ რეუელის ვაჟი. 15  მის ლაშქარში ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი აღირიცხა.+ 16  რეუბენის ბანაკის ლაშქრებში სულ ას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი აღირიცხა. მეორენი ისინი უნდა დაიძრან.+ 17  როცა შეხვედრის კარავი+ დაიძვრება, ლევიანების ბანაკი+ დანარჩენ ბანაკებს შორის უნდა იყოს. როგორც დაბანაკდებიან, ისევე უნდა დაიძრან+ თავიანთი სამტომიანი დანაყოფების მიხედვით. თითოეული თავის ადგილზე უნდა იყოს. 18  ეფრემის+ ბანაკის სამტომიანი დანაყოფი დასავლეთით იქნება თავიანთი ლაშქრების მიხედვით; ეფრემის ძეების თავკაცი იქნება ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი. 19  მის ლაშქარში ორმოცი ათას ხუთასი კაცი აღირიცხა.+ 20  მის გვერდით მენაშეს+ ტომი იქნება. მენაშეს ძეების თავკაცი იქნება გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი. 21  მის ლაშქარში ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი აღირიცხა.+ 22  შემდეგი იქნება ბენიამინის+ ტომი. ბენიამინის ძეების თავკაცი იქნება აბიდანი,+ გიდეონის ვაჟი. 23  მის ლაშქარში ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+ 24  ეფრემის ბანაკის ლაშქრებში სულ ას რვა ათას ასი კაცი აღირიცხა. მესამენი ისინი უნდა დაიძრან.+ 25  დანის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი ჩრდილოეთით იქნება თავიანთი ლაშქრების მიხედვით. დანის ძეების თავკაცი იქნება ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი. 26  მის ლაშქარში სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი აღირიცხა.+ 27  მის გვერდით აშერის ტომი დაბანაკდება. აშერის ძეების თავკაცი იქნება ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი. 28  მის ლაშქარში ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი აღირიცხა.+ 29  შემდეგი იქნება ნაფთალის+ ტომი. ნაფთალის ძეების თავკაცი იქნება ახირა,+ ენანის ვაჟი. 30  მის ლაშქარში ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+ 31  დანის ბანაკში სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი აღირიცხა. ბოლოს ისინი უნდა დაიძრან+ თავიანთი სამტომიანი დანაყოფების მიხედვით“. 32  ესენი აღირიცხნენ ისრაელის ძეებიდან, ყველა თავისი საგვარეულოს მიხედვით. ბანაკების ლაშქრებში სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცი აღირიცხა.+ 33  ისრაელის ძეებს შორის მხოლოდ ლევიანები არ აღრიცხულან,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 34  ისრაელის ძეებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ ასე დაბანაკდნენ სამტომიან დანაყოფებად+ და ასევე დაიძრნენ,+ თითოეული თავისი საგვარეულო შტოს მიხედვით.

სქოლიოები