რიცხვები 20:1—29

20  ისრაელის ძეების მთელი კრებული პირველ თვეს ცინის+ უდაბნოში მივიდა და კადეშში+ დასახლდა. იქ მოკვდა მირიამი+ და იქვე დამარხეს.  წყალი არ ჰქონდა კრებულს+ და მოსესა და აარონის წინააღმდეგ გამოვიდა.+  ედავებოდა ხალხი+ მოსეს: „ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით იეჰოვას წინაშე!+  იმიტომ მოიყვანეთ იეჰოვას კრებული უდაბნოში, რომ ჩვენც დავიხოცოთ და ჩვენი პირუტყვიც?!+  რატომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან და რატომ მოგვიყვანეთ ამ უვარგის ადგილზე?+ არც სათესი ადგილია, არც ლეღვია, არც ვაზი, არც ბროწეული+ და არც სასმელი წყალი“.  დატოვეს კრებული მოსემ და აარონმა, მივიდნენ შეხვედრის კარვის შესასვლელთან და პირქვე დაემხვნენ;+ გამოეცხადა მათ იეჰოვას დიდება.+  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „აიღე ჯოხი+ და მოუხმეთ კრებულს შენ და აარონმა, შენმა ძმამ, უთხარით კლდეს მათ თვალწინ, რომ წყალი მოგცეთ; გადმოადინეთ მათთვის კლდიდან წყალი და დაალევინეთ კრებულსა და მათ პირუტყვს“.+  აიღო მოსემ ჯოხი იეჰოვას წინაშე,+ როგორც მან უბრძანა. 10  კლდესთან მოუხმეს მოსემ და აარონმა კრებულს და მან მიმართა მათ: „მომისმინეთ, ურჩებო!+ გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“+ 11  აღმართა მოსემ ხელი, ორჯერ დაჰკრა ჯოხი კლდეს და გადმოსკდა წყალი; დალია ხალხმაც და პირუტყვმაც.+ 12  უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: „რადგან არ მერწმუნეთ და არ განმწმინდეთ+ ისრაელის ძეების თვალში, ვეღარ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელსაც მათ მივცემ“.+ 13  ეს არის მერიბას*+ წყალი, რადგან ედავებოდნენ ისრაელის ძეები იეჰოვას, და განიწმინდა იგი მათ შორის. 14  გაუგზავნა მოსემ მაცნეები კადეშიდან ედომის მეფეს:+ „ასე თქვა შენმა ძმამ ისრაელმა:+ შენ კარგად იცი, რა სიძნელეები შეგვემთხვა.+ 15  ჩვენი მამები ეგვიპტეში ჩავიდნენ+ და მრავალი დღე ვცხოვრობდით ეგვიპტეში.+ ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელები ჩვენც და ჩვენს მამებსაც.+ 16  ბოლოს შევღაღადეთ იეჰოვას,+ მოისმინა მან ჩვენი ხმა, გამოგზავნა ანგელოზი+ და ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. ახლა კადეშში ვართ, შენი მიწის საზღვართან მდებარე ქალაქში. 17  გაგვატარე შენს მიწაზე, არ გავივლით არც ყანებზე და არც ვენახებზე, არც ჭიდან დავლევთ წყალს. სამეფო გზით ვივლით,+ არც მარჯვნივ გადავუხვევთ და არც მარცხნივ,+ სანამ მთელ შენს მიწას არ გავივლით“. 18  ედომმა შეუთვალა: „არ გაიარო ჩემს მიწაზე, თორემ მახვილით გამოვალ და დაგხვდები!“ 19  ისრაელის ძეებმა მიუგეს: „მთავარი გზით წავალთ და თუ მე და ჩემი ცხვარ-ძროხა დავლევთ შენს წყალს, აგინაზღაურებთ.+ მეტი არაფერი მინდა, ჩემი ფეხით გავივლი“.+ 20  მან ისევ შეუთვალა: „არ გაიარო!“+ დიდძალი ხალხითა და ძლიერი მკლავით გაემართა ედომი+ მასთან შესახვედრად. 21  არ გაატარა ედომმა ისრაელი თავის მიწაზე+ და გაბრუნდა ისრაელი.+ 22  ისრაელის ძეების მთელი კრებული დაიძრა კადეშიდან+ და ჰორის მთას+ მიადგა. 23  აი რა უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს ჰორის მთასთან, ედომის მიწის საზღვართან: 24  „აარონი თავის ხალხს შეუერთდება+ და ვერ შევა იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელის ძეებს მივცემ, ვინაიდან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან.+ 25  წაიყვანე აარონი და ელეაზარი, მისი ვაჟი, და ჰორის მთაზე აიყვანე. 26  გახადე აარონს ტანსაცმელი+ და ჩააცვი ელეაზარს,+ მის ვაჟს, აარონი კი შეუერთდება თავის ხალხს და იქ მოკვდება“.+ 27  ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა, და მთელი კრებულის თვალწინ ავიდნენ ჰორის მთაზე. 28  გახადა მოსემ აარონს ტანსაცმელი და ჩააცვა ელეაზარს, მის ვაჟს, რის შემდეგაც მოკვდა იქ აარონი, მთის წვერზე.+ ჩამოვიდნენ მთიდან მოსე და ელეაზარი. 29  დაინახა მთელმა კრებულმა, რომ მოკვდა აარონი და ოცდაათ დღეს გლოვობდა აარონს ისრაელის მთელი სახლი.+

სქოლიოები

იხილეთ გმ. 17:7-ის სქოლიო.