რიცხვები 21:1—35

21  არადის+ ქანაანელმა მეფემ, რომელიც ნეგებში+ ცხოვრობდა, გაიგო, რომ ისრაელი ათარიმის გზით მოდიოდა; შეებრძოლა ის ისრაელს და ზოგი მათგანი ტყვედ წაიყვანა.  აღთქმა დაუდო ისრაელმა იეჰოვას:+ „თუ ხელში ჩამიგდებ ამ ხალხს, გავანადგურებ მათ ქალაქებს“.+  ისმინა იეჰოვამ ისრაელის ხმა და ხელში ჩაუგდო ქანაანელები; გაანადგურეს მათ ისინიც და მათი ქალაქებიც. ამიტომაც უწოდეს იმ ადგილს ხორმა*.+  გზაში, როდესაც ჰორის მთიდან+ წითელი ზღვის გზით მიდიოდნენ, გვერდი რომ აევლოთ ედომის მიწისთვის,+ ხალხს სული დაექანცა.  დაიწყო ხალხმა ღვთისა+ და მოსეს წინააღმდეგ ლაპარაკი:+ „იმიტომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავიხოცოთ?+ არც პური გვაქვს და არც წყალი;+ შესძულდა ჩვენს სულს ეს საზიზღარი პური“.+  მოუვლინა იეჰოვამ ხალხს შხამიანი გველები,+ კბენდნენ ისინი ხალხს და ბევრი ისრაელი დაიხოცა.+  ბოლოს მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ,+ რადგან იეჰოვასა და შენ წინააღმდეგ ვილაპარაკეთ. გვიშუამდგომლე იეჰოვასთან, რომ მოგვაშოროს გველები“.+ მოსემაც უშუამდგომლა ხალხს.+  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გააკეთე შხამიანი გველის გამოსახულება და ბოძზე დაამაგრე. მას უნდა შეხედოს ყველამ, ვისაც გველი უკბენს, და ცოცხალი დარჩება“.+  მაშინვე გააკეთა მოსემ სპილენძის გველი+ და ბოძზე დაამაგრა.+ ვისაც გველი უკბენდა და სპილენძის გველს შეხედავდა,+ ცოცხალი რჩებოდა.+ 10  დაიძრნენ იქიდან ისრაელის ძეები და ობოთში+ დაბანაკდნენ. 11  დაიძრნენ ობოთიდან და იე-აბარიმში+ დაბანაკდნენ, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირისპირაა, მზის ამოსავლის პირისპირ. 12  დაიძრნენ იქიდან და ზერედის ხევთან+ დაბანაკდნენ. 13  იქიდანაც დაიძრნენ და არნონის მხარეში+ დაბანაკდნენ, უდაბნოში, რომელიც ამორეველთა საზღვრიდან იწყება; არნონი მოაბის საზღვარზეა, მოაბსა და ამორეველებს შორის. 14  ამიტომაც არის ნათქვამი იეჰოვას ომების წიგნში: „სუფაში ვაჰები და არნონის ხევები, 15  ხევთა შესართავი, რომელიც არისკენ+ ეშვება და მოაბის საზღვარს ებჯინება“. 16  იქიდან ბეერისკენ*+ გაემართნენ. ეს ის ჭაა, რომელზეც იეჰოვამ უთხრა მოსეს: „შეკრიბე ხალხი, და წყალს მივცემ მათ“.+ 17  იმ დროს ისრაელი მღეროდა:+„ამოსჩქეფე, ჭაო! სიმღერით უპასუხეთ, ხალხო! 18  ჭა მთავრებმა ამოიღეს, წარჩინებულებმა ამოთხარეს,მთავრის კვერთხით,+ თავიანთი კვერთხებით“. შემდეგ უდაბნოდან მათანისკენ გაემართნენ. 19  მათანიდან — ნაჰალიელისკენ, ნაჰალიელიდან — ბამოთისკენ.+ 20  ბამოთიდან — იმ ველისკენ, რომელიც მოაბის+ მხარეშია, ფისგას წვერზე,+ იეშიმონს+ რომ გადაჰყურებს. 21  გაუგზავნა ისრაელმა მაცნეები სიხონს,+ ამორეველთა მეფეს და შეუთვალა: 22  „გაგვატარე შენს ქვეყანაზე, არც ყანაში გადავუხვევთ და არც ვენახში, არც ჭიდან დავლევთ წყალს. სამეფო გზით ვივლით, სანამ შენს მიწას არ გავცდებით“.+ 23  არ გაატარა სიხონმა ისრაელი თავის მიწაზე;+ შეკრიბა მთელი თავისი ხალხი და უდაბნოში გავიდა ისრაელთან შესახვედრად. მივიდა იაჰაცში+ და შეებრძოლა ისრაელს. 24  მოკლა ის ისრაელმა მახვილით+ და დაეუფლა მის ქვეყანას+ არნონიდან+ იაბოკამდე,+ ამონის ძეების საცხოვრებლამდე. იაზერი+ ამონის ძეთა საზღვარზეა.+ 25  აიღო ისრაელმა ყველა ის ქალაქი და დასახლდა ამორეველთა+ ქალაქებში, ხეშბონსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში. 26  ხეშბონი სიხონის,+ ამორეველთა+ მეფის ქალაქი იყო. იგი ადრე მოაბის მეფეს შეებრძოლა და მთელი მიწა წაართვა არნონამდე.+ 27  ამიტომაც ამბობდნენ მოშაირეები: „ჩამოდით ხეშბონში.აშენდება სიხონის ქალაქი და მტკიცედ დაფუძნდება. 28  ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან+ და ალი — სიხონის ქალაქიდან.შთანთქა მოაბის არი,+ არნონის მაღლობთა მფლობელნი. 29  ვაი შენ, მოაბ! დაიღუპებით, ქემოშის+ ხალხო!თავის ვაჟებს ლტოლვილებად აქცევს და თავის ქალიშვილებს ტყვედ ჩააბარებს სიხონს, ამორეველთა მეფეს. 30  ვესროლოთ მათ.დაიქცევა ხეშბონი დიბონამდე,+ამოწყდებიან ქალები ნოფახამდე და კაცები — მედებამდე“.+ 31  დასახლდა ისრაელი ამორეველთა მიწაზე.+ 32  გაგზავნა მოსემ რამდენიმე მზვერავი იაზერში.+ აიღეს მისი მიმდებარე ქალაქები და განდევნეს იქ მყოფი ამორეველები.+ 33  შემდეგ შემობრუნდნენ და ბაშანის გზით წავიდნენ.+ გამოვიდა ბაშანის მეფე ოგი+ თავის ხალხთან ერთად, რომ შებრძოლებოდა მათ ედრეიში.+ 34  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „არ შეუშინდე მას,+ რადგან ხელში ჩაგიგდებ მას, მის ხალხს და მის მიწას;+ მასაც იგივე დამართე, რაც სიხონს, ხეშბონში მცხოვრებ ამორეველთა მეფეს“.+ 35  დახოცეს ის, მისი ვაჟები და მისი ხალხი; მისიანი არავინ გადარჩენილა.+ დაეუფლნენ ისინი მის ქვეყანას.+

სქოლიოები

ნიშნავს გასანადგურებელს.
ნიშნავს ჭას, ორმოს.