რიცხვები 22:1—41

22  დაიძრნენ ისრაელის ძეები და მოაბის უკაცრიელ ველზე+ დაბანაკდნენ იორდანის გადაღმა, იერიხონის პირდაპირ.  ბალაკმა,+ ციფორის ძემ, გაიგო ყველაფერი, რაც ისრაელმა ამორეველებს დამართა.  შეეშინდა მოაბს იმ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ ისინი; თავზარი დაეცა მოაბს ისრაელის ძეების შიშით.+  მოაბმა მიდიანელ+ უხუცესებს უთხრა: „ხარივით გადაგვიჭამს ეს კრებული ირგვლივ ყველაფერს“. იმ დროს ბალაკი,+ ციფორის ძე, მოაბის მეფე იყო.  მაცნეები გაუგზავნა მან ბალაამს,+ ბეორის ძეს, მდინარის* პირას+ მდებარე ფეთორში,+ მისი ხალხის ძეების ქვეყანაში, რომ მოეხმო, და შეუთვალა: „აი, გამოვიდა ეს ხალხი ეგვიპტიდან და მთელ თვალსაწიერზე დაფარა მიწა;+ ჩემ წინ დასახლდნენ ისინი.  მოდი, დამიწყევლე+ ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერები არიან. იქნებ დავამარცხო და განვდევნო ამ მიწიდან; ვინაიდან კარგად ვიცი, რომ ვისაც აკურთხებ, კურთხეულია, და ვისაც წყევლი, დაწყევლილია“.+  წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები და თან წაიღეს მკითხაობის გასამრჯელო;+ მივიდნენ ბალაამთან+ ბალაკის სიტყვების გადასაცემად.  მან უთხრა მათ: „აქ გაათიეთ ღამე. იმ სიტყვას გადმოგცემთ, რასაც იეჰოვა მეტყვის“.+ დარჩნენ მოაბის მთავრები ბალაამთან.  მივიდა ღმერთი ბალაამთან და უთხრა:+ „ვინ არიან ეს კაცები, შენთან რომ მოვიდნენ?“ 10  ბალაამმა მიუგო ჭეშმარიტ ღმერთს: „ბალაკმა,+ ციფორის ძემ, მოაბის მეფემ, კაცები გამომიგზავნა და შემომითვალა: 11  აი, გამოვიდა ეს ხალხი ეგვიპტიდან და მთელ თვალსაწიერზე დაფარა დედამიწა.+ მოდი, დამიწყევლე ისინი,+ რათა შევებრძოლო და განვდევნო“. 12  მიუგო ღმერთმა ბალაამს: „არ წაჰყვე მათ. არ დაწყევლო ისინი,+ რადგან კურთხეულები არიან“.+ 13  ადგა დილით ბალაამი და ბალაკის მთავრებს უთხრა: „წადით თქვენს ქვეყანაში, არ მიშვებს იეჰოვა“. 14  ადგნენ მოაბის მთავრები, მივიდნენ ბალაკთან და უთხრეს: „არ წამოგვყვა ბალაამი“.+ 15  ახლა სხვა მთავრები გაგზავნა ბალაკმა, წინანდელზე უფრო მეტი და უფრო პატივცემული. 16  მივიდნენ ისინიც ბალაამთან და უთხრეს: «აი რა დაგვაბარა ბალაკმა, ციფორის ძემ: „ნუ დააყოვნებ, ჩამოდი ჩემთან. 17  დიდ პატივს გცემ+ და ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი;+ ოღონდ ჩამოდი და დამიწყევლე ეს ხალხი“». 18  მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: „თავისი სახლიც რომ მომცეს ბალაკმა, ვერცხლითა და ოქროთი სავსე, მაინც ვერ გადავალ ჩემი ღვთის, იეჰოვას ბრძანებას; ვერც მცირეს გავაკეთებ და ვერც — დიდს.+ 19  თქვენც გაათიეთ ღამე ჩემთან, რათა გავიგო კიდევ რას მეტყვის იეჰოვა“.+ 20  მივიდა ღამით ღმერთი ბალაამთან და უთხრა: „თუ შენ დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და გაჰყევი, ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ისა თქვი“.+ 21  ადგა დილით ბალაამი, დაადგა ვირს უნაგირი და გაჰყვა მოაბის მთავრებს.+ 22  აენთო ღვთის რისხვა, რადგან წავიდა იგი. იეჰოვას ანგელოზი გზაზე გადაუდგა, რომ წინააღმდეგობა გაეწია მისთვის.+ ბალაამი ვირით მიდიოდა და თან ორი მსახური ახლდა. 23  დაინახა ვირმა იეჰოვას ანგელოზი, რომელიც გზაზე იდგა მახვილით ხელში,+ და გზიდან მინდვრისკენ გადაუხვია, მაგრამ ბალაამმა ცემა დაუწყო, რომ გზაზე დაებრუნებინა. 24  იდგა იეჰოვას ანგელოზი ვიწრო ბილიკზე, ვენახებს შორის, რომლის ორივე მხარესაც ქვის კედელი იყო. 25  ხედავდა ვირი იეჰოვას ანგელოზს, მიეკრა კედელს და ბალაამს ფეხი კედელზე მიუჭყლიტა; ბალაამმა კი უფრო მეტად დაუწყო ცემა. 26  ჩაიარა იეჰოვას ანგელოზმა და ვიწრო ადგილზე დადგა, საიდანაც არ იყო გადასახვევი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. 27  ვირმა იეჰოვას ანგელოზი რომ დაინახა, ჩაიკეცა ბალაამის ქვეშ. აენთო ბალაამის რისხვა+ და სცემდა ვირს თავისი ჯოხით. 28  ბოლოს გაუხსნა იეჰოვამ ვირს ბაგე+ და უთხრა ბალაამს: „ისეთი რა დაგიშავე, სამჯერ რომ მცემე?“+ 29  ბალაამმა მიუგო ვირს: „შეუბრალებლად მომექეცი. ხელში მახვილი რომ მქონდეს, მოგკლავდი!“+ 30  ვირმა ბალაამს მიუგო: „შენი ვირი არა ვარ? დღემდე გატარებ, მთელი შენი ცხოვრება. განა ასე მოგქცევივარ ოდესმე?“+ მან უპასუხა: „არა!“ 31  აუხილა იეჰოვამ ბალაამს თვალი+ და დაინახა მან იეჰოვას ანგელოზი, რომელიც გზაზე იდგა მახვილით ხელში. მაშინვე მდაბლად თაყვანი სცა მას და პირქვე დაემხო. 32  იეჰოვას ანგელოზმა უთხრა მას: „რატომ სცემე სამჯერ შენს ვირს? მე წინააღმდეგობის გასაწევად გამოვედი, რადგან შენი საქციელი ჩემს ნებას ეწინააღმდეგება.+ 33  დამინახა ვირმა და სამჯერ სცადა გადახვევა.+ რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი+ და მას ცოცხალს დავტოვებდი“. 34  ბალაამმა მიუგო იეჰოვას ანგელოზს: „შევცოდე,+ რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იდექი გზაზე ჩემ დასახვედრად. თუ შენს თვალში ცუდად მოვიქეცი, უკან დავბრუნდები“. 35  უთხრა იეჰოვას ანგელოზმა ბალაამს: „წაჰყევი ამ კაცებს,+ ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ისა თქვი“.+ გაჰყვა ბალაამი ბალაკის მთავრებს. 36  როცა გაიგო ბალაკმა, ბალაამი მოვიდაო, მაშინვე წავიდა მასთან შესახვედრად მოაბის ქალაქში, რომელიც არნონის პირასაა, ზედ საზღვარზე.+ 37  ბალაკმა უთხრა ბალაამს: „ხომ გამოგიგზავნე ხალხი დასაძახებლად?! რატომ არ მოდიოდი? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენ პატივისცემას?“+ 38  ბალაამმა მიუგო ბალაკს: „აი მოვედი შენთან. განა შევძლებ რამის თქმას?+ რასაც ღმერთი დამიდებს ბაგეზე, იმას ვიტყვი“.+ 39  გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში. 40  შესწირა ბალაკმა ცხვარ-ძროხა+ და გაუგზავნა ბალაამსა და მასთან მყოფ მთავრებს. 41  წაიყვანა დილით ბალაკმა ბალაამი და ბამოთ-ბაალში+ მიიყვანა, რათა იქიდან მთელი ხალხი დაენახა.+

სქოლიოები

ანუ ევფრატის.