რიცხვები 23:1—30
23 უთხრა ბალაამმა ბალაკს: „ამიგე ამ ადგილზე შვიდი სამსხვერპლო+ და მომიმზადე შვიდი ხარი და შვიდი ვერძი“.
2 ბალაკი მაშინვე ბალაამის ნათქვამისამებრ მოიქცა. შესწირეს ბალაკმა და ბალაამმა თითო ხარი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.+
3 უთხრა ბალაამმა ბალაკს: „დადექი შენს დასაწვავ შესაწირავთან,+ მე კი წავალ, იქნებ მოვიდეს იეჰოვა და შემხვდეს.+ რასაც მიჩვენებს, იმას გეტყვი“. ადგა და ავიდა შიშველ გორაზე.
4 მივიდა ღმერთი ბალაამთან.+ ბალაამმა უთხრა მას: „შვიდი სამსხვერპლო ავაგე ერთმანეთის გვერდიგვერდ და თითოეულ სამსხვერპლოზე თითო ხარი და თითო ვერძი შევწირე“.+
5 დაუდო იეჰოვამ ბალაამს ბაგეზე სიტყვა+ და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და ასე უთხარი“.+
6 ისიც დაბრუნდა და რას ხედავს! ის და მოაბის ყველა მთავარი მის დასაწვავ შესაწირავთან დამდგარან.
7 წარმოთქვა მან იგავი:+
„მოაბის მეფემ, ბალაკმა, არამიდან+ მომიყვანა,აღმოსავლეთის მთებიდან,მოდი, დამიწყევლეო იაკობი,მოდი, შერისხეო ისრაელი.+
8 როგორ დავწყევლო ისინი, ვინც ღმერთს არ დაუწყევლია?+როგორ შევრისხო ისინი, ვინც იეჰოვას არ შეურისხავს?+
9 ვხედავ მათ კლდის წვერიდანდა გორებიდან ვუყურებ.განმარტოებით ცხოვრობს ეს ხალხი+და ერებს შორის არ ირიცხება.+
10 ვინ დათვლის იაკობის მტვრის ნაწილაკებს+და ვინ აღრიცხავს ისრაელის მეოთხედს?მართალთა სიკვდილით მოვკვდე*+და ჩემი აღსასრული მათ აღსასრულს დაემსგავსოს“.+
11 უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ეს რა გამიკეთე?! ჩემს მტერთა დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი კურთხევა არ დააკელი“.+
12 მან მიუგო: „განა ის არ უნდა ვილაპარაკო, რასაც იეჰოვა დამიდებს ბაგეზე?“+
13 ბალაკმა სთხოვა: „კიდევ ერთ ადგილზე წამომყევი, საიდანაც დაინახავ მათ, ოღონდ ნაწილს დაინახავ,+ მთლიანად კი ვერა. იქიდან დამიწყევლე“.+
14 წაიყვანა ცოფეს ველზე, ფისგას წვერზე.+ ააგო შვიდი სამსხვერპლო და თითოეულ სამსხვერპლოზე თითო ხარი და თითო ვერძი შესწირა.+
15 უთხრა ბალაკს: „დადექი შენს დასაწვავ შესაწირავთან, მე კი წავალ და მივალ მასთან“.
16 მივიდა იეჰოვა ბალაამთან და ბაგეზე დაუდო სიტყვა:+ „დაბრუნდი ბალაკთან+ და ასე უთხარი“.
17 ისიც მივიდა მასთან და რას ხედავს! თავის დასაწვავ შესაწირავთან იდგა იგი მოაბის მთავრებთან ერთად. ბალაკმა ჰკითხა: „რა გითხრა იეჰოვამ?“
18 წარმოთქვა მან იგავი:+
„ადექი, ბალაკ! მომისმინე!ყური დამიგდე, ციფორის ძეო!+
19 ღმერთი ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას,+
არც ადამიანის ძეა, რომ ინანოს,+თქვას და არ გააკეთოს,ილაპარაკოს და არ შეასრულოს.+
20 წამიყვანეს, რომ მეკურთხებინა.მან აკურთხა+ და მე ვერ შევცვლი ამას.+
21 არ უნახავს მას იაკობის წინააღმდეგ ჯადოქრული ძალა+და არც ისრაელის გასაჭირი.იეჰოვა, მისი ღმერთია მასთან+და მეფური ყიჟინია მასში.
22 ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი ღმერთმა;+გარეული ხარის სისწრაფით მოქმედებს იგი.+
23 არც ჯადო არსებობს იაკობის წინააღმდეგ+და არც მკითხაობა ისრაელის წინააღმდეგ.+ახლა იტყვიან იაკობსა და ისრაელზე,ეს რა მოიმოქმედაო ღმერთმა!+
24 აი, ხალხი ლომივით წამოდგებადა ლომივით წამოიმართება.+არ დაწვება, სანამ მსხვერპლს არ შეჭამსდა მოკლულთა სისხლს არ დალევს“.+
25 ბალაკმა უთხრა ბალაამს: „თუ ვერ დაწყევლი, ნურც აკურთხებ“.
26 ბალაამმა მიუგო: „ხომ გითხარი, რასაც იეჰოვა მეტყვის, იმას გავაკეთებ-მეთქი?“+
27 სთხოვა ბალაკმა ბალაამს: „წამოდი, კიდევ ერთ ადგილზე წაგიყვან; იქნებ სწორი იყოს ჭეშმარიტი ღვთის თვალში, რომ იქიდან დამიწყევლო“.+
28 აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეორის წვერზე, რომელიც იეშიმონს+ გადაჰყურებს.
29 უთხრა ბალაამმა+ ბალაკს: „ამიგე ამ ადგილზე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე შვიდი ხარი და შვიდი ვერძი“.+
30 ბალაკმაც ისე გააკეთა, როგორც ბალაამმა უთხრა. შესწირა მან თითო ხარი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მოკვდეს ჩემი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.