რიცხვები 24:1—25

24  როცა ბალაამმა დაინახა, რომ სასურველი იყო იეჰოვას თვალში ისრაელის კურთხევა, წინანდებურად აღარ წავიდა+ სამისნოდ,+ არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.  როცა გაიხედა ბალაამმა და დაინახა ტომებად განლაგებული ისრაელი,+ ღვთის სული გადმოვიდა მასზე+  და წარმოთქვა იგავი:+ „ბალაამის, ბეორის ვაჟის სიტყვა,თვალახელილი კაცის სიტყვა,+   ღვთის ნათქვამის გამგონის სიტყვა,+ვისაც ხილვა ჰქონდა ყოვლისშემძლისგან,+როცა თვალგახელილი იყო დამხობილი:+   რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი კარვები, ისრაელ!+   როგორც ხევი, ისეა გადაჭიმული,+როგორც ბაღი — მდინარის პირას.+როგორც არწივის ხეები, იეჰოვას დარგული,როგორც კედრები წყლის პირას.+   მოედინება წყალი მისი ორი ჭურჭლიდან,მისი თესლი უხვ წყლებთან არის დათესილი.+მისი მეფე+ აგაგზე აღმატებული იქნება+და აღზევდება მისი სამეფო.+   ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი ღმერთმა;გარეული ხარის სისწრაფით მოქმედებს იგი.+ის შთანთქავს ხალხებს, თავის მჩაგვრელებს,+ძვლებს დაუღრღნის+ და ისრებით დალეწავს.+   ჩაიმუხლა, ლომივით დაწვა,ვინ წამოაგდებს მას?!+კურთხეულია, ვინც გაკურთხებს+ დადა დაწყევლილია, ვინც გწყევლის“.+ 10  აენთო ბალაკის რისხვა ბალაამზე, ხელი ხელს შემოჰკრა+ და უთხრა ბალაამს: „ჩემი მტრის დასაწყევლად+ მოგიყვანე, შენ კი სამივეჯერ კურთხევა არ დააკელი. 11  წადი, საიდანაც მოხვედი. ვთქვი, პატივს ვცემ-მეთქი,+ მაგრამ, აი, იეჰოვამ დაგიკავა პატივი“. 12  ბალაამმა მიუგო ბალაკს: „ხომ ვუთხარი შენ გამოგზავნილ მაცნეებს, 13  ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, ვერ გადავალ-მეთქი იეჰოვას ბრძანებას; ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს ჩემი გულით. რასაც იეჰოვა მეტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი.+ 14  წავედი ახლა ჩემს ხალხთან. მოდი გეტყვი,+ რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს ბოლო დღეებში“.+ 15  წარმოთქვა მან იგავი:+ „ბალაამის, ბეორის ვაჟის სიტყვა,თვალახელილი კაცის სიტყვა,+ 16  ღვთის ნათქვამის გამგონის სიტყვა,+ვისაც უზენაესის ცოდნა აქვს.ვისაც ხილვა ჰქონდა ყოვლისშემძლისგან,+როცა თვალგახელილი იყო დამხობილი:+ 17  დავინახავ მას,+ მაგრამ არა ახლა;ვიხილავ მას, მაგრამ არა ახლოს.ვარსკვლავი+ ამოვა იაკობიდანდა კვერთხი აღიმართება ისრაელიდან.+საფეთქლებს დაულეწავს მოაბს+და თავის ქალას — გაპარტახების ძეებს. 18  საკუთრება გახდება ედომი,+მტრის საკუთრება+ — სეირი,+ისრაელი კი სიმამაცეს გამოავლენს. 19  იაკობიდან გამოვა ხალხის დამმორჩილებელი;+ის გაანადგურებს ქალაქში გადარჩენილებს“.+ 20  როცა ამალეკი დაინახა, კიდევ ერთი იგავი წარმოთქვა:+ „ამალეკი პირველი იყო ერებს შორის,+მაგრამ მისი ბოლო დაღუპვა იქნება“.+ 21  როცა კენიელები+ დაინახა, კიდევ წარმოთქვა იგავი: „გამძლეა შენი საცხოვრებელი და კლდეზეა შენი სამყოფელი. 22  მაგრამ გადაწვავენ კაინს*.+რამდენი ხანი დაგრჩა ასურეთის ტყვეობაში ჩავარდნამდე?“+ 23  კიდევ წარმოთქვა იგავი:„ვაი! ვინ გადარჩება, როცა ღმერთი მოახდენს ამას?!+ 24  გემები წამოვლენ ქითიმის+ სანაპიროდანდა შეავიწროებენ ასურეთს,+შეავიწროებენ ებერს,მაგრამ თავადაც დაიღუპება“. 25  ამის შემდეგ ადგა ბალაამი, წავიდა და უკან დაბრუნდა.+ ბალაკიც თავის გზას დაადგა.

სქოლიოები

ანუ კენიელთა ტომს.