რიცხვები 25:1—18
25 ცხოვრობდა ისრაელი შიტიმში.+ დაიწყო ხალხმა გარყვნილების ჩადენა მოაბის ასულებთან.+
2 თავიანთი ღმერთების შესაწირავებზე იწვევდნენ ქალები ხალხს;+ ხალხიც ჭამდა და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს.+
3 მიეწება ისრაელი ფეორის ბაალს+ და აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე.+
4 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „მოიყვანე ხალხის ყველა თავკაცი და მზის გულზე ჩამოკიდე იეჰოვას წინაშე,+ რომ გადავიდეს იეჰოვას რისხვა ისრაელისგან“.
5 უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს:+ „დახოცეთ+ თქვენ-თქვენი კაცები, ვინც ფეორის ბაალს მიეწება!“
6 და, აი, მოვიდა ერთი+ ისრაელის ძე და მოიყვანა მიდიანელი ქალი+ თავის ძმებთან, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი კრებულის თვალწინ, როცა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან ტიროდნენ.
7 ამის დანახვაზე აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის ვაჟი, ფინხასი+ მაშინვე წამოდგა კრებულიდან და შუბს დაავლო ხელი.
8 გაეკიდა ისრაელ კაცს, შეჰყვა გახსნილ კარავში და ორივეს, ისრაელ კაცსაც და იმ ქალსაც, მუცელში გაუყარა შუბი. შეწყდა უბედურება ისრაელის ძეებში.+
9 ოცდაოთხი ათასი კაცი მოკვდა ამ უბედურების გამო.+
10 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:
11 «ფინხასმა,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის ვაჟმა დააცხრო ჩემი რისხვა+ ისრაელის ძეებზე, რადგან არ შეიწყნარა ჩემდამი მეტოქეობა,+ და მეც აღარ შევმუსრე ისრაელის ძეები, ვინაიდან განსაკუთრებულ ერთგულებას ვითხოვ.+
12 ამიტომ უთხარი მას: „მშვიდობის შეთანხმებას ვაძლევ მას.
13 ეს იქნება მღვდლობის შეთანხმება სამარადისოდ მისთვის და მისი შთამომავლობისთვის,+ რადგან არ შეიწყნარა მეტოქეობა თავისი ღვთისადმი+ და ისრაელის ძეებისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულა“».+
14 მიდიანელ ქალთან ერთად მოკლულ ისრაელ კაცს ზიმრი ერქვა. ის სიმონელთა საგვარეულოს მთავრის,+ სალუს ვაჟი იყო.
15 მოკლულ მიდიანელ ქალს ერქვა ქოზბი. ის მიდიანელთა+ საგვარეულო შტოთა თავკაცის, ცურის+ ასული იყო.
16 კიდევ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:
17 „შეავიწროეთ მიდიანელები და შეუტიეთ მათ,+
18 რადგან ისინი თქვენ გავიწროებდნენ ცბიერებით,+ როცა გაცდუნეს ფეორისა+ და მიდიანელი მთავრის ასულის, ქოზბის+ საქმეებით, თავიანთი დის საქმეებით, რომელიც იმ დღეს მოკლეს,+ როცა უბედურება დატრიალდა ფეორის+ საქმეების გამო“.