რიცხვები 27:1—23
27 მოვიდნენ ცელოფხადის ასულები.+ ცელოფხადი იყო იოსების ვაჟის, მენაშეს საგვარეულოდან, მენაშეს ვაჟის,+ მაქირის ვაჟის, გალაადის ვაჟის, ხეფერის ვაჟი. მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა.+
2 დადგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდლის,+ თავკაცებისა და მთელი კრებულის წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან და თქვეს:
3 „მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა,+ თუმცა არ ყოფილა იმ კრებულში, რომელიც იეჰოვას წინააღმდეგ დაირაზმა, კორახის კრებულში;+ ის თავისი ცოდვის გამო მოკვდა,+ ვაჟი არ ჰყოლია.
4 რატომ უნდა დაიკარგოს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა?+ მოგვეცით მამაჩვენის ძმებს შორის ის, რაც გვეკუთვნის“.+
5 წარუდგინა მოსემ მათი საქმე იეჰოვას.+
6 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
7 «მართალს ამბობენ ცელოფხადის ასულები. უნდა მისცე მათ კუთვნილი მემკვიდრეობა მათი მამის ძმებს შორის, გადაეცი მათი მამის მემკვიდრეობა.+
8 უთხარი ისრაელის ძეებს: „თუ კაცი ისე მოკვდება, რომ ვაჟი არ ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მის ასულს გადაეცით.
9 თუ არც ასული ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მის ძმებს გადაეცით.
10 თუ არც ძმები ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მამამისის ძმებს გადაეცით.
11 თუ მამამისსაც არ ეყოლება ძმები, მაშინ მემკვიდრეობა მისი საგვარეულოდან უახლოეს სისხლით ნათესავს+ გადაეცით, ის დაეუფლოს მას. ეს არის სამართლით დადგენილი წესი ისრაელის ძეებისთვის, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“».
12 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ადი აბარიმის+ მთაზე და დაინახავ მიწას, რომელსაც ისრაელის ძეებს მივცემ.+
13 დაინახავ და შენს ხალხს შეუერთდები,+ როგორც შენი ძმა აარონი შეუერთდა,+
14 რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა დავობდა კრებული,+ და არ განმწმინდეთ+ იმ წყლით მათ თვალწინ. ის არის მერიბას+ წყალი კადეშში,+ ცინის უდაბნოში“.+
15 უთხრა მოსემ იეჰოვას:
16 „დაუნიშნოს იეჰოვამ, ყოველი ხორციელის+ სულთა ღმერთმა,+ კრებულს კაცი,+
17 რომელიც გაუძღვება და შემოუძღვება მათ, გაიყვანს და შემოიყვანს,+ რათა იეჰოვას კრებული უმწყემსო ცხვარს არ დაემსგავსოს“.+
18 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „წაიყვანე იესო, ნავეს ძე, კაცი, რომელშიც სულია,+ დაადე მას ხელი,+
19 დააყენე ელეაზარ მღვდლისა და მთელი კრებულის წინაშე და მათ თვალწინ დააკისრე ხელმძღვანელობა.+
20 უწილადე შენი დიდება,+ რათა ისრაელის ძეთა მთელმა კრებულმა მას მოუსმინოს.+
21 ელეაზარ მღვდლის წინაშე უნდა დადგეს და ის გამოჰკითხავს+ იეჰოვას მისთვის ურიმის*+ სამართლით. მისი ბრძანებით გავლენ და მისივე ბრძანებით შემოვლენ ის, მთელი ისრაელის ძეები და მთელი კრებული“.
22 ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა. წაიყვანა მან იესო ნავეს ძე, დააყენა ელეაზარ+ მღვდლისა და მთელი კრებულის წინაშე,
23 ხელები დაადო და დააკისრა ვალდებულება,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+