რიცხვები 28:1—31

28  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: იზრუნეთ, რომ თავის დროზე+ მომიტანოთ ჩემი შესაწირავი, ჩემი პური,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავისთვის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება.+  უთხარი მათ: აი რა უნდა მიუტანოთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად: თითო წლის ორი საღი მამალი თოხლი ყოველდღე, როგორც მუდმივად დასაწვავი შესაწირავი.+  დილით ერთი მამალი თოხლი შესწირე და ორ საღამოს შორის*+ — მეორე მამალი თოხლი  ზეთისხილისგან გამოწურულ მეოთხედ ჰინ ზეთში+ მოზელილ მეათედ ეფა+ წმინდად დაფქულ ფქვილთან ერთად, როგორც მარცვლეული+ შესაწირავი;  შესწირე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი,+ რომელსაც სინას მთასთან სწირავდნენ, როგორც დამამშვიდებელი სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის,+  მის დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად, თითო მამალ თოხლზე მეოთხედი ჰინი.+ დასაღვრელი შესაწირავი, მათრობელი სასმელი+ წმინდა ადგილზე დაღვარე იეჰოვასთვის.  მეორე მამალი თოხლი ორ საღამოს შორის შესწირე და როგორც დილით, ისევე შესწირე მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამაშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+  შესწირე შაბათს+ ორი საღი, თითო წლის მამალი თოხლი, მარცვლეული შესაწირავი და ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად, 10  როგორც შაბათის დასაწვავი შესაწირავი მუდმივ დასაწვავ შესაწირავთან+ და მის დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად. 11  იეჰოვას ყოველი თვის დასაწყისში დასაწვავ შესაწირავად შესწირეთ ორი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი საღი მამალი თოხლი, თითო წლისა,+ 12  თითოეულ მოზვერთან ერთად ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად+ და ვერძთან+ ერთად ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად, 13  თითოეულ მამალ თოხლთან ერთად ზეთში მოზელილი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად, როგორც დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 14  მოზვერთან ერთად ნახევარი+ ჰინი ღვინო შესწირე დასაღვრელ შესაწირავად, ვერძთან ერთად — მესამედი+ ჰინი, და მამალ თოხლთან ერთად — მეოთხედი+ ჰინი. ეს არის ყოველთვიური დასაწვავი შესაწირავი წლის ყოველი თვისთვის.+ 15  მუდმივი დასაწვავი და მისი დასაღვრელი შესაწირავის+ გარდა იეჰოვას შესწირეთ ერთი თიკანი+ ცოდვის შესაწირავად. 16  პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს იქნება იეჰოვას პასექი,+ 17  იმავე თვის მეთხუთმეტე დღეს კი — დღესასწაული. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.+ 18  პირველ დღეს წმინდა შეკრება+ იქნება; არ იმუშაოთ.+ 19  შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად+ ორი მოზვერი, ერთი ვერძი და თითო წლის შვიდი მამალი თოხლი.+ თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს.+ 20  მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად+ მიიტანეთ ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი და ვერძთან ერთად — ორი მეათედი+ ეფა; 21  შვიდივე მამალ თოხლთან ერთად მეათედი ეფა+ შესწირე; 22  ერთი თხა ცოდვის შესაწირავად შესწირე, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+ 23  ესენი შესწირეთ დილის დასაწვავი შესაწირავის გარდა, რაც მუდმივი+ დასაწვავი შესაწირავია.+ 24  შესწირეთ ეს შვიდ დღეს, როგორც პური,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის;+ შესწირეთ მუდმივ დასაწვავ შესაწირავთან და მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად. 25  მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება+ გამართეთ. არ იმუშაოთ.+ 26  პირველი ნაყოფის+ დღეს, როცა ახალ მარცვლეულ შესაწირავს მიუტანთ იეჰოვას, შვიდი კვირის დღესასწაულზე+ წმინდა შეკრება უნდა გამართოთ. არ იმუშაოთ.+ 27  შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი დამამშვიდებელ სურნელებად: ორი მოზვერი, ერთი ვერძი და თითო წლის შვიდი მამალი თოხლი.+ 28  თითოეულ მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად მიიტანეთ ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, ვერძთან ერთად — ორი მეათედი ეფა,+ 29  და შვიდივე მამალ თოხლთან ერთად — მეათედი ეფა;+ 30  ერთი თიკანი თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+ 31  ესენი შესწირეთ დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად მუდმივი დასაწვავი შესაწირავისა და მარცვლეული შესაწირავის გარდა.+ თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს“.+

სქოლიოები

იხილეთ გმ. 12:6-ის სქოლიო.