რიცხვები 3:1—51

3  ესენი იყვნენ აარონისა და მოსეს შთამომავლები იმ დროს, როცა იეჰოვა ელაპარაკა მოსეს სინას მთაზე.+  აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი — პირმშო, აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+  ესენი იყვნენ აარონის ვაჟები, დანიშნული მღვდლები, რომლებსაც ხელი ძალაუფლებით ჰქონდათ ავსებული მღვდლებად მსახურებისთვის.+  მაგრამ ნადაბი და აბიჰუ იეჰოვას წინაშე დაიხოცნენ, როცა უკანონო ცეცხლი+ მიიტანეს იეჰოვას წინაშე სინას უდაბნოში; მათ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელეაზარმა+ და ითამარმა+ კი თავიანთ მამასთან, აარონთან ერთად განაგრძეს მღვდლებად მსახურება.  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „მოიყვანე ლევის ტომი,+ აარონ მღვდლის წინაშე დააყენე და მას მოემსახურონ.+  შეასრულონ თავიანთი ვალდებულება მის წინაშე და მთელი კრებულის წინაშე შეხვედრის კარვის წინ — გასწიონ კარვის სამსახური.  იზრუნონ შეხვედრის კარვის მთელ მოწყობილობაზე+ და შეასრულონ ისრაელის ძეთა ვალდებულება — გასწიონ კარვის სამსახური.+  ლევიანები აარონსა და მის ვაჟებს გადაეცი. ისრაელის ძეთაგან ისინი არიან მისთვის გადაცემულნი*.+ 10  დანიშნე აარონი და მისი ვაჟები და ისინი გასწევენ მღვდლობას.+ უცხო თუ მივა ახლოს, უნდა მოკვდეს“.+ 11  კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 12  „აი, ისრაელის ძეთაგან ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან საშვილოსნოს გამღები ყოველი პირმშოს+ ნაცვლად. ჩემები იქნებიან ლევიანები. 13  ჩემია ყველა პირმშო.+ იმ დღეს, როცა ყველა პირმშო დავხოცე ეგვიპტის მიწაზე,+ მაშინ განვწმინდე ჩემთვის ისრაელის ყველა პირმშო, კაცისაც და ცხოველისაც.+ ისინი ჩემები იქნებიან. მე ვარ იეჰოვა“. 14  კვლავ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინას უდაბნოში:+ 15  „აღრიცხე ლევის ვაჟები ყველა თავისი საგვარეულო შტოს მიხედვით. აღრიცხე ყოველი მამრი ერთი თვიდან მოყოლებული“.+ 16  აღრიცხა მოსემ ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც მან უბრძანა. 17  ესენი იყვნენ ლევის ვაჟები:+ გერშონი, კეჰათი და მერარი.+ 18  გერშონის ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: ლიბნი და შიმეი.+ 19  კეჰათის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: ამრამი, იცჰარი,+ ხებრონი და უზიელი. 20  მერარის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: მახლი+ და მუში.+ ესენი იყვნენ ლევიანთა საგვარეულოები, ყველა თავისი შტოს მიხედვით. 21  გერშონიდან მოდის ლიბნელთა+ და შიმელთა+ საგვარეულოები. ესენი იყვნენ გერშონელთა საგვარეულოები. 22  აღირიცხა ყოველი მამრი ერთი თვიდან მოყოლებული.+ აღირიცხა შვიდი ათას ხუთასი კაცი.+ 23  გერშონელთა საგვარეულოები კარვის უკან+ დასავლეთით იყვნენ დაბანაკებულები. 24  გერშონელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიასაფი, ლაელის ვაჟი. 25  გერშონის ძეებს ებარათ+ კარავი შეხვედრის კარავში+ თავისი გადასაფარებლით+ და შეხვედრის კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ 26  ეზოს ფარდები+ და ეზოს შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ რაც გარს ერტყმის კარავსა და სამსხვერპლოს, და კარვის თოკები+ მასში მსახურების შესასრულებლად. 27  კეჰათისგან მოდის ამრამელთა, იცჰარელთა, ხებრონელთა და უზიელელთა საგვარეულოები. ესენი იყვნენ კეჰათელთა საგვარეულოები.+ 28  ყველა მამრი ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა ათას ექვსასი*; ისინი თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ წმინდა ადგილზე.+ 29  კეჰათის ძეთა საგვარეულოები კარვის სამხრეთით იყვნენ დაბანაკებულები.+ 30  კეჰათელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიცაფანი, უზიელის ვაჟი.+ 31  მათ ჩაბარებული+ ჰქონდათ კიდობანი,+ მაგიდა,+ სალამპრე,+ სამსხვერპლოები+ და წმინდა ადგილის მოწყობილობა,+ რასაც მსახურებისთვის იყენებდნენ, და ჩამოსაფარებელი+ — ყველაფერი, რაც მსახურების შესასრულებლად იყო საჭირო. 32  ლევიანთა თავკაცთა თავკაცი ელეაზარი+ იყო, აარონ მღვდლის ვაჟი, რომელიც მეთვალყურეობდა წმინდა ადგილზე თავიანთი ვალდებულების შემსრულებლებს. 33  მერარიდან მოდის მახლელთა+ და მუშელთა+ საგვარეულოები; ესენი იყვნენ მერარის+ საგვარეულოები. 34  აღირიცხა ყოველი მამრი ერთი თვიდან მოყოლებული; მათი რიცხვი იყო ექვსი ათას ორასი.+ 35  მერარის საგვარეულოს თავკაცი იყო ცურიელი, აბიხაილის ვაჟი. ისინი კარვის ჩრდილოეთით იყვნენ დაბანაკებულები.+ 36  მერარის ძეებს ჩაბარებული ჰქონდათ კარვის ჩარჩოები,+ ბოძები,+ სვეტები,+ საყრდენები და მთელი მისი მოწყობილობა+ — ყველაფერი, რაც მსახურების შესასრულებლად იყო საჭირო,+ 37  სვეტები+ ეზოს გარშემო, საყრდენები,+ კარვის პალოები და კარვის თოკები. 38  კარვის წინ, აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ამოდის, დაბანაკებულები იყვნენ მოსე, აარონი და მისი ვაჟები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ საწმინდარში,+ ისრაელის ძეების ვალდებულებას. უცხო თუ მივიდოდა ახლოს, უნდა მომკვდარიყო.+ 39  ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც მოსემ და აარონმა იეჰოვას ბრძანებით აღრიცხეს მათი საგვარეულოების მიხედვით, ყველა მამრი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ ოცდაორი ათასი იყო. 40  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აღრიცხე ისრაელის ძეთა ყველა პირმშო, ერთი თვიდან მოყოლებული,+ აღრიცხე ისინი მათი სახელების მიხედვით. 41  გამომიყავი ლევიანები — მე ვარ იეჰოვა — ისრაელის ძეების ყველა პირმშოს სანაცვლოდ+ და ლევიანთა შინაური ცხოველები ისრაელის ძეთა შინაური ცხოველების პირველმოგებულთა სანაცვლოდ“.+ 42  ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა, აღრიცხა ისრაელის ძეთა ყველა პირმშო. 43  ყველა მამრი პირმშო ერთი თვიდან მოყოლებული, რომლებიც აღირიცხნენ თავიანთი სახელების მიხედვით, სულ ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი იყო. 44  კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 45  „გამოყავი ლევიანები ისრაელის ძეების ყოველი პირმშოს სანაცვლოდ და ლევიანთა შინაური ცხოველები მათი შინაური ცხოველების სანაცვლოდ. ჩემები იქნებიან ლევიანები.+ მე ვარ იეჰოვა. 46  ისრაელის ძეების ორას სამოცდაცამეტი პირმშოს გამოსასყიდად,+ რომელთა რიცხვიც ლევიანთა რიცხვს აღემატება,+ 47  თითოეულზე აიღე ხუთი შეკელი+ წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. ერთი შეკელი ოცი გერაა.+ 48  რასაც აიღებ, აარონსა და მის ვაჟებს მიეცი იმათ გამოსასყიდად, რომლებიც ჭარბობენ“. 49  აიღო მოსემ გამოსასყიდი მათგან, ვინც ლევიანთა გამოსასყიდს აღემატებოდა. 50  ისრაელის ძეების პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. 51  მოსემ გამოსასყიდი აარონსა და მის ვაჟებს მისცა იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.

სქოლიოები

ებრაულად ნეთუნიმ, უკავშირდება ნეთინიმებს (იხილეთ ეზრ. 2:43).
მასორული ტექსტის, სამარიული ხუთწიგნეულის, სირიული თარგმანისა და ვულგატის მიხედვით — ექვსასი; სეპტუაგინტის ზოგიერთი მანუსკრიპტის მიხედვით — სამასი. თუ ამას მივუმატებთ 22-ე და 34-ე მუხლებში მოცემულ რიცხვებს, მივიღებთ 39-ე მუხლში მოცემულ ჯამს — 22 000-ს.