რიცხვები 30:1—16

30  ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეების ტომთა თავკაცებს:+ „ეს არის სიტყვა, რომელიც იეჰოვამ ბრძანა:  თუ კაცი აღთქმას+ მისცემს იეჰოვას ან დაიფიცებს+ და რაიმეს აუკრძალავს+ თავის სულს, თავის სიტყვას არ უნდა გადავიდეს;+ რაც მისი პირიდან გამოვა, ის უნდა გააკეთოს.+  თუ ქალი ახალგაზრდობაში, თავისი მამის სახლში, აღთქმას მისცემს იეჰოვას+ ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს,  გაიგებს მამამისი მის აღთქმას ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს, და არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს თავისი აღთქმები და ყველაფერი, რაც თავის სულს აუკრძალა.+  მაგრამ თუ მამამისი გაიგებს მის აღთქმებს ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს, და დაუშლის, ნუღარ შეასრულებს მათ; იეჰოვა აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.+  თუ მას ქმარი ჰყავს და აღთქმა აქვს დადებული+ ან ბაგეებით დაუფიქრებლად წარმოთქმული დაპირებით რაიმეს დააკისრებს თავის სულს,  გაიგებს მისი ქმარი და არაფერს ეტყვის იმ დღეს, როცა გაიგებს, უნდა შეასრულოს თავისი აღთქმები და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს.+  თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის,+ ის გაუუქმებს მას აღთქმას ან ბაგეებით დაუფიქრებლად წარმოთქმულ დაპირებას, რითაც რაიმე დააკისრა თავის სულს, და იეჰოვა აპატიებს მას.+  თუ ქვრივი ან ქმარს გაცილებული ქალი აღთქმას დადებს, ყველაფერი, რაც თავის სულს დააკისრა, უნდა შეასრულოს. 10  თუ ქალმა ქმრის სახლში დადო აღთქმა ან დაიფიცა და რაიმე აუკრძალა+ თავის სულს, 11  მისი ქმარი კი გაიგებს ამას, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შეასრულოს თავისი აღთქმები და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს. 12  მაგრამ თუ მისი ქმარი გაიგებს და გაუუქმებს მას ბაგეებით წარმოთქმულ აღთქმებს ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს, ნუღარ შეასრულებს მათ.+ ქმარმა გაუუქმა და იეჰოვა აპატიებს მას.+ 13  ნებისმიერ აღთქმას ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის თავს დასამდაბლებლად,+ მისი ქმარი ან დაეთანხმება ან გაუუქმებს. 14  მაგრამ თუ გადის დღეები და მისი ქმარი არაფერს ამბობს, ის ეთანხმება მის აღთქმებს და ყველაფერს, რაც დაიფიცა და თავის თავს დააკისრა.+ ის ეთანხმება, რადგან იმ დღეს, როცა გაიგო, არაფერი უთხრა. 15  თუ გაიგებს და რაღაც დროის შემდეგ გაუუქმებს, მასზე იქნება მისი დანაშაული.+ 16  ეს არის წესები, რომელთა შესრულებაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, ქმრისთვის და ცოლისთვის,+ მამისთვის და ასულისთვის მის ახალგაზრდობაში, მამამისის სახლში“.+

სქოლიოები