რიცხვები 31:1—54

31  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „შური იძიე+ მიდიანელებზე+ ისრაელის ძეების გამო, შემდეგ კი შენს ხალხს შეუერთდები“.+  ელაპარაკა მოსე ხალხს: „სალაშქროდ აღჭურვეთ ხალხი, რათა იეჰოვას შური იძიონ მიდიანზე.+  ისრაელის ყოველი ტომიდან ათას-ათასი კაცი გაუშვით ლაშქარში“.  ისრაელის ყოველი ტომიდან ათასი+ კაცი იყო განწესებული; თორმეტი ათასი კაცი აღიჭურვა სალაშქროდ.+  გაგზავნა ისინი მოსემ ლაშქარში, ყოველი ტომიდან ათასი კაცი, და მათთან ერთად ფინხასი,+ ელეაზარ მღვდლის ვაჟი. მას ხელში წმინდა ჭურჭელი და საყვირები+ ეჭირა.  შეებრძოლნენ მიდიანს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, და ამოხოცეს კაცები.+  სხვებთან ერთად დახოცეს მიდიანის მეფეებიც: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება — მიდიანის+ ხუთი მეფე; მახვილით მოკლეს ბალაამიც,+ ბეორის ძე.  ისრაელის ძეებმა ტყვედ წაასხეს მიდიანელი ქალები და ბავშვები,+ წაასხეს მთელი მათი პირუტყვიც, ცხვარ-ძროხა და დაიტაცეს მათი ქონება. 10  გადაუწვეს მათ საცხოვრებელი ქალაქები და გალავნიანი ბანაკები.+ 11  წაიღეს მთელი ნაძარცვი+ და წაასხეს ხალხი და პირუტყვი. 12  მიუყვანეს ტყვეები მოსეს, ელეაზარ მღვდელსა და ისრაელის ძეების კრებულს იერიხონთან, იორდანესთან, მოაბის უკაცრიელ ველზე+ გაშლილ ბანაკში, და მიუტანეს მთელი დატაცებული ნადავლი. 13  გამოვიდნენ ბანაკიდან მოსე, ელეაზარ მღვდელი და კრებულის თავკაცები მათთან შესახვედრად. 14  განურისხდა მოსე ლაშქრის+ ათასისთავებსა და ასისთავებს, რომლებსაც ლაშქარი ებარათ, და ლაშქრობიდან ბრუნდებოდნენ. 15  უთხრა მათ მოსემ: „ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?!+ 16  მათ ბალაამის სიტყვისამებრ ისრაელის ძეებს იეჰოვასადმი ორგულობისკენ+ უბიძგეს ფეორის+ საქმეებით, რის გამოც უბედურება დაატყდა თავს იეჰოვას კრებულს.+ 17  დახოცეთ ყველა ბიჭი და ყველა ის ქალი, ვინც კაცთან წოლილა.+ 18  ცოცხლად დაიტოვეთ ყველა გოგო, რომელიც არ წოლილა კაცთან.+ 19  თქვენ კი ბანაკის გარეთ გაჩერდით შვიდ დღეს. ვინც კაცი* მოკლა+ ან მოკლულს შეეხო,+ ყველანი განიწმინდეთ+ მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც. 20  ყოველი ტანსაცმელი, ტყავის ნივთი, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის დამზადებული, და ხის ყოველი ნივთი განწმინდეთ ცოდვისგან“.+ 21  ელეაზარ მღვდელმა ბრძოლიდან დაბრუნებულ მოლაშქრეებს უთხრა: „ეს არის წესი და კანონი, რომლის შესრულებაც იეჰოვამ მოსეს უბრძანა: 22  მხოლოდ ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია, 23  ყველაფერი, რასაც ცეცხლში ამუშავებენ,+ ცეცხლში უნდა გაატაროთ, და გასუფთავდება, ოღონდ ის განმწმენდი წყლითაც უნდა განიწმინდოს.+ რასაც ცეცხლში არ ამუშავებენ, წყალში უნდა გაატაროთ.+ 24  გაირეცხეთ ტანსაცმელი მეშვიდე დღეს და განიწმინდებით, და შემდეგ შეძლებთ ბანაკში შესვლას“.+ 25  უთხრა იეჰოვამ მოსეს: 26  „შენ, ელეაზარ მღვდელმა და კრებულის მამების თავკაცებმა აღრიცხეთ ნადავლი, ტყვეები და წამოყვანილი პირუტყვი. 27  ნადავლი ორად გაყავი. ერთი ნაწილი მათ მიეცი, ვინც სალაშქროდ იყო წასული, მეორე კი — დანარჩენ კრებულს.+ 28  აიღე იეჰოვას წილი+ სალაშქროდ წასული მეომრებისგან, ყოველი მეხუთასე სული — ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან და ვირებიდან. 29  ის მათი ნახევრიდან აიღეთ და ელეაზარ მღვდელს მიეცით, როგორც იეჰოვას შესაწირავი.+ 30  ისრაელის ძეების ნახევრიდან აიყვანე ყოველი ორმოცდამეათე სული ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან, ვირებიდან და ყოველი პირუტყვიდან; გადაეცით ისინი ლევიანებს,+ რომლებიც იეჰოვას კარავში მსახურების მოვალეობას ასრულებენ“.+ 31  ისე გააკეთეს მოსემ და ელეაზარმა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 32  დაიტაცეს მოლაშქრეებმა ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი სული ცხვარი, 33  სამოცდათორმეტი ათასი სული საქონელი, 34  სამოცდაერთი ათასი სული ვირი; 35  ტყვედ წამოყვანილი გოგოები კი, რომლებიც კაცთან არ წოლილან,+ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული.+ 36  მოლაშქრეების ნახევარი წილი იყო სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი სული ცხვარი. 37  იმ ცხვრიდან იეჰოვას წილი+ იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი სული. 38  საქონელი იყო ოცდათექვსმეტი ათასი სული და მათგან იეჰოვას წილი იყო სამოცდათორმეტი სული. 39  ვირი იყო ოცდაათი ათას ხუთასი სული და მათგან იეჰოვას წილი — სამოცდაერთი სული. 40  ადამიანები იყვნენ თექვსმეტი ათასი და მათგან იეჰოვას წილი იყო ოცდათორმეტი სული. 41  მისცა მოსემ წილი ელეაზარ მღვდელს,+ როგორც იეჰოვას შესაწირავი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 42  გამოაცალკევა მოსემ მოლაშქრეთა წილიდან ისრაელის ძეების კუთვნილი ნახევარი: 43  ცხვრიდან კრებულის კუთვნილი ნახევარი — სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი, 44  საქონელი — ოცდათექვსმეტი ათასი, 45  ვირი — ოცდაათი ათას ხუთასი, 46  ადამიანი — თექვსმეტი ათასი სული. 47  ისრაელის ძეების კუთვნილი ნახევრიდან მოსემ აიყვანა ყოველი ორმოცდამეათე, როგორც ხალხიდან, ისე პირუტყვიდან, და გადასცა ლევიანებს,+ იეჰოვას კარავში მსახურების მოვალეობის შემსრულებლებს,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 48  მივიდნენ მოსესთან ათასისთავები და ასისთავები,+ რომელთაც ლაშქრის დანაყოფები ებარათ,+ 49  და უთხრეს მოსეს: „აღრიცხეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც გვებარა, და არავინ აკლია.+ 50  მოდი, ყველამ მოვიტანოთ, ვინც რა იპოვა იეჰოვასთვის შესაწირავად,+ ოქროს ნივთები, საკოჭე ძეწკვები, სამაჯურები, ბეჭდები,+ საყურეები, ქალის სამკაულები+ და შევასრულოთ გამოსყიდვის წესი ჩვენი სულებისთვის იეჰოვას წინაშე“. 51  აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქრო+ და სამკაულები. 52  მათ მიერ იეჰოვასთვის შეწირული ოქრო თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო. ის ათასისთავებმა და ასისთავებმა მოიტანეს. 53  ყველა მოლაშქრეს ჰქონდა წამოღებული თავისთვის ნადავლი.+ 54  გამოართვეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქრო ათასისთავებსა და ასისთავებს და შეხვედრის კარავში შეიტანეს ისრაელის ძეებისთვის იეჰოვას წინაშე, სამახსოვროდ.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.