რიცხვები 32:1—42
32 რეუბენისა+ და გადის ვაჟებს+ უამრავი, დიდძალი საქონელი ჰყავდათ. დაინახეს იაზერისა+ და გალაადის მიწები და, აი, საქონლისთვის ყოფილა ის ადგილები.
2 მივიდნენ გადისა და რეუბენის ძეები მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და კრებულის თავკაცებთან და უთხრეს:
3 „ატაროთი,+ დიბონი,+ იაზერი, ნიმრა,+ ხეშბონი,+ ელალე,+ სებამი, ნებო+ და ბეონი+ —
4 მიწები, რომელიც იეჰოვამ ისრაელის კრებულის წინაშე დაამარცხა,+ საძოვრებია, შენს მსახურებს კი საქონელი ჰყავთ“.+
5 შემდეგ უთხრეს: „თუ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში, მიეცი ეს მიწა შენს მსახურებს საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანის გაღმა“.+
6 მიუგო მოსემ გადისა და რეუბენის ვაჟებს: «თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ დარჩებით?+
7 რატომ უცრუებთ გულს ისრაელის ძეებს იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელსაც იეჰოვა მისცემს მათ?
8 ასე მოიქცნენ თქვენი მამებიც,+ როცა კადეშ-ბარნეადან+ მიწის სანახავად გავგზავნე.
9 ავიდნენ ეშქოლის ხევამდე,+ დაინახეს ის მიწა და გული აუცრუეს ისრაელის ძეებს, რომ არ შესულიყვნენ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა აძლევდა მათ.+
10 აენთო იმ დღეს იეჰოვას რისხვა და დაიფიცა:+
11 „ეგვიპტიდან გამოსული ვერც ერთი მამაკაცი, ოცი წლიდან მოყოლებული,+ ვერ იხილავს მიწას, რომლის მიცემაც აბრაამს, ისაკსა და იაკობს+ დავუფიცე, რადგან ბოლომდე არ მომყვნენ,
12 კენიზელ ქალებ+ იეფუნეს ძისა და იესო+ ნავეს ძის გარდა, რადგან ისინი ბოლომდე მიჰყვნენ იეჰოვას“.
13 აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე და ორმოც წელიწადს ახეტიალა ისინი უდაბნოში,+ სანამ არ ამოწყდა მთელი ის თაობა, რომელიც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+
14 ახლა კი თქვენ დადექით თქვენი მამების ადგილზე, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რომ კიდევ უფრო აანთოთ იეჰოვას რისხვა+ ისრაელზე!
15 თუ ზურგს შეაქცევთ მას,+ ის კიდევ მეტ ხანს დატოვებს მათ უდაბნოში+ და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს».+
16 კიდევ მივიდნენ მასთან და უთხრეს: „აგვაშენებინე ქვისგან ფარეხები ჩვენი ფარისთვის და ქალაქები — ჩვენი ბავშვებისთვის.
17 ჩვენ კი აღვიჭურვებით,+ დავირაზმებით და წავუძღვებით ისრაელის ძეებს, სანამ თავიანთ ადგილზე არ მივიყვანთ; ჩვენი ბავშვები კი დარჩნენ ამ გამაგრებულ ქალაქებში იმ მიწის მოსახლეობისგან შორს.
18 არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, სანამ ისრაელის ძეებს საკუთარი მიწა არ ექნებათ, თითოეულს თავისი სამკვიდრო.+
19 არ დავმკვიდრდებით მათთან ერთად იორდანის გაღმა და იმის იქით, რადგან ჩვენი სამკვიდრო იორდანის გამოღმაა, მზის ამოსავლის მხარეს“.+
20 უთხრა მოსემ მათ: „თუ ასე მოიქცევით, საომრად აღიჭურვებით იეჰოვას წინაშე,+
21 და ყველა აღჭურვილი იორდანის გაღმა იქნება იეჰოვას წინაშე, სანამ არ განდევნის იგი თავის მტერს+
22 და არ დაემორჩილება ის მიწა იეჰოვას,+ მაშინ დაბრუნდებით+ და უდანაშაულოები იქნებით იეჰოვასა და ისრაელის წინაშე; თქვენი საკუთრება იქნება ეს მიწა იეჰოვას წინაშე.+
23 მაგრამ თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ იეჰოვას,+ და იცოდეთ, რომ გეწევათ თქვენივე ცოდვა.+
24 აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები თქვენი ფარისთვის, გააკეთეთ, რაც თქვენი ბაგეებით თქვით“.+
25 გადისა და რეუბენის ვაჟებმა მოსეს მიუგეს: „ისე მოიქცევიან შენი მსახურები, როგორც ჩვენი ბატონი გვიბრძანებს.+
26 ჩვენი ბავშვები, ცოლები, საქონელი და შინაური ცხოველები აქ დარჩებიან, გალაადის ქალაქებში,+
27 შენი მსახურები კი გადავლენ საომრად იეჰოვას წინაშე, ყველა სალაშქროდ აღჭურვილი,+ როგორც ჩვენი ბატონი ამბობს“.
28 უბრძანა მოსემ მათზე ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძესა და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებს
29 და უთხრა მათ მოსემ: „თუ გადისა და რეუბენის ვაჟები იეჰოვას წინაშე საომრად აღიჭურვებიან,+ თქვენთან ერთად გადმოვლენ იორდანის გაღმა და დაიმორჩილებენ იმ მიწას თქვენ წინაშე, მიეცით მათ საკუთრებად გალაადის მიწა.+
30 მაგრამ თუ აღჭურვილები არ გადმოვლენ თქვენთან ერთად, თქვენ შორის უნდა დასახლდნენ ქანაანის მიწაზე“.+
31 გადისა და რეუბენის ვაჟებმა მიუგეს: „ისე მოვიქცევით, როგორც იეჰოვამ უთხრა შენს მსახურებს.+
32 აღჭურვილები გადავალთ იეჰოვას წინაშე ქანაანის მიწაზე+ და იორდანის გამოღმა+ იქნება ჩვენი სამკვიდრო, ჩვენი საკუთრება“.
33 მისცა მოსემ გადის ძეებს,+ რეუბენის ძეებს+ და იოსების ვაჟის, მენაშეს ტომის ნახევარს+ ამორეველთა მეფის, სიხონის+ სამეფო, ბაშანის მეფის, ოგის+ სამეფო, მათი ქალაქების საზღვრებში მოქცეული მიწები და ამ ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.
34 ააშენეს გადის ძეებმა დიბონი,+ ატაროთი,+ აროერი,+
35 ატროთ-შოფანი, იაზერი,+ იოგბეჰა,+
36 ბეთ-ნიმრა+ და ბეთ-ჰარანი,+ გამაგრებული ქალაქები+ და ქვის ფარეხები.+
37 ააშენეს რეუბენის ძეებმა ხეშბონი,+ ელალე,+ კირიათაიმი,+
38 ნებო,+ ბაალ-მეონი+ — ამათი სახელები შეიცვალა — და სიბმა. აშენებულ ქალაქებს თავიანთი სახელები უწოდეს.
39 მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ძეები გალაადისკენ გაემართნენ, დაიპყრეს ის და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები.
40 გალაადი მოსემ მენაშეს ვაჟს, მაქირს მისცა და ის დასახლდა იქ.+
41 გაემართა იაირი, მენაშეს ვაჟი, და დაიპყრო სოფლები, სადაც კარვებში ცხოვრობდა ხალხი, და უწოდა მათ ხავოთ-იაირი.+
42 გაემართა ნობაც და დაიპყრო კენათი,+ მიმდებარე ქალაქები და მას თავისი სახელი, ნობა უწოდა.