რიცხვები 34:1—29
34 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
2 „უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: შედიხართ ქანაანის მიწაზე.+ მემკვიდრეობად+ გერგებათ ქანაანის მიწა თავისი საზღვრებით.+
3 თქვენი იქნება სამხრეთი მხარე ცინის უდაბნოდან ედომის+ გაყოლებაზე; სამხრეთით თქვენი საზღვარი იქნება მარილოვანი ზღვიდან+ აღმოსავლეთით.
4 საზღვარი გაგრძელდება აკრაბიმის+ მაღლობის სამხრეთით ცინის უდაბნოსკენ და კადეშ-ბარნეას+ სამხრეთით დამთავრდება, იქიდან ხაცარ-ადარისკენ+ გაგრძელდება და აცმონს ჩაუვლის.
5 აცმონიდან საზღვარი ეგვიპტის ხევისკენ+ გაგრძელდება და ზღვასთან* დამთავრდება.+
6 დასავლეთ საზღვრად+ დიდი ზღვა და სანაპირო იქნება. ეს იქნება თქვენი საზღვარი დასავლეთით.
7 ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ჰორის მთამდე*+ გაატარეთ საზღვარი.
8 ჰორის მთიდან ხამათის+ შესასვლელამდე გაატარეთ საზღვარი, რომელიც ცედადთან+ დამთავრდება.
9 საზღვარი ავა ზიფრონისკენ და ხაცარ-ენანთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი საზღვარი ჩრდილოეთით.
10 აღმოსავლეთით საზღვარი ხაცარ-ენანიდან შეფამამდე გაატარეთ.
11 შეფამიდან საზღვარი რიბლისკენ* დაეშვება აინის აღმოსავლეთით. დაეშვება საზღვარი და მიადგება ქინერეთის+ ზღვის აღმოსავლეთ ფერდობს.
12 დაეშვება საზღვარი იორდანისკენ და მარილოვან ზღვასთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი მიწა+ და მისი საზღვრები“.
13 უბრძანა მოსემ ისრაელის ძეებს: „ეს ის მიწაა, რომელსაც წილისყრით+ დაიმკვიდრებთ, რისი მიცემაც ბრძანა იეჰოვამ ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის.+
14 რეუბენელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით და გადელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო; მენაშეს ტომის ნახევარმაც უკვე მიიღო.+
15 ორმა ტომმა და ნახევარმა უკვე მიიღო სამკვიდრო იორდანის მხარეში, იერიხონთან, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს“.+
16 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
17 „აი მათი სახელები, ვინც ხალხს მიწას დაუნაწილებს: ელეაზარ+ მღვდელი და იესო ნავეს ძე.+
18 მიწის დასანაწილებლად თითო ტომიდან თითო თავკაცი გამოყავით.+
19 მათი სახელებია: ქალებ იეფუნეს ძე+ იუდას+ ტომიდან;
20 შემუელი, ამიჰუდის ვაჟი, სიმონის+ ძეების ტომიდან;
21 ელიდადი, ქისლონის ვაჟი, ბენიამინის+ ტომიდან;
22 თავკაცი ბუკი, იოგლის ვაჟი, დანის+ ძეების ტომიდან;
23 თავკაცი ხანიელი, ეფოდის ვაჟი, იოსების+ ძეებიდან, მენაშეს+ ძეების ტომიდან,
24 და თავკაცი კემუელი, შიფტანის ვაჟი, ეფრემის+ ძეების ტომიდან;
25 თავკაცი ელიცაფანი, ფარნაქის ვაჟი, ზებულონის+ ძეების ტომიდან;
26 თავკაცი ფალტიელი, აზანის ვაჟი, ისაქარის+ ძეების ტომიდან;
27 თავკაცი ახიჰუდი, შელომის ვაჟი, აშერის+ ძეების ტომიდან;
28 თავკაცი ფედაელი, ამიჰუდის ვაჟი, ნაფთალის+ ძეების ტომიდან“.
29 იეჰოვას ბრძანებით ისრაელის ძეებიდან ესენი უნდა დაუფლებოდნენ ქანაანის მიწას.+
სქოლიოები
^ ანუ დიდი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა.
^ უცნობია მთის ადგილმდებარეობა. შესაძლოა, ლიბანის მთაგრეხილის ერთ-ერთი მწვერვალიც იყოს.
^ ქანაანის მიწის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე ადგილი, და არა ქალაქი რიბლა ხამათის მიწაზე.