რიცხვები 35:1—34

35  უთხრა იეჰოვამ მოსეს მოაბის უკაცრიელ ველზე იორდანის პირას,+ იერიხონთან:  „უბრძანე ისრაელის ძეებს, რომ თავიანთი საკუთრებიდან ლევიანებს სამკვიდროდ მისცენ ქალაქები+ და საძოვრები ქალაქების გარშემო.+  ქალაქებში თვითონ იცხოვრებენ და საძოვრები შინაური ცხოველებისთვის, თავიანთი საკუთრებისთვის და სხვა ცხოველებისთვის ექნებათ.  ქალაქების საძოვრები, რომლებსაც ლევიანებს მისცემთ, ქალაქის გალავნიდან ყოველ მხარეს ათასი წყრთა იყოს.  გადაზომეთ ქალაქის აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი ათასი წყრთა, რომ ქალაქი შუაში მოექცეს. ეს იქნება მათთვის ქალაქის საძოვრები.  ექვსი თავშესაფარი ქალაქი+ მიეცით ლევიანებს, რომ იქ გაიქცეს+ მკვლელი; მათ გარდა კიდევ ორმოცდაორი ქალაქი მიეცით.  სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი საძოვრებით.+  ეს ქალაქები ისრაელის ძეების საკუთრებიდან მიეცით.+ ბევრისგან ბევრი აიღე და ცოტასგან — ცოტა.+ თითოეულმა იმის მიხედვით მისცეს ლევიანებს ქალაქები, რამდენსაც დაიმკვიდრებს“.  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 10  „უთხარი ისრაელის ძეებს: გადადიხართ იორდანის გაღმა ქანაანის მიწაზე.+ 11  აირჩიეთ მოსახერხებელი თავშესაფარი ქალაქები, სადაც გაიქცევა მკვლელი, რომელსაც კაცი* შემოაკვდება.+ 12  ეს ქალაქები იქნება თავშესაფრად, სისხლის ამღებისგან+ თავის დასაცავად, რათა არ მოკვდეს მკვლელი კრებულის წინაშე გასასამართლებლად წარდგომამდე.+ 13  თქვენს განკარგულებაში იქნება ექვსივე ქალაქი, რომლებსაც თავშესაფრად მისცემ. 14  სამი ქალაქი იორდანის გამოღმა მიეცი+ და სამიც — ქანაანის მიწაზე.+ ესენი იქნება თავშესაფარი ქალაქები. 15  ამ ექვს ქალაქს შეაფარებენ თავს ისრაელის ძეები, ხიზნები+ და მდგმურები, ყველა, ვისაც კაცი შემოაკვდება.+ 16  თუ ვინმე ლითონის საგანს დაარტყამს კაცს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი.+ კაცისმკვლელი უნდა მოკვდეს.+ 17  თუ ქვას დაარტყამს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი. კაცისმკვლელი უნდა მოკვდეს. 18  თუ ხის იარაღს დაარტყამს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი. კაცისმკვლელი უნდა მოკვდეს. 19  სისხლის ამღებმა+ უნდა მოკლას კაცისმკვლელი; სადაც შეხვდება, მოკლას. 20  თუ სიძულვილით ჰკრავს ხელს+ ან ჩაუსაფრდება,+ ესვრის რამეს და მოკლავს, 21  ან მტრულად დაარტყამს ხელს და მოკლავს, ვინც დაარტყა, უნდა მოკვდეს. კაცისმკვლელია იგი. მოკლავს მას სისხლის ამღები, სადაც შეხვდება.+ 22  თუ უცაბედად, არა მტრულად, ხელს ჰკრავს ან რაიმეს გაისვრის მისკენ, ისე რომ ჩასაფრებული+ არ ყოფილა, 23  ან ქვას, და მოკლავს, ისე რომ არ დაუნახავს, ან გადმოუვარდება ქვა, ვინმეს დაეცემა და მოკვდება, ის კი არ მტრობდა მას და საზიანო არაფერი ჰქონდა განზრახული, 24  ამ სამართლის მიხედვით გაასამართლოს კრებულმა ის, ვინც დაარტყა, და სისხლის ამღები.+ 25  დაიხსნას კრებულმა+ მკვლელი სისხლის ამღების ხელიდან და დააბრუნოს თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, და იქ იცხოვროს წმინდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე.+ 26  მაგრამ თუ მკვლელი გასცდება თავისი თავშესაფარი ქალაქის საზღვარს, სადაც გაიქცა, 27  შეხვდება მას სისხლის ამღები+ მისი თავშესაფარი ქალაქის საზღვრის გარეთ და მოკლავს მკვლელს სისხლის ამღები, ის სისხლის ღვრაში არ იქნება დამნაშავე. 28  მან მღვდელმთავრის სიკვდილამდე+ უნდა იცხოვროს თავის თავშესაფარ ქალაქში, მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი შეუძლია თავის სამკვიდროში დაბრუნდეს. 29  ეს იქნება თქვენთვის წესი და სამართალი თქვენს თაობებში, სადაც არ უნდა იცხოვროთ. 30  ვინც კაცს მოკლავს,+ მოწმეთა ჩვენებით+ უნდა მოკვდეს, მაგრამ ერთი მოწმის ჩვენებით სული არ უნდა მოკვდეს. 31  არ აიღოთ გამოსასყიდი კაცისმკვლელის სულისთვის, რომელიც სიკვდილს იმსახურებს;+ ის უნდა მოკვდეს.+ 32  არც იმისთვის აიღოთ გამოსასყიდი, ვინც თავის თავშესაფარ ქალაქში გაიქცა, რომ მღვდელმთავრის სიკვდილამდე იმ მიწაზე ეცხოვრა. 33  არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, რადგან სისხლი ბილწავს მიწას+ და მიწა ვერ გამოისყიდება, რადგან სისხლია მასზე დაღვრილი; მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით გამოისყიდება მიწა.+ 34  არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, სადაც მე ვმკვიდრობ, რადგან მე, იეჰოვა, ისრაელის ძეებს შორის ვმკვიდრობ“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.