რიცხვები 36:1—13

36  მივიდნენ მოსესთან, მთავრებთან და ისრაელის ძეების მამების თავკაცებთან იოსების ვაჟების საგვარეულოდან მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ვაჟის, გალაადის ვაჟების საგვარეულოს მამების თავკაცები  და უთხრეს: „იეჰოვამ უბრძანა ჩემს ბატონს, რომ წილისყრით+ მისცეს ისრაელის ძეებს სამკვიდრო. ისიც უბრძანა ჩემს ბატონს იეჰოვამ, რომ ჩვენი ძმის, ცელოფხადის ქალიშვილებისთვისაც მიეცათ სამკვიდრო.+  თუ ისრაელის ძეებიდან სხვა რომელიმე ტომის ძეები მოიყვანენ მათ ცოლებად, ქალების სამკვიდროც მოაკლდება ჩვენი მამების სამკვიდროს და იმ ტომის სამკვიდროს მიემატება, სადაც ისინი გათხოვდებიან, და მოაკლდება ჩვენს სამკვიდროს, რომელიც წილისყრით შეგვხვდა.+  თუ ისრაელის ძეებს იუბილე+ ექნებათ, ქალების სამკვიდრო იმ ტომის სამკვიდროს მიემატება, სადაც ისინი გათხოვდებიან, ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს კი მოაკლდება მათი სამკვიდრო“.  იეჰოვას მითითებისამებრ უბრძანა მოსემ ისრაელის ძეებს: „მართალს ამბობს იოსების ძეების ტომი.  აი რა ბრძანა იეჰოვამ ცელოფხადის ასულებზე:+ ვინც თვალში მოუვათ, იმას მისთხოვდნენ, ოღონდ თავიანთი მამების ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ.+  ისრაელის ძეების სამკვიდრო არ უნდა გადავიდეს ტომიდან ტომში, რადგან ისრაელის ძეები თავიანთი მამა-პაპის ტომის სამკვიდროს უნდა მიეკრან.  ყოველი ასული, რომელიც ისრაელის ძეების ტომებიდან მიიღებს სამკვიდროს, თავისი მამის ტომის საგვარეულოში უნდა გათხოვდეს,+ რათა ისრაელის ძეებიდან ყველამ თავისი მამა-პაპის სამკვიდრო მიიღოს.  სამკვიდრო არ უნდა გადავიდეს ტომიდან ტომში, რადგან ისრაელის ძეების ტომები თავიანთ სამკვიდროს უნდა მიეკრან“. 10  ცელოფხადის ასულები+ ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 11  მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოე, ცელოფხადის ასულები,+ თავიანთი მამის ძმების ვაჟებს შორის გათხოვდნენ. 12  იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟების საგვარეულოებში გათხოვდნენ, რათა მათი სამკვიდრო თავიანთი მამის საგვარეულოს ტომში დარჩენილიყო. 13  ეს არის მცნებები+ და სამართალი, რომელთა შესრულებაც იეჰოვამ ისრაელის ძეებს მოსეს პირით უბრძანა მოაბის უკაცრიელ ველზე იორდანის პირას, იერიხონთან.+

სქოლიოები