რიცხვები 4:1—49
4 ელაპარაკა იეჰოვა მოსესა და აარონს:
2 „აღირიცხონ კეჰათის+ ძეები ლევის ძეებს შორის, თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით,
3 ოცდაათი წლიდან+ ორმოცდაათ წლამდე,+ ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში+ შედის.
4 აი რა შედის შეხვედრის კარავში კეჰათის ძეების მსახურებაში;+ აი რა არის უწმინდესი:
5 სანამ ბანაკი დაიძვრება, შევიდნენ აარონი და მისი ვაჟები, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა+ და მოწმობის კიდობანს+ გადააფარონ.
6 გადააფარონ მას სელაპის ტყავის გადასაფარებელი,+ ზემოდან გადააფარონ მთლიანი ლურჯი ქსოვილი და კეტები გაუყარონ.+
7 ლურჯი ქსოვილი გადააფარონ წარსადგენი პურის მაგიდას,+ დააწყონ მასზე ჯამები,+ სასმისები, თასები+ და დასაღვრელი შესაწირავის დოქები; ზედ პური+ ყოველთვის უნდა იდოს.
8 ზემოდან გადააფარონ ალისფერი+ ქსოვილი, სელაპის ტყავის+ გადასაფარებელი და გაუყარონ კეტები.+
9 აიღონ ლურჯი ქსოვილი და გადააფარონ გასანათებელ სალამპრეს,+ ლამპრებს,+ მაშებს,+ საცეცხლურებსა+ და ზეთის ჭურჭელს,+ რომლითაც მას ემსახურებიან.
10 მოათავსონ ის და მთელი მისი მოწყობილობა სელაპის ტყავის გადასაფარებელში+ და საზიდზე დადონ.
11 გადააფარონ ოქროს სამსხვერპლოს+ ლურჯი ქსოვილი, სელაპის ტყავის+ გადასაფარებელი და გაუყარონ კეტები.+
12 აიღონ მთელი მოწყობილობა,+ რომელსაც წმინდა ადგილზე მსახურებისთვის იყენებენ, მოათავსონ ლურჯ ქსოვილში, ზემოდან სელაპის ტყავის+ გადასაფარებელი გადააფარონ და საზიდზე დადონ.
13 გაასუფთაონ სამსხვერპლო+ ქონნარევი ნაცრისგან და გადააფარონ მოშინდისფრო შალი.
14 დააწყონ მასზე მთელი მისი მოწყობილობა,+ რომელსაც მსახურებისთვის იყენებენ: საცეცხლურები, სამკაპები, ნიჩბები, თასები და სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა, ზემოდან სელაპის ტყავის გადასაფარებელი გადააფარონ და კეტები გაუყარონ.+
15 ბანაკის დაძვრამდე, როცა აარონი და მისი ვაჟები დაამთავრებენ წმინდა ადგილისა+ და მთელი მისი მოწყობილობის+ გადაფარებას, მოვლენ კეჰათის ვაჟები წასაღებად,+ ოღონდ არ შეეხონ+ წმინდა ადგილს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათის ვაჟების ტვირთი შეხვედრის კარავში.+
16 აარონ მღვდლის ვაჟმა, ელეაზარმა გაუწიოს მეთვალყურეობა+ ლამპრის ზეთსა+ და სურნელოვან საკმეველს,+ მუდმივ მარცვლეულ შესაწირავსა+ და საცხებ ზეთს;+ მას ევალება მეთვალყურეობა მთელ კარავსა და ყველაფერზე, რაც მასშია, ანუ წმინდა ადგილსა და მთელ მის მოწყობილობაზე“.
17 ელაპარაკა იეჰოვა მოსესა და აარონს:
18 „არ დაუშვა, რომ კეჰათელთა+ საგვარეულოები ლევიანთაგან მოიკვეთონ.
19 ეს მათთვის გააკეთე, რომ იცოცხლონ და არ დაიხოცონ იმის გამო, რომ უწმინდესს მიუახლოვდებიან.+ შემოვლენ აარონი და მისი ვაჟები და ისინი დაავალებენ თითოეულ მათგანს, ვინ სად იმსახურებს და ვინ რა ტვირთს ატარებს.
20 ისინი არ უნდა შევიდნენ შიგნით, თვალი რომ არ მოჰკრან იმას, რაც წმინდაა, და არ დაიხოცონ“.+
21 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
22 „აღირიცხონ გერშონის+ ძეები, ყველა თავისი შტოსა და თავიანთი საგვარეულოების მიხედვით.
23 აღრიცხე ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა,+ ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედის.
24 აი რა უნდა გააკეთონ გერშონის საგვარეულოებმა: უნდა იმსახურონ და ტვირთი ატარონ;+
25 მათ უნდა ატარონ შეხვედრის კარვის ქსოვილი+ და შეხვედრის კარავი,+ მისი გადასაფარებელი,+ სელაპის ტყავის გადასაფარებელი,+ რომელიც მას ზემოდან აფარია, და შეხვედრის კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+
26 ეზოს ფარდა,+ ეზოს ჭიშკრის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ რომელიც კარვისა და სამსხვერპლოს გარშემოა, კარვის თოკები, მთელი მოწყობილობა, რაც მსახურებაში გამოიყენება, და ყველაფერი, რითაც სამუშაო სრულდება. ასე უნდა იმსახურონ.
27 აარონისა და მისი ვაჟების+ ბრძანებით უნდა შესრულდეს გერშონელთა+ ძეების ყველა საქმე — ტვირთის ტარება და მსახურება; მათ დააკისრეთ მთელი მათი ტვირთის ტარების ვალდებულება.
28 ასე უნდა იმსახურონ გერშონელთა ძეების+ საგვარეულოებმა შეხვედრის კარავში; ეს არის მათი სავალდებულო სამსახური აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის+ ხელმძღვანელობით.
29 აღრიცხე მერარის ძეები+ თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით.
30 აღრიცხე ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედის.+
31 მათი ვალდებულებაა,+ შეხვედრის კარვის მსახურება, რომ ატარონ ტვირთი: კარვის ჩარჩოები,+ მისი ძელები,+ სვეტები+ და საყრდენები,+
32 სვეტები+ ეზოს გარშემო, მათი საყრდენები,+ კარვის პალოები,+ კარვის თოკები და ყველაფერი, რაც მსახურებისთვის არის საჭირო. სახელების მიხედვით ჩააბარე მათ ის ნივთები, რომელთა ტარებაც ევალებათ.+
33 ეს არის მერარის ძეთა+ საგვარეულოების სამსახური, მათი მსახურება შეხვედრის კარავში აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის ხელმძღვანელობით“.+
34 აღრიცხეს მოსემ, აარონმა და კრებულის თავკაცებმა+ კეჰათელთა ძეები+ მათი საგვარეულოებისა და შტოების მიხედვით,
35 ოცდაათი წლიდან+ ორმოცდაათ წლამდე ყველა,+ ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედიოდა.+
36 თავიანთი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხა ორი ათას შვიდას ორმოცდაათი კაცი.+
37 ესენი აღირიცხნენ+ კეჰათელთა საგვარეულოდან, შეხვედრის კარავში მომსახურენი, რომლებიც მოსემ და აარონმა აღრიცხეს იეჰოვას ბრძანებით მოსეს მეშვეობით.
38 აღირიცხნენ გერშონის+ ძეები თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით,
39 ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედიოდა;+
40 თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით აღირიცხა ორი ათას ექვსას ოცდაათი კაცი.+
41 ესენი აღირიცხნენ გერშონის ძეების საგვარეულოებიდან, შეხვედრის კარავში მომსახურენი, რომლებიც მოსემ და აარონმა აღრიცხეს იეჰოვას ბრძანებით.+
42 აღირიცხნენ მერარის ძეებიც თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით,
43 ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედის;+
44 თავიანთი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხა სამი ათას ორასი კაცი.+
45 ესენი აღირიცხნენ მერარის ძეების საგვარეულოებიდან, რომლებიც მოსემ და აარონმა აღრიცხეს იეჰოვას ბრძანებით მოსეს მეშვეობით.+
46 ყველა, ვინც მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა აღრიცხეს, როგორც ლევიანები, თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით,
47 ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე,+ ვინც მძიმე მსახურებას ეწეოდა და შეხვედრის კარავში ტვირთს ატარებდა,+
48 რვა ათას ხუთას ოთხმოცი კაცი იყო.+
49 აღირიცხნენ ისინი იეჰოვას ბრძანებით მოსეს მეშვეობით, თითოეული თავისი მსახურებისა და ტვირთის მიხედვით; ისე აღირიცხნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+