რიცხვები 6:1—27

6  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ კაცი ან ქალი განსაკუთრებულ აღთქმას დადებს, რომ ნაზირად*+ იცხოვრებს იეჰოვასთვის,  თავი შორს დაიჭიროს ღვინისა და მათრობელი სასმლისგან; არ დალიოს არც ღვინის ძმარი და არც მათრობელი სასმლის ძმარი,+ არც ყურძნის წვენი, არც ყურძენი ჭამოს და არც ჩამიჩი.  ნაზირობის დროს ყურძნისგან დამზადებული არაფერი ჭამოს, არც მკვახე ყურძენი და არც ჩენჩო.  არ შეეხოს სამართებელი მის თავს მისი ნაზირობის აღთქმის განმავლობაში,+ მანამ არ დასრულდება ის დრო, სანამ იეჰოვასთვის იქნება გამოცალკევებული.+ ის წმინდა უნდა იყოს და თმა გაიზარდოს.  ვიდრე იეჰოვასთვის იქნება გამოცალკევებული, არ მიეკაროს მკვდარს*;+  არც მამის, არც დედის, არც ძმის და არც დის სიკვდილის გამო+ არ წაიბილწოს თავი, რადგან ნაზირობის ნიშანი აქვს თავზე ღვთის წინაშე.  ნაზირობის დროს ის წმინდა იქნება იეჰოვასთვის.  მაგრამ თუ სრულიად მოულოდნელად ვინმე მოკვდება მის გვერდით+ და ნაზირობისას თავს წაიბილწავს, თავი გადაიპარსოს+ განწმენდის დღეს. მეშვიდე დღეს უნდა გადაიპარსოს. 10  მერვე დღეს შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიუყვანოს მღვდელს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი.+ 11  მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად+ შესწიროს და მეორე — დასაწვავ შესაწირავად+ და მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს, რადგან შესცოდა მკვდრის გამო. იმ დღეს განწმენდს მის თავს. 12  იცხოვროს მან ნაზირად+ იეჰოვასთვის თავისი ნაზირობის დღეები და შესწიროს ერთი წლის მამალი თოხლი, როგორც დანაშაულის შესაწირავი.+ განვლილი დრო არ ჩაეთვლება, რადგან წაბილწა თავისი ნაზირობა. 13  ეს არის კანონი ნაზირზე: იმ დღეს, როცა დასრულდება მისი ნაზირობის დრო,+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიიყვანონ. 14  იეჰოვასთვის შესაწირავად მიიყვანოს ერთი წლის საღი მამალი თოხლი დასაწვავ შესაწირავად,+ ერთი წლის საღი დედალი თოხლი ცოდვის შესაწირავად+ და ერთი საღი ვერძი მშვიდობის მსხვერპლად*,+ 15  და მიიტანოს ერთი კალათა ზეთში მოზელილი+ წმინდად დაფქული ფქვილით დამზადებული რგოლისებური უფუარი კვერები,+ ზეთწასმული უფუარი კვერები+ მარცვლეულ შესაწირავთან+ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად.+ 16  მღვდელმა იეჰოვას შესწიროს ისინი ცოდვის შესაწირავად და დასაწვავ შესაწირავად.+ 17  შესწირავს მღვდელი იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლად+ ვერძს ერთ კალათა უფუარ კვერებთან, მარცვლეულ შესაწირავთან+ და მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად. 18  გადაიპარსოს+ ნაზირმა თავი შეხვედრის კარვის შესასვლელთან, წაიღოს მან ნაზირობის თმა და დადოს ცეცხლზე მშვიდობის მსხვერპლის ქვეშ. 19  აიღოს მღვდელმა ვერძის მოხარშული+ ბეჭი, კალათიდან — ერთი უფუარი რგოლისებური კვერი, ერთი უფუარი კვერი+ და ხელის გულებზე დაუდოს ნაზირს ნაზირობის ნიშნის გადაპარსვის შემდეგ. 20  შეარხიოს მღვდელმა ისინი, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ ეს წმინდაა და მღვდლისაა შესარხევი შესაწირავის მკერდთან+ და შესაწირავის ბარკალთან ერთად.+ ამის შემდეგ ნაზირს შეუძლია ღვინის დალევა.+ 21  ეს არის კანონი ნაზირზე,+ რომელიც აღთქმას დებს, და შესაწირავზე, რომელსაც იეჰოვას უძღვნის ნაზირობისთვის, იმის გარდა, რაზეც მას ხელი მიუწვდება. დადებული აღთქმის მიხედვით მოიქცეს ნაზირობის კანონის თანახმად“. 22  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 23  „უთხარი აარონსა და მის ვაჟებს: ასე აკურთხეთ+ ისრაელის ძეები: 24  გაკურთხოს იეჰოვამ+ და დაგიფაროს.+ 25  მოგაფინოს იეჰოვამ თავისი სახის ნათელი+ და შეგიწყალოს.+ 26  მოგაპყროს იეჰოვამ თავისი სახე+ და მშვიდობა მოგცეს.+ 27  მათ უნდა დაამკვიდრონ ჩემი სახელი+ ისრაელის ძეებში, რათა ვაკურთხო ისინი“.+

სქოლიოები

ანუ გამორჩეული, მიძღვნილი, გამოცალკევებული.
სიტყვასიტყვით — სულს, ანუ მკვდარ სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ან საზიარო მსხვერპლად.