რიცხვები 9:1—23

9  ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს+ უთხრა იეჰოვამ მოსეს სინას უდაბნოში:  „მოამზადონ ისრაელის ძეებმა საპასექო მსხვერპლი+ დანიშნულ დროს.+  ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის*+ მოამზადეთ ის დანიშნულ დროს. ყველა წესისა და რიგის მიხედვით მოამზადეთ“.+  ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს, რომ საპასექო მსხვერპლი მოემზადებინათ.  მათაც მოამზადეს საპასექო მსხვერპლი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის, სინას უდაბნოში. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+  იყვნენ ისეთები, რომლებიც ადამიანთა სულით* იყვნენ გაუწმინდურებულნი+ და არ შეეძლოთ იმ დღეს საპასექო მსხვერპლის მომზადება. ამიტომ მოსესთან და აარონთან მივიდნენ ისინი იმავე დღეს+  და უთხრეს: „ჩვენ გაუწმინდურებულნი ვართ ადამიანის სულით, მაგრამ რატომ არ უნდა მივუტანოთ იეჰოვას შესაწირავი+ დანიშნულ დროს ისრაელის ძეებთან ერთად?“  მოსემ უთხრა: „დამელოდეთ, გავიგებ, რას მიბრძანებს იეჰოვა თქვენზე“.+  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 10  „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ რომელიმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავლობიდან ვინმე გაუწმინდურდება ვინმეს სულთან შეხებით+ ან შორ გზაზე იქნება წასული, მანაც უნდა მოამზადოს საპასექო მსხვერპლი იეჰოვასთვის. 11  მეორე თვის+ მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის უნდა მოამზადოს ის და ჭამოს უფუარ პურთან და მწარე ბალახთან ერთად.+ 12  დილამდე არაფერი დატოვოს;+ ძვლები არ დაუმტვრიოს.+ პასექის ყველა წესის დაცვით მოამზადოს ის.+ 13  მაგრამ თუ ვინმე წმინდა იყო და არც შორ გზაზე იყო წასული და არ მოამზადა საპასექო მსხვერპლი, ის* უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან,+ რადგან დანიშნულ დროს არ მიიტანა იეჰოვას შესაწირავი. ის პასუხს აგებს თავის ცოდვაზე.+ 14  თუ შენთან ხიზანი ცხოვრობს, მანაც უნდა მოამზადოს იეჰოვას საპასექო მსხვერპლი+ პასექის წესისა და რიგის მიხედვით.+ ერთი წესი უნდა გქონდეთ როგორც ხიზნებს, ისე ადგილობრივ მკვიდრებს“.+ 15  კარვის გაშლის დღეს+ ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარავი+ და საღამოდან დილამდე ცეცხლი+ ჩანდა კარვის თავზე. 16  ყოველთვის ასე ხდებოდა: დღისით ღრუბელი ფარავდა კარავს, ღამით კი რაღაც ცეცხლის მსგავსი ჩანდა მასზე.+ 17  როცა ღრუბელი კარვიდან მაღლა იწეოდა, ისრაელის ძეებიც იძვრებოდნენ,+ და სადაც ღრუბელი ჩერდებოდა, ისრაელის ძეებიც იქ ბანაკდებოდნენ.+ 18  ისრაელის ძეები იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ.+ იმ დღეებში, როცა ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, ისინი დაბანაკებულები იყვნენ. 19  თუ ღრუბელი კარვის თავზე დიდი ხნით ჩერდებოდა, ისრაელის ძეებიც თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ იეჰოვას წინაშე და არ იძვრებოდნენ.+ 20  ზოგჯერ ღრუბელი რამდენიმე დღე ჩერდებოდა კარვის თავზე. ისინი იეჰოვას ბრძანებაზე+ ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ. 21  ზოგჯერ ღრუბელი+ საღამოდან დილამდე რჩებოდა, დილით მაღლა იწეოდა და ისინიც იძვრებოდნენ. დღე იყო თუ ღამე, როცა ღრუბელი მაღლა იწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ.+ 22  იქნებოდა ორი დღე, ერთი თვე თუ უფრო მეტი, სანამ ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, ისრაელის ძეებიც დაბანაკებულები იყვნენ და არ იძვრებოდნენ. როცა ის მაღლა იწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ.+ 23  იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ. ასრულებდნენ ისინი იეჰოვას წინაშე იეჰოვას ბრძანებითა+ და მოსეს მეშვეობით მიღებულ თავიანთ ვალდებულებას.+

სქოლიოები

იხილეთ გმ. 12:6-ის სქოლიო.
ანუ მკვდარი სულით. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.