რომაელები 1:1—32

1  პავლე — იესო ქრისტეს მონა,+ მოციქულად+ მოწოდებული+ და ღვთის იმ სასიხარულო ცნობისთვის გამორჩეული,+  რომელსაც ის წინასწარ დაჰპირდა ადამიანებს თავის წინასწარმეტყველთა+ მეშვეობით წმინდა წერილებში,  თავის ძეზე, რომელიც ხორციელად+ დავითის+ შთამომავალია,  მაგრამ ძალითა+ და სიწმინდის სულით+ ღვთის ძედ+ იქნა გამოცხადებული, როცა აღდგა მკვდრეთით;+ ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე,  ვისი მეშვეობითაც მივიღეთ წყალობა+ და მოციქულობა,+ რათა მისი სახელის გულისთვის რწმენას დაემორჩილოს ყველა ხალხი,+  რომელთა შორის თქვენც ხართ მოწოდებულნი, რომ იესო ქრისტესნი იყოთ —  გწერთ ყველას, ვინც რომში ხართ, ღვთისთვის საყვარლებს, წმინდებად+ მოწოდებულებს:+ წყალობა და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+  უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტეს მეშვეობით მადლობას ვუხდი+ ჩემს ღმერთს ყველა თქვენგანისთვის, რადგან მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობენ+ თქვენი რწმენის შესახებ.  ღმერთი, რომელსაც სულით ვუსრულებ წმინდა მსახურებას იმით, რასაც მისი ძის შესახებ სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, ჩემი მოწმეა,+ რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ ლოცვებში;+ 10  ვევედრები, რომ თუკი შესაძლებელია, ღვთის ნებით,+ ახლა მაინც მომემართოს ხელი და თქვენთან მოვიდე, 11  ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა,+ რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი+ თქვენს განსამტკიცებლად, 12  უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ+ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით.+ 13  არ მინდა, არ იცოდეთ, ძმებო,+ რომ ბევრჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა,+ რათა თქვენ შორისაც შემეძინა ნაყოფი,+ როგორც უცხოტომელებს შორის, მაგრამ აქამდე ხელი მეშლებოდა. 14  ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა+ და უგუნურთა მოვალე ვარ. 15  ამიტომაც ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა+ გაუწყოთ თქვენც, რომში მყოფთ,+ 16  ვინაიდან არა მრცხვენია+ სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა+ ყველა მორწმუნის სახსნელად,+ ჯერ იუდეველის,+ მერე კი ბერძნისა.+ 17  მასში ცხადდება ღვთის სიმართლე+ რწმენით+ და რწმენისთვის, როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.+ 18  ზეციდან ღვთის რისხვა+ ცხადდება იმ ადამიანთა ყოველგვარი უღმერთობისა და უმართლობის+ წინააღმდეგ, რომლებიც უმართლოდ+ ჩქმალავენ ჭეშმარიტებას.+ 19  მათთვის ცხადია ყველაფერი, რაც ღვთის შესახებ შეიძლება იცოდე,+ რადგან ეს მათ ღმერთმა გაუცხადა.+ 20  მისი უხილავი+ თვისებები — მარადიული ძლიერება+ და ღვთაებრიობა+ — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან,+ რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა,+ ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ;+ 21  თუმცა იცნობდნენ ღმერთს, არ ადიდებდნენ მას, როგორც ღმერთს, და არც მადლობას უხდიდნენ,+ არამედ დაუჩლუნგდათ გონება+ და დაუბნელდათ უმეცარი გული.+ 22  თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ+ 23  და უხრწნელი ღვთის დიდება+ ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის+ გამოსახულებად+ აქციეს. 24  ამიტომ ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა+ თავიანთი გულისთქმებისამებრ, რათა თავიანთი სხეულები+ შეურაცხეყოთ მათ,+ 25  ვინც ღვთის ჭეშმარიტება+ სიცრუეზე გაცვალა,+ პატივს მიაგებდა და წმინდა მსახურებას უსრულებდა ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად, რომელიც კურთხეულია მარადიულად. ამინ. 26  ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს,+ რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს.+ 27  კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება+ და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან;+ უხამსობას სჩადიოდნენ+ და მცდარი გზით სიარულისთვის+ საკადრისიც უკლებლივ მიიღეს.+ 28  მათ არ უნდოდათ, საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდათ ღვთის შესახებ+ და ამიტომ ღმერთმა ისინი უკუღმართ გონებას+ გადასცა არასაკადრისი საქმეების საკეთებლად,+ 29  რადგან სავსენი იყვნენ ყოველგვარი უმართლობით,+ ბოროტებით,+ სიხარბით,+ უკეთურებით,+ შურით,+ მკვლელობით,+ დავით,+ ცბიერებით,+ ღვარძლით,+ ჭორიკნები,+ 30  ზურგს უკან მოლაპარაკენი,+ ღვთისმოძულენი, თავხედნი,+ ამპარტავანნი,+ თავდაჯერებულნი,+ ბოროტი საქმეების გამომგონებელნი,+ მშობლების ურჩნი,+ 31  გაუგებარნი,+ სიტყვის გამტეხნი,+ თბილ გრძნობებს მოკლებულნი,+ უმოწყალონი.+ 32  თუმცა შესანიშნავად იციან ღვთის სამართალი,+ რომ ამის ჩამდენნი სიკვდილს იმსახურებენ,+ ისინი არა მხოლოდ აგრძელებენ ასე მოქმედებას, არამედ სხვებსაც უწონებენ+ ასეთ საქციელს.

სქოლიოები