რომაელები 10:1—21

10  ძმებო, გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ.+  ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა+ აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით,+  რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე+ და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ,+ არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს.+  კანონის დასასრული ქრისტეა,+ რათა სიმართლე ჰქონდეს ყველას, ვისაც სწამს იგი.+  მოსე წერს, რომ კაცი, რომელიც კანონის სიმართლეს ასრულებს, სიმართლით იცოცხლებს.+  რწმენიდან მომდინარე სიმართლე კი ამბობს: „ნუ იტყვი გულში,+ ვინ ავა ზეცაშიო?+ (ქრისტეს ჩამოსაყვანად),+  ან ვინ ჩავა უფსკრულშიო?+ (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“.+  მაშ, რას ამბობს ის? „ახლოა შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზე და შენს გულშია“,+ ანუ რწმენის სიტყვა,+ რომელსაც ვქადაგებთ.+  თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“,+ რომ იესო უფალია,+ და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი,+ გადარჩები,+ 10  ვინაიდან გულით+ სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ+ გადასარჩენად. 11  წმინდა წერილი ამბობს: „არავის გაუცრუვდება იმედი, ვისაც სწამს+ იგი“.+ 12  არ არსებობს განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის,+ რადგან უფალი ყველასთვის ერთია. ის გულუხვია ყველასთვის,+ ვინც მას უხმობს. 13  „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.+ 14  მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს?+ ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა?+ 15  ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა?+ როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“+ 16  მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას,+ რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“+ 17  ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის,+ მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან.+ 18  მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა,+ მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“.+ 19  კვლავ გეკითხებით: განა ისრაელმა ვერ გაიგო?+ ჯერ მოსე ამბობს: „შურს აღგიძრავთ მათი მეშვეობით, ვინც ერად არც კი ითვლება; ძლიერ რისხვას აღვძრავ თქვენში უგუნური ერის მეშვეობით“.+ 20  ესაია კი დიდი გაბედულებით ამბობს: „ვინც არ მეძებდა, მათ მიპოვეს,+ ვინც არ მკითხულობდა, მათთვის გავხდი ცხადი“.+ 21  ისრაელის შესახებ კი ამბობს: „მთელი დღე გაწვდილი მქონდა ხელი ხალხისკენ, რომელიც მეურჩება+ და სიტყვას მიბრუნებს“.+

სქოლიოები