რომაელები 11:1—36

11  მაშ, გეკითხებით: განა უარყო ღმერთმა თავისი ხალხი?+ არავითარ შემთხვევაში! ვინაიდან მეც ისრაელი ვარ,+ აბრაამის შთამომავალი ბენიამინის ტომიდან.+  არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც პირველად ცნო.+ როგორ, განა არ იცით, რას ამბობს წმინდა წერილი ელიას შესახებ, ისრაელის საქმეების გამო რომ შესჩივის ღმერთს?+  „იეჰოვა, შენი წინასწარმეტყველები დახოცეს და შენი სამსხვერპლოები მოთხარეს, ერთი მე დავრჩი და ჩემს სულსაც* ეძებენ“.+  მაგრამ რას პასუხობს მას ღმერთი?+ „დავიტოვე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომლებმაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე“.+  ჩვენს დროშიც გამოჩნდა წყალობით ამორჩეული+ ხალხი*.+  და თუ ეს წყალობით არის,+ ესე იგი, საქმეებით აღარ არის,+ სხვაგვარად წყალობა წყალობა აღარ იქნება.+  მაშ, რა? ისრაელმა ვერ მიიღო ის,+ რასაც გულმოდგინედ ეძებს, რჩეულებმა+ კი მიიღეს. დანარჩენებს გულები გაუქვავდათ,+  როგორც დაწერილია: „მისცა მათ ღმერთმა ღრმა ძილის სული,+ თვალები, რომ ვერ დაენახათ, და ყურები, რომ ვერ მოესმინათ, და დღემდე ასეა“.+  დავითიც ამბობს: „მახედ, ხაფანგად, დაბრკოლებად და საზღაურად ექცეთ თავიანთი სუფრა,+ 10  დაუბნელდეთ თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, და სამუდამოდ მოიკაკვონ წელში“.+ 11  ამიტომ გეკითხებით: ნუთუ ისე დაბრკოლდნენ, რომ დაეცნენ?+ არავითარ შემთხვევაში! მაგრამ მათ მცდარ ნაბიჯს+ ხსნა მოაქვს უცხოტომელთათვის,+ რათა ამან შური აღუძრას მათ.+ 12  თუ მათი მცდარი ნაბიჯი სიმდიდრეს ნიშნავს ქვეყნიერებისთვის და მათი რიცხვის შემცირება — სიმდიდრეს უცხოტომელთათვის,+ რამდენად მეტს უნდა ნიშნავდეს მათი სრული რიცხვი!+ 13  ახლა თქვენ გეუბნებით, უცხოტომელებო: რამდენადაც უცხოტომელთა+ მოციქული+ ვარ, ვადიდებ+ ჩემს მსახურებას,+ 14  იქნებ როგორღაც შური აღვუძრა ჩემს ხალხს და ზოგიერთი+ გადავარჩინო.+ 15  მათი მოკვეთა+ ქვეყნიერებისთვის თუ შერიგებას ნიშნავს,+ მაშ, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდრებისთვის სიცოცხლის დაბრუნება? 16  თუ პირველ ნაყოფად+ აღებული ნაწილი წმინდაა, მთელი ცომიც წმინდაა,+ და თუ ფესვი წმინდაა, ტოტებიც წმინდაა. 17  თუ ზოგიერთი ტოტი გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, დაემყნე+ მათ შორის და მათთან ერთად ზეთისხილის+ ნოყიერების ფესვიდან+ დაიწყე საზრდოობა, 18  ნუ გამედიდურდები ტოტების წინაშე. თუ გამედიდურდი,+ გახსოვდეს: შენ კი არ გიკავია ფესვი,+ ფესვს უკავიხარ.+ 19  შენ იტყვი, ტოტები იმიტომ გადატყდნენ,+ რომ მე დავმყნობოდიო.+ 20  კეთილი, მაგრამ ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო+ გადატყდნენ, შენ კი რწმენით დგახარ.+ მოიშორე ქედმაღლური აზრები+ და გეშინოდეს,+ 21  რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი ტოტები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.+ 22  ამიტომ დაინახე ღვთის სიკეთე+ და სიმკაცრე;+ მათ მიმართ, ვინც დაეცა — სიმკაცრე,+ შენ მიმართ კი — ღვთის სიკეთე, თუკი მის სიკეთეში დარჩები,+ თუ არადა, შენც მოიკვეთები.+ 23  ისინიც, თუ თავიანთ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან,+ რადგან ღმერთს შეუძლია მათი ხელახლა დამყნობა. 24  მაგრამ, თუ შენ ბუნებით ველური ზეთისხილიდან მოჭრილი იქენი და არაბუნებრივად დაემყნე+ ბაღის ზეთისხილს, რამდენად უკეთესად დაემყნობიან ბუნებრივი ტოტები თავიანთ ზეთისხილის ხეს!+ 25  არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს წმინდა საიდუმლო,+ რათა გონიერები არ გეგონოთ საკუთარი თავი: ისრაელის ნაწილს მანამდე ექნება გული გაქვავებული,+ სანამ უცხოტომელთაგან სრული რიცხვი+ არ შეივსება.+ 26  ასე გადარჩება მთელი ისრაელი,+ როგორც დაწერილია: „სიონიდან+ მხსნელი მოვა და იაკობს უღმერთო საქმეებს მოაშორებს.+ 27  ეს არის ჩემი შეთანხმება მათთან,+ როცა მათ ცოდვებს წავშლი“.+ 28  სასიხარულო ცნობის მიხედვით ისინი ღვთის მტრები არიან თქვენ საკეთილდღეოდ,+ მაგრამ ღვთის მიერ არჩევის მიხედვით — საყვარელი ხალხი წინაპრების გამო.+ 29  ღმერთი არასოდეს ინანებს, რომ მათ ეს ძღვენი მისცა და მოუწოდა.+ 30  როგორც თქვენ იყავით ერთ დროს ღვთის ურჩნი,+ მაგრამ შეწყალებულნი+ ხართ მათი ურჩობის+ გამო, 31  ისე ისინიც ურჩობენ ახლა და ამიტომაც ხართ შეწყალებულნი,+ რათა ახლა ისინიც ასევე იქნენ შეწყალებულნი; 32  ვინაიდან ღმერთმა ყველანი ერთად დაამწყვდია ურჩობაში,+ რათა ყველა შეიწყალოს.+ 33  ო, ღვთის სიმდიდრის,+ სიბრძნისა+ და ცოდნის+ სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი+ და მიუკვლეველია მისი გზები! 34  „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება?+ ან ვინ გახდა მისი მრჩეველი?“+ 35  ან „ვინ მისცა მას პირველმა, რომ უკან დაუბრუნოს?“+ 36  მისგან, მისით და მისთვის არის ყველაფერი.+ მას დიდება მარადიულად.+ ამინ.

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — დარჩენილი ნაწილი.