რომაელები 12:1—21
12 მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები+ ცოცხალ,+ წმინდა,+ ღვთისთვის მოსაწონ+ მსხვერპლად,+ რაც გააზრებული+ წმინდა მსახურებაა.+
2 ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების* ყაიდაზე,+ არამედ განიახლეთ გონება+ და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ,+ რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი.+
3 ჩემდამი გამოვლენილი წყალობით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ,+ არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება+ გქონდეთ, თითოეულმა იმ ზომით, რა ზომითაც+ ღმერთმა გიწილადათ რწმენა.+
4 ერთ სხეულში სხეულის ბევრი ნაწილი გვაქვს,+ მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება არა აქვს.
5 თუმცა ბევრნი ვართ, ჩვენც ერთი სხეული+ ვართ ქრისტესთან ერთობაში, ცალ-ცალკე კი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით.+
6 ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობით+ სხვადასხვა ძღვენი+ გვაქვს. თუ წინასწარმეტყველება გვაქვს, ჩვენი წილხვდომილი რწმენის მიხედვით ვიწინასწარმეტყველოთ;
7 თუ მსახურება გვაქვს, ვიმსახუროთ;+ ვინც ასწავლის,+ ასწავლოს;+
8 ვინც შეაგონებს, შეაგონოს;+ ვინც გასცემს, გულუხვად გასცეს;+ ვინც ხელმძღვანელობს,+ ეს საქმე მთელი მონდომებით აკეთოს; ვინც შეიწყალებს,+ ხალისით შეიწყალოს.
9 თქვენი სიყვარული+ უთვალთმაქცო+ იყოს. ბოროტება შეიზიზღეთ+ და სიკეთეს მიეკარით.+
10 ძმათმოყვარეობაში+ სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში+ ერთმანეთს დაასწარით.
11 საქმეში ნუ იზოზინებთ.+ სულით აენთეთ.+ ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა.+
12 იხარეთ იმედში.+ გაუძელით გასაჭირს.+ გამუდმებით ილოცეთ.+
13 წმინდებს მათი საჭიროებისდა მიხედვით გაუზიარეთ ყველაფერი.+ სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ.+
14 ლოცეთ თქვენი მდევნელები,+ ლოცეთ,+ ნუ დაწყევლით.+
15 მოხარულებთან იხარეთ,+ მოტირალებთან იტირეთ.
16 სხვებზე ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე.+ ქედმაღლურად კი ნუ იფიქრებთ,+ არამედ იმას მიჰყევით, რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია.+ გონიერი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.+
17 ნურავის გადაუხდით სამაგიეროს.+ ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება.
18 რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად+ იყავით ყველასთან.
19 ნუ იძიებთ შურს,+ საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას,+ რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“.+
20 მაგრამ, „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე,+ რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“.+
21 არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.