რომაელები 14:1—23
14 გულთბილად მიიღეთ ის, ვინც სუსტია+ რწმენაში, მაგრამ დასკვნებს ნუ გამოიტანთ შინაგან+ ეჭვებზე დაფუძნებით.
2 ზოგს ისეთი რწმენა აქვს, რომ ყველაფერს ჭამს,+ სუსტი კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს.
3 ვინც ჭამს, ზემოდან ნუ დაუწყებს ყურებას იმას, ვინც არა ჭამს;+ და ვინც არა ჭამს, ნუ გაასამართლებს იმას, ვინც ჭამს, რადგან ღმერთმა გულთბილად მიიღო იგი.
4 ვინა ხარ შენ, რომ სხვის მოსამსახურეს ასამართლებ?+ დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა.+ ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას წყალობით დგას.+
5 ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია,+ ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია.+ დაე, თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.
6 ვინც იცავს რომელიმე დღეს, იეჰოვასთვის იცავს, და ვინც ჭამს, იეჰოვასთვის ჭამს,+ რადგან მადლობას უხდის ღმერთს;+ ხოლო ვინც არ ჭამს, იეჰოვასთვის არ ჭამს+ და მაინც მადლობას უხდის ღმერთს.+
7 არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის+ და არც მხოლოდ საკუთარი თავისთვის კვდება ვინმე,
8 რადგან, თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის ვცოცხლობთ+ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის ვკვდებით.+ ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით.+
9 ქრისტე იმისთვის მოკვდა და იმისთვის გაცოცხლდა,+ რომ მკვდრებისა+ და ცოცხლების უფალი ყოფილიყო.+
10 რატომ ასამართლებ შენს ძმას?+ ან ზემოდან რატომ დაჰყურებ? ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე,+
11 რადგან დაწერილია: „ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა,+ — ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.+
12 ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე.+
13 ამიტომ ნუღარ გავასამართლებთ+ ერთმანეთს, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება,+ რომ ძმას არ დავუდოთ+ დაბრკოლების ლოდი+ ან ფეხწამოსაკრავი.
14 ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია შებილწული,+ მაგრამ, თუ ვინმე შებილწულად მიიჩნევს რამეს, ის მისთვის არის შებილწული.+
15 თუ შენი ძმა დანაღვლიანდა საჭმლის გამო, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით.+ ნუ დაღუპავ შენი საჭმლით მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა.+
16 დასაგმობი ნუ გახდება თქვენი კარგი საქმეები,
17 რადგან ღვთის სამეფო+ საჭმელ-სასმელი+ კი არ არის, არამედ სიმართლე,+ მშვიდობა+ და სიხარული+ წმინდა სულში.
18 ვინც ასე ემსახურება ქრისტეს, როგორც მონა, მოსაწონია ღვთისთვისაც და ადამიანებისთვისაც.+
19 მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა+ და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.+
20 ნუღარ დაანგრევ ღვთის საქმეებს საჭმლის გულისთვის.+ მართალია, ყველაფერი სუფთაა, მაგრამ საზიანოა ადამიანისთვის, თუ ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.+
21 კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას.+
22 როგორი რწმენაც გაქვს, შენთვის გქონდეს ღვთის წინაშე.+ ბედნიერია კაცი, რომელიც არ ასამართლებს თავის თავს იმის გამო, რასაც ირჩევს.
23 მაგრამ, თუ ეჭვობს და ჭამს,+ მსჯავრი დაედება, რადგან რწმენით არა ჭამს. რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა.+