რომაელები 15:1—33

15  ამიტომ ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ,+ არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ.+  თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად,+  რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე,+ არამედ, როგორც დაწერილია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა“.+  ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა,+ ჩვენ სასწავლებლად დაიწერა,+ რათა მოთმინებითა+ და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით+ გვქონდეს იმედი.+  დაე, ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს, მოგცეთ ისეთივე აზროვნება,+ როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა,  რათა ერთსულოვნად,+ ერთი პირით ადიდოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა.  ამიტომ გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი,+ როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად,+ ღვთის სადიდებლად.  გეუბნებით: იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი ჭეშმარიტია,+ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა+ მსახური,+ რათა დაედასტურებინა ღვთის მიერ მათი მამა-პაპისთვის მიცემული დანაპირები+  და ხალხებს+ განედიდებინათ ღმერთი მისი გულმოწყალებისთვის,+ როგორც წერია: „ამიტომ გაღიარებ ერებს შორის და ქებას ვუმღერებ შენს სახელს“.+ 10  ის კვლავ ამბობს: „იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად“.+ 11  ასევე: „ადიდეთ იეჰოვა, ერებო, და აქონ ის ხალხებმა“.+ 12  ესაია კვლავ ამბობს: „გამოჩნდება იესეს ფესვი+ ხალხთა მმართველად,+ მასზე დაამყარებენ იმედს ხალხები“.+ 13  იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით, რათა იუხვოთ იმედში წმინდა სულის ძალით.+ 14  მეც დარწმუნებული ვარ, ძმებო, რომ სავსე ხართ ყოველივე კარგით, რადგან გაქვთ ყოველგვარი ცოდნა+ და ერთმანეთის შეგონებაც შეგიძლიათ.+ 15  მაგრამ შეხსენების+ მიზნით პირდაპირ გწერთ ზოგიერთი საკითხის შესახებ, რადგან ღმერთმა წყალობა გამოავლინა ჩემდამი,+ 16  რათა ქრისტე იესოს მსახური ვყოფილიყავი, უცხოტომელებთან წარგზავნილი,+ ღვთის სასიხარულო ცნობის+ წმინდა საქმეში ჩაბმული, რომ შესაწირავი,+ ანუ უცხოტომელები, მოსაწონი ყოფილიყო,+ როგორც წმინდა სულით განწმენდილი.+ 17  ამიტომაც ღვთისა ყველაფერი+ დიდად მახარებს ქრისტე იესოში.+ 18  ვერ გავბედავ ისეთ რამეზე ლაპარაკს, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით+ უცხოტომელების დასამორჩილებლად,+ ჩემი სიტყვით+ თუ საქმით, 19  ნიშნებისა და საკვირველებების+ ძალით, წმინდა სულის ძალით. იერუსალიმიდან ილირიკონამდე ყველგან+ გულდასმით ვიქადაგე სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ.+ 20  თანაც მიზნად დავისახე, არ მექადაგა სასიხარულო ცნობა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის მიერ ჩაყრილ საძირკველზე არ ამეშენებინა,+ 21  არამედ, როგორც დაწერილია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ მის შესახებ, დაინახავს, და ვისაც არ მოუსმენია, გაიგებს“.+ 22  ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ბევრჯერ შემეშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.+ 23  ახლა უკვე აღარ დამრჩა ამ მხარეში ისეთი ადგილი, სადაც არ მიქადაგია, და რამდენიმე წელია, თქვენთან მოსვლას ვნატრობ.+ 24  იმედი მაქვს, რომ ესპანეთში+ გამგზავრებისას გზად თქვენც გნახავთ, ცოტას გავიხარებ თქვენთან ურთიერთობით და გამაცილებთ+ კიდეც. 25  ახლა კი იერუსალიმში მივდივარ, რომ წმინდებს ვემსახურო.+ 26  მაკედონელებმა და აქაიელებმა+ სიამოვნებით გაიღეს შესაწირავები+ იერუსალიმში მცხოვრები ღარიბი წმინდებისთვის. 27  მართალია, მათ ეს სიამოვნებით გააკეთეს, მაგრამ მოვალენიც იყვნენ, რადგან, თუ ისინი, როგორც უცხოტომელები, მათ სულიერში ეზიარნენ,+ მართებთ ხორციელადაც მოემსახურონ.+ 28  ამრიგად, როცა ამას დავამთავრებ და ჩავაბარებ მათ ამ ნაყოფს,+ გამოგივლით და ისე წავალ ესპანეთში.+ 29  ისიც ვიცი, რომ თქვენთან ქრისტესგან სრული კურთხევით მოვალ.+ 30  ახლა შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით და სულის სიყვარულით:+ ჩემთან ერთად დაუღალავად ილოცეთ ღვთისადმი ჩემთვის,+ 31  რომ თავი დავაღწიო+ ურწმუნოებს იუდეაში და იერუსალიმისთვის+ ჩემი მსახურება მოსაწონი იყოს წმინდათა თვალში,+ 32  რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე თქვენთან და ძალები აღვიდგინო+ თქვენთან ერთად. 33  მშვიდობის მომცემი ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან.+ ამინ.

სქოლიოები