რომაელები 16:1—27

16  ვშუამდგომლობ და ფებეს, რომელიც კენქრეს+ კრების მსახურია.+  გულთბილად მიიღეთ+ იგი უფალში, როგორც წმინდებს შეჰფერით, და დაეხმარეთ ყველაფერში, რაშიც დასჭირდებით,+ რადგან თვითონაც მრავლის ქომაგი იყო, მათ შორის ჩემიც.  მომიკითხეთ პრისკა და აკვილა,+ ჩემი თანამსახურები+ ქრისტე იესოში,  რომლებიც თავს+ საფრთხეში იგდებდნენ ჩემთვის. მათ მარტო მე კი არ ვემადლიერები, არამედ უცხოტომელთა ყველა კრებაც.+  მომიკითხეთ კრება, რომელიც მათ სახლში იკრიბება.+ მომიკითხეთ საყვარელი ეპენეტე, აზიაში* პირველი ნაყოფი+ ქრისტესთვის.  მომიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის.  მომიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები,+ რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ პატიმრობაში+ და რომლებსაც მოციქულები კარგი სახელით იცნობენ. ისინი ჩემზე დიდი ხანია, რაც ქრისტესთან ერთობაში არიან.+  მომიკითხეთ+ ამპლიასი, საყვარელი ძმა უფალში.  მომიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამსახური ქრისტეში, და საყვარელი სტაქისი. 10  მომიკითხეთ+ აპელესი, ქრისტეში მოწონებული. მომიკითხეთ არისტობულეს ოჯახის წევრები. 11  მომიკითხეთ ჩემი ნათესავი+ ჰეროდიონი. მომიკითხეთ ნარკისეს ოჯახის წევრები, უფალში მყოფნი.+ 12  მომიკითხეთ ტრიფენა და ტრიფოსა, გამრჯე ქალები უფალში. მომიკითხეთ საყვარელი და პერსისი, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა უფალში. 13  მომიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედამისი, რომელიც ჩემთვისაც დედაა. 14  მომიკითხეთ ასინკრიტე, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობა, ჰერმა და მათთან მყოფი ძმები. 15  მომიკითხეთ ფილოლოგე და იულია, ნერევსი და მისი და, აგრეთვე ოლიმპა და მათთან მყოფი ყველა წმინდა.+ 16  მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით.+ მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა კრება. 17  ახლა შეგაგონებთ, ძმებო, თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს+ და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას,+ რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ,+ 18  რადგან ასეთი ადამიანები ჩვენი უფლის, ქრისტეს მონები კი არ არიან, არამედ თავიანთი მუცლებისა,+ და შემპარავი სიტყვებითა+ და მლიქვნელობით+ აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს. 19  თქვენი მორჩილება ყველასთვის შესამჩნევი გახდა.+ ამიტომაც ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ+ სიკეთისთვის და გულუბრყვილონი+ ბოროტებისთვის.+ 20  მშვიდობის მომცემი ღმერთი+ კი მალე შემუსრავს სატანას+ თქვენ ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესოს წყალობა გქონდეთ.+ 21  მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამსახური ტიმოთე და ჩემი ნათესავები: ლუციუსი, იასონი და სოსიპატრე.+ 22  მოკითხვას გითვლით უფალში მე, ტერტიოსი, ამ წერილის დამწერი. 23  მოკითხვას გითვლით გაიუსი,+ ჩემი და მთელი კრების მასპინძელი. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მმართველი ერასტე+ და მისი ძმა კვარტუსი. 24  —— 25  მას,+ — ვისაც შეუძლია თქვენი განმტკიცება იმ სასიხარულო ცნობის შესაბამისად, მე რომ ვაუწყებ, და იესო ქრისტეს შესახებ ქადაგების მიხედვით, იმ წმინდა+ საიდუმლოს გამოცხადებით, რაც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო, 26  მაგრამ ახლა, მარადიული ღვთის ბრძანებით, ყველა ხალხისთვის ცხადი გახდა+ წინასწარმეტყველური წერილების მეშვეობით, რათა ადამიანებს რწმენით გამოევლინათ მორჩილება+ 27  ღმერთს, ერთადერთ ბრძენს,+ მარადიული დიდება+ იესო ქრისტეს+ მეშვეობით. ამინ.

სქოლიოები

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.