რომაელები 3:1—31

3  მაშ, რა უპირატესობა აქვს იუდეველს+ ან რა სარგებლობა მოაქვს წინადაცვეთას?+  ყოველმხრივ დიდი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათ ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ.+  მერე რა? თუ ვინმემ რწმენა არ გამოავლინა,+ განა მათი ურწმუნოება ძალას დაუკარგავს+ ღვთის ერთგულებას?+  არავითარ შემთხვევაში! ყველა კაციც რომ ცრუ+ იყოს, ღმერთი მაინც ჭეშმარიტი+ იქნება, როგორც დაწერილია: „რათა მართალი იყო შენს სიტყვებში და გაიმარჯვო გასამართლებისას“.+  მაშინ რაღას ვიტყვით, თუ ჩვენი უმართლობა ღვთის სიმართლეს+ გამოაჩენს? ნუთუ უსამართლოა+ ღმერთი, როცა რისხდება? (ადამიანურად+ ვლაპარაკობ).  არავითარ შემთხვევაში! სხვაგვარად, როგორ გაასამართლებს ღმერთი ქვეყნიერებას?+  თუ ჩემი სიცრუით უფრო ცხადი გახდა ღვთის ჭეშმარიტება+ მის სადიდებლად, რაღად უნდა გავსამართლდე როგორც ცოდვილი?+  მაშ, რატომ არ ვთქვათ ისე, როგორც ზოგიერთები გვწამებენ ცილს+ და ამტკიცებენ, თითქოს ვამბობდეთ, მოდი ცუდი ვაკეთოთ, რომ კარგი გამოვიდესო.+ ასეთი ადამიანების გასამართლება+ სამართლიანია.+  მაშ, რა? განა სხვებზე უკეთესად გვაქვს საქმე?+ არავითარ შემთხვევაში! ვინაიდან უკვე დავასაბუთეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან,+ 10  როგორც დაწერილია: „არავინ არის მართალი, აღარავინ,+ 11  არავის არაფერი გაეგება, არავინ ეძებს ღმერთს.+ 12  გზას ასცდნენ, უვარგისები გახდნენ. არავინ აკეთებს სიკეთეს, არავინ“,+ 13  „მათი ყელი ღია სამარხია, ენებით ცბიერებით ლაპარაკობენ“,+ „ბაგეებზე ასპიტის გესლი აქვთ“,+ 14  „პირი წყევლითა და მწარე სიტყვებით აქვთ სავსე“,+ 15  „ფეხმარდნი არიან სისხლის დასაღვრელად“,+ 16  „ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე+ 17  და არ იციან მშვიდობის გზა“,+ 18  „ღვთის შიში არა აქვთ თვალწინ“.+ 19  ვიცით, რომ ყოველივეს, რასაც კანონი ამბობს,+ კანონს დაქვემდებარებულთა მიმართ ამბობს, რათა ყოველი პირი დადუმდეს+ და მთელი ქვეყნიერება ღვთის სასჯელს+ დაექვემდებაროს.+ 20  კანონით დადგენილი საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ იქნება აღიარებული მართლად+ მის წინაშე, რადგან კანონი+ გვაძლევს საფუძვლიან ცოდნას ცოდვის შესახებ.+ 21  ახლა კი კანონისგან დამოუკიდებლად გახდა ცხადი ღვთის სიმართლე,+ რასაც მოწმობს+ კანონი+ და წინასწარმეტყველთა წიგნები.+ 22  ღვთის სიმართლე ცხადი გახდა იესო ქრისტესადმი+ რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისთვის,+ რადგან არ არსებობს განსხვავება,+ 23  ვინაიდან ყველამ შესცოდა+ და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას,+ 24  და მათთვის უსასყიდლო ძღვენია,+ რომ მისმა წყალობამ+ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით+ და მართლებად არიან აღიარებულნი. 25  ღმერთმა შერიგების შესაწირავად+ დაადგინა ის და ეს შერიგება მისი სისხლისადმი+ რწმენით არის შესაძლებელი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რადგან ღმერთი წარსულში ჩადენილ ცოდვებს+ პატიობდა და დიდსულოვნებას+ ავლენდა, 26  რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე+ ჩვენს დროში, რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად+ აღიარებს მათ, ვისაც იესო სწამს. 27  მაშ, რით ვიამაყოთ?+ მიზეზი აღარ არსებობს. რომელი კანონით?+ საქმეთა კანონით?+ არა, რწმენის კანონით.+ 28  ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით არის აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად.+ 29  განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი?+ განა უცხოტომელებისაც+ არა? დიახ, უცხოტომელებისაც,+ 30  თუ ნამდვილად ერთია ღმერთი,+ რომელიც წინადაცვეთილებს+ მათი რწმენის საფუძველზე აღიარებს მართლებად, ხოლო წინადაუცვეთელებს+ — მათი რწმენის მეშვეობით. 31  განა ვაუქმებთ კანონს რწმენით?+ არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვამტკიცებთ კანონს.+

სქოლიოები