რომაელები 5:1—21
5 ამიტომ ახლა, როცა რწმენის გამო მართლებად ვართ აღიარებულნი,+ მშვიდობა+ შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით.
2 მისი მეშვეობით რწმენით მოვიპოვეთ მისასვლელი+ იმ წყალობასთან, რომელშიც ვდგავართ. მაშ, მოდი ვიხაროთ ღვთის დიდების იმედით+
3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირშიც ვიხაროთ,+ რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს,+
4 მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს,+ ღვთის მოწონებას — იმედი,+
5 ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს,+ რადგან ჩვენს გულებში+ ღვთის სიყვარული+ ჩაიღვარა ჩვენთვის ბოძებული წმინდა სულის*+ მეშვეობით.
6 ქრისტე უღმერთოთათვის მოკვდა დანიშნულ დროს, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით.+
7 ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის,+ თუმცა კარგი+ კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე.+
8 ღმერთი კი თავის სიყვარულს+ იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.+
9 უფრო მეტიც, რაკი მისი სისხლით მართლებად ვართ აღიარებულნი,+ რისხვასაც გადავურჩებით მისი მეშვეობით.+
10 თუკი ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით,+ როცა მტრები+ ვიყავით, მით უმეტეს ახლა, როცა შერიგებულები ვართ, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.+
11 უფრო მეტიც, ვხარობთ კიდეც ღმერთში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, ვისი მეშვეობითაც ახლა მივიღეთ შერიგება.+
12 ამიტომაც, როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით+ შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი,+ ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა. . .+
13 სანამ კანონი იქნებოდა, ცოდვა უკვე იყო ქვეყნიერებაში, მაგრამ როცა კანონი არ არსებობს, ცოდვა დანაშაულად არ ითვლება.+
14 მიუხედავად ამისა, სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც,+ ვისაც არ ჩაუდენია ადამის დანაშაულის მსგავსი ცოდვა,+ ვინც იმის მსგავსება იყო, რომელიც უნდა მოსულიყო.+
15 ძღვნის შემთხვევაში ისე არ არის, როგორც შეცოდების შემთხვევაში იყო. თუ ერთი ადამიანის შეცოდებით მრავალი მოკვდა, ერთი ადამიანის,+ იესო ქრისტეს მეშვეობით მრავალს უხვად მიეცა ღვთის წყალობა და წყალობასთან ერთად მისი უსასყიდლო ძღვენი.+
16 უსასყიდლო ძღვნის+ შემთხვევაში ისე არ ხდება, როგორც ერთი ადამიანის შეცოდების შემთხვევაში+ მოხდა; ერთმა შეცოდებამ მოიტანა გასამართლება+ — მსჯავრი,+ მრავალმა შეცოდებამ კი ძღვენი — მართლად აღიარება.+
17 თუ ერთი ადამიანის შეცოდების+ გამო სიკვდილი მეფობდა+ მისი მეშვეობით, მით უმეტეს იმეფებენ+ სიცოცხლეში ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით+ ისინი, ვინც უხვად მიიღებს წყალობასა+ და სიმართლის უსასყიდლო ძღვენს.+
18 ამრიგად, როგორც ერთმა შეცოდებამ მოუტანა მსჯავრი+ ყველას, ასევე ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა,+ ყველასთვის+ მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ.+
19 როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი+ ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით+ გახდება მრავალი+ მართალი.+
20 კანონი+ კი იმისთვის შემოვიდა, რომ შეცოდებები გამრავლებულიყო,+ მაგრამ სადაც ცოდვა+ გამრავლდა, იქ წყალობა+ უფრო მეტად გამრავლდა.
21 რა მიზნით? როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად,+ ისევე რომ ემეფა წყალობას+ სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით.
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.