რომაელები 6:1—23

6  მაშ, რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რომ წყალობა გამრავლდეს?+  არავითარ შემთხვევაში! თუ ცოდვისთვის დავიხოცეთ,+ როგორღა უნდა ვიცხოვროთ მასში?+  ნუთუ არ იცით, რომ ყველა, ვინც ქრისტე იესოში მოვინათლეთ,+ მის სიკვდილში მოვინათლეთ?+  როცა მის სიკვდილში მოვინათლეთ, მასთან ერთად დავიმარხეთ,+ რათა, როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით თავისი მამის დიდების წყალობით,+ ჩვენც ასევე ვიცხოვროთ ახალი ცხოვრებით.+  თუკი მასთან სიკვდილის მსგავსებით გავერთიანდით,+ მისი აღდგომის მსგავსებითაც გავერთიანდებით,+  რადგან ვიცით, რომ ჩვენი ძველი პიროვნება მასთან ერთად იქნა ბოძზე გაკრული,+ რათა ჩვენი ცოდვილი სხეული უმოქმედო გამხდარიყო+ და ცოდვის მონები აღარ ვყოფილიყავით,+  ვინაიდან მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა.+  უფრო მეტიც, თუ ქრისტესთან ერთად დავიხოცეთ, გვწამს, რომ მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც.+  ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე+ აღარ კვდება,+ სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე, 10  ვინაიდან, რომ მოკვდა, ის ერთხელ მოკვდა ცოდვისთვის,+ ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისთვის ცოცხლობს.+ 11  თქვენც ასევე: ჩათვალეთ, რომ ცოდვისთვის დაიხოცეთ+ და ღვთისთვის ცოცხლობთ+ ქრისტე იესოს მეშვეობით. 12  ამიტომ ნუღარ იმეფებს ცოდვა+ თქვენს მოკვდავ სხეულში და ნუ დაემორჩილებით მის სურვილებს.+ 13  ნურც უმართლობის იარაღად+ მისცემთ თქვენი სხეულის ნაწილებს ცოდვას,+ არამედ ღმერთს წარუდგინეთ თავი, როგორც მკვდრეთით აღმდგრებმა,+ და თქვენი სხეულის ნაწილებიც ღმერთს წარუდგინეთ სიმართლის იარაღად.+ 14  ცოდვამ არ უნდა იბატონოს თქვენზე, რადგან კანონს+ კი არ ექვემდებარებით, არამედ წყალობას.+ 15  მერე რა? ხომ არ შევცოდოთ, რადგან კანონს კი არ ვექვემდებარებით,+ არამედ წყალობას?+ არავითარ შემთხვევაში! 16  ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით:+ ან ცოდვისა+ სასიკვდილოდ,+ ან მორჩილებისა+ სიმართლისთვის?+ 17  მადლობა ღმერთს, რომ ცოდვის მონები კი იყავით, მაგრამ გულით დაემორჩილეთ იმ სწავლებას, რომელსაც თავი გადაეცით.+ 18  ამიტომ, რადგან ცოდვისგან გათავისუფლდით,+ სიმართლის+ მონები+ გახდით. 19  ადამიანურად ვლაპარაკობ თქვენი ხორცის უძლურების გამო:+ როგორც ადრე დაუმონეთ თქვენი სხეულის ნაწილები+ უწმინდურებასა+ და უკანონობას უკანონობისთვის, ისე ახლა დაუმონეთ თქვენი სხეულის ნაწილები სიმართლეს სიწმინდისთვის.+ 20  როცა ცოდვის მონები+ იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისგან. 21  აბა, რა ნაყოფი+ გქონდათ მაშინ? ის,+ რის გამოც ახლა გრცხვენიათ, რადგან მათი ბოლო სიკვდილია.+ 22  ახლა კი, როცა ცოდვისგან გათავისუფლდით და ღვთის მონები გახდით,+ თქვენი ნაყოფი სიწმინდეა,+ რაც მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანთ,+ 23  რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია,+ ხოლო ძღვენი,+ რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე+ ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით.+

სქოლიოები