რომაელები 7:1—25

7  განა არ იცით, ძმებო (კანონის მცოდნეებს ველაპარაკები), რომ კანონი მანამდე ბატონობს ადამიანზე, სანამ ის ცოცხალია?+  მაგალითად, გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში კანონით შეკრულია მასთან, მაგრამ თუ ქმარი მოუკვდა, ქმრის კანონისგან თავისუფალია.+  ამიტომ, თუ ქალი ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცს გაჰყვება, მას მრუში ეწოდება.+ მაგრამ, თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია მისი კანონისგან და სხვას რომ გაჰყვეს, მრუშად არ ჩაითვლება.+  ამიტომ, ჩემო ძმებო, თქვენც ხომ დაიხოცეთ კანონისთვის+ ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას,+ მკვდრეთით აღმდგარს,+ რათა ნაყოფი გამოვიღოთ+ ღვთისთვის.  როცა ხორციელად ვცხოვრობდით,+ კანონით აღძრული ცოდვილი ვნებები მოქმედებდნენ ჩვენი სხეულის ნაწილებში, რათა სასიკვდილო ნაყოფი გამოგვეღო.+  ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან,+ რადგან დავიხოცეთ+ იმისთვის, რასაც ჩაჭიდებულნი ვიყავით, რათა მონები+ გავმხდარიყავით სულით,+ ახალი გაგებით, და არა დაწერილი კანონით,+ ძველი გაგებით.  მაშ, რას ვიტყვით? ნუთუ კანონი ცოდვაა?+ არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა.+ მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“,+ არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს სხვისი რამის სურვილი.+  მაგრამ ცოდვამ, რომელსაც მცნებამ მისცა საბაბი,+ ჩემში ყოველგვარი სურვილი წარმოქმნა, რადგან ცოდვა კანონის გარეშე მკვდარი იყო.+  ერთ დროს ცოცხალი ვიყავი კანონის გარეშე,+ მაგრამ როცა მცნება გაჩნდა,+ ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი.+ 10  და დავინახე, რომ მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ+ იყო მოცემული, სასიკვდილოდ ყოფილა.+ 11  ცოდვამ, რომელსაც მცნებამ მისცა საბაბი, შემაცდინა+ და მომკლა მისი მეშვეობით. 12  ასე რომ, კანონი წმინდაა.+ მცნებაც წმინდაა, მართალი+ და კარგი.+ 13  მაშ, განა იმან მომიტანა სიკვდილი, რაც კარგია? არავითარ შემთხვევაში! ცოდვამ მომიტანა, რათა გამოჩენილიყო, რომ ცოდვას მოაქვს სიკვდილი კარგის მეშვეობით,+ რათა ცოდვა კიდევ უფრო დამძიმდეს მცნების მეშვეობით.+ 14  ვიცით, რომ კანონი სულიერია,+ მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული.+ 15  არ ვიცი, რას ვაკეთებ, რადგან იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 16  ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს,+ ამით ვაღიარებ, რომ კანონი კარგია.+ 17  მაგრამ ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს.+ 18  ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს ხორცში კარგი არაფერი მკვიდრობს.+ კარგის კეთების სურვილი+ კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ,+ 19  რადგან კარგს, რაც მსურს, არ ვაკეთებ,+ ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. 20  ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს.+ 21  ამრიგად, ასეთ კანონს ვპოულობ ჩემში: მინდა ვაკეთო, რაც სწორია,+ მაგრამ თან მდევს ცუდი.+ 22  შინაგანად+ მართლაც მსიამოვნებს+ ღვთის კანონი, 23  მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში+ სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის+ ჩემი გონების კანონს+ და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს.+ 24  საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?+ 25  ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!+ ასე რომ, გონებით ღვთის კანონის მონა+ ვარ, ხორცით კი — ცოდვის კანონისა.+

სქოლიოები