რომაელები 8:1—39

8  ამიტომ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთ მსჯავრი არ ედებათ,+  რადგან სულის+ კანონმა,+ რომელიც სიცოცხლეს იძლევა+ ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან+ გაგათავისუფლა.+  ხორცის გამო კანონი სუსტი+ და უუნარო რომ იყო,+ ღმერთმა თავისი ძე+ გამოგზავნა ცოდვილი ხორცის+ მსგავსებით და ცოდვის გამო,+ და ამით მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,  რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნა შესრულდეს+ ჩვენში, რომლებიც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით.+  ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ,+ ხოლო სულით მავალნი — სულისაზე.+  ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს,+ სულისაზე ფიქრი კი+ — სიცოცხლესა და მშვიდობას.  ხორცისაზე ფიქრი ღვთის მტრობას+ ნიშნავს, რადგან ხორცი არ ემორჩილება+ ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება.  ასე რომ, ვინც ხორციელად ცხოვრობს,+ ვერ ასიამოვნებს ღმერთს.  თუ ღვთის სული ნამდვილად მკვიდრობს თქვენში,+ ხორციელად კი არ ცხოვრობთ, არამედ სულით;+ ხოლო ვისაც არა აქვს ქრისტეს სული,+ ის ქრისტესი არ არის. 10  თუ ქრისტე თქვენთან ერთობაშია,+ სხეული მკვდარია ცოდვის გამო, სული კი სიცოცხლეა+ სიმართლის წყალობით. 11  და თუ მკვიდრობს თქვენში მისი სული, ვინც იესო მკვდრეთით აღადგინა, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო მკვდრეთით აღადგინა,+ თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს+ თავისი სულით, რომელიც თქვენში მკვიდრობს. 12  მაშ ასე, ძმებო, გვაქვს ვალდებულება, მაგრამ არა ხორცის მიმართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ,+ 13  რადგან, თუ ხორციელად იცხოვრებთ, სიკვდილი არ აგცდებათ,+ მაგრამ, თუ სულით სხეულის საქმეებს მოკლავთ,+ იცოცხლებთ, 14  ვინაიდან ყველანი, ვისაც ღვთის სული მიუძღვება, ღვთის ძეები არიან.+ 15  თქვენ კვლავ შიშის მომგვრელი+ მონობის სული კი არ მიგიღიათ, არამედ შვილების+ სული+ მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა*,+ მამა!“ 16  ეს სული+ თვითონვე მოწმობს+ ჩვენს სულთან+ ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ.+ 17  და თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი,+ თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით,+ რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც.+ 18  ამიტომ, ვფიქრობ, ახლანდელი ტანჯვა+ არაფერია იმ დიდებასთან შედარებით,+ რომელიც ჩვენში გამოცხადდება. 19  მთელი ქმნილება+ მოუთმენლად მოელის+ ღვთის ძეების გამოცხადებას,+ 20  ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას,+ არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით იმ იმედის საფუძველზე,+ 21  რომ თვით ქმნილებაც+ გათავისუფლდება+ ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას. 22  ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება. 23  ჩვენ თვითონაც, ვისაც გვაქვს პირველი ნაყოფი+ ანუ სული, ვოხრავთ+ და მოუთმენლად ველით შვილებას,+ ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით. 24  ამ იმედით გადავრჩით.+ ხილული იმედი კი იმედი აღარ არის, რადგან, როცა ხედავს კაცი რამეს, რაღა იმედზეა ლაპარაკი? 25  მაგრამ, თუ იმის იმედი გვაქვს,+ რასაც ვერ ვხედავთ,+ მას მოთმინებით ველით.+ 26  სულიც+ გვეხმარება ჩვენს უძლურებაში,+ რადგან, როცა უნდა ვილოცოთ და არ ვიცით,+ რაზე ვილოცოთ, სული+ გვშუამავლობს გამოუთქმელი ოხვრით; 27  ხოლო მან, ვინც გულებს იკვლევს,+ იცის, რა არის სულის ზრახვა,+ რადგან ის ღვთის ნებისამებრ შუამავლობს წმინდათათვის.+ 28  ჩვენ ვიცით: ღმერთი ყველაფერს ისე აკეთებს,+ რომ ხელი შეუწყოს მის მოყვარულთა, მისი განზრახვით მოწოდებულთა კეთილდღეობას,+ 29  რადგან ისინი, ვინც მან პირველად ცნო,+ წინასწარ განაწესა,+ რომ თავისი ძის მსგავსები+ ყოფილიყვნენ, რათა ის პირმშო+ იყოს მრავალ ძმას შორის.+ 30  ვინც წინასწარ განაწესა,+ მათ მოუწოდა კიდეც,+ და ვისაც მოუწოდა, მართლებადაც აღიარა.+ და ბოლოს, ვინც მართლებად აღიარა, განადიდა კიდეც.+ 31  ამაზე რაღას ვიტყვით? თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?+ 32  ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა+ და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა,+ განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?+ 33  ვინ დასდებს ბრალს ღვთის რჩეულებს?+ თვითონ ღმერთი აღიარებს მათ მართლებად.+ 34  ვის შეუძლია მსჯავრის დადება? ქრისტე იესო მოკვდა, უფრო სწორად, აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის+ და გვშუამავლობს კიდეც.+ 35  ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს?+ გასაჭირი, ვაება, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი?+ 36  როგორც დაწერილია: „შენი გულისთვის გვხოცავენ მთელი დღე, დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“,+ 37  მაგრამ ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ+ მისით, ვინც შეგვიყვარა, 38  რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე,+ ვერც ანგელოზები,+ ვერც მთავრობები,+ ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები,+ 39  ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია.+

სქოლიოები

არამეული სიტყვა, რაც ნიშნავს მამას.