რუთი 1:1—22

1  მსაჯულთა+ მმართველობისას ქვეყანაში შიმშილობა+ ჩამოვარდა. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან,+ თავის ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად, რომ მოაბის+ მიწას შეხიზვნოდა.  ამ კაცს ელიმელექი ერქვა, მის ცოლს — ნაომი, მის ვაჟებს კი — მახლონი და ქილიონი. ისინი ეფრათელები+ იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის მიწაზე და იქ დასახლდნენ.  გავიდა დრო. მოკვდა ელიმელექი, ნაომის ქმარი, და დარჩა ნაომი თავის ორ ვაჟთან ერთად,  რომლებმაც, მოგვიანებით, მოაბელი ქალები+ შეირთეს ცოლად; ერთს ერქვა ორფა, მეორეს კი — რუთი.+ ათიოდე წელი კიდევ დაჰყვეს იქ.  მოკვდა ორივე, მახლონიცა და ქილიონიც, და დარჩა ქალი შვილებისა და ქმრის გარეშე.  ადგა და წამოვიდა მოაბის მიწიდან თავის რძლებთან ერთად, რადგან მოაბის მიწაზე ყოფნისას გაიგო, რომ იეჰოვამ გადმოხედა თავის ხალხს+ და პური მისცა მათ.+  წამოვიდა იგი თავის ორივე რძალთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა,+ და დაადგნენ გზას, იუდას მიწაზე რომ დაბრუნებულიყვნენ.  ბოლოს ნაომიმ ორივე რძალს უთხრა: „წადით, დაბრუნდით თქვენს დედებთან, სახლში. იეჰოვამ გამოავლინოს სიკეთე თქვენ მიმართ,+ როგორც თქვენ გამოავლინეთ გარდაცვლილებისა და ჩემ მიმართ.+  გიბოძოთ ძღვენი+ იეჰოვამ, რომ თითოეულმა თავშესაფარი+ პოვოთ თქვენ-თქვენი ქმრების სახლში“. შემდეგ აკოცა+ მათ, ისინი კი ხმამაღლა ატირდნენ, 10  ეუბნებოდნენ: „არა, შენ წამოგყვებით შენს ხალხთან“.+ 11  ნაომიმ კი უთხრა მათ: „დაბრუნდით, შვილებო. რატომ უნდა გამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?+ 12  წადით, შვილებო, დაბრუნდით, რადგან დავბერდი საიმისოდ, რომ ქმარი მყავდეს. კიდევაც რომ ვთქვა, იმედი მაქვს, ამაღამ ქმართან ვიქნები და ვაჟებს გავაჩენ-მეთქი,+ 13  ნუთუ მათ დაზრდას დაელოდებით? ნუთუ მათ გამო მარტონი დარჩებით, უქმროდ? არა, ჩემო შვილებო, გამწარებული ვარ თქვენი მდგომარეობის გამო, რადგან იეჰოვას ხელი ჩემ წინააღმდეგაა“.+ 14  მაშინ უფრო ხმამაღლა ატირდნენ. აკოცა ორფამ თავის დედამთილს, რუთი კი ჩაეკრა მას.+ 15  შემდეგ მან უთხრა: „ნახე, დაუბრუნდა შენი ქვრივი რძალი თავის ხალხსა და ღმერთებს!+ შენც დაბრუნდი შენს ქვრივ რძალთან ერთად“.+ 16  რუთმა მიუგო: „ნუ მეხვეწები, მიგატოვო და წავიდე შენგან. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ.+ შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება+ და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი.+ 17  სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები+ და დავიმარხები. ასე და ასე, და კიდევ უარესიც+ მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“. 18  როცა დაინახა, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მას გაჰყოლოდა,+ აღარაფერი უთქვამს. 19  განაგრძეს გზა და ჩავიდნენ ბეთლემში.+ მათი ჩასვლისთანავე მთელი ქალაქი შეიძრა მათ გამო;+ ქალები ამბობდნენ: „ეს ნაომია?“+ 20  მან უთხრა ქალებს: „ნაომის* ნუღარ დამიძახებთ. მარა* დამიძახეთ, რადგან მეტისმეტად გამამწარა+ ყოვლისშემძლემ.+ 21  არაფერი მაკლდა, როცა წავედი,+ იეჰოვამ კი ცარიელი დამაბრუნა.+ რატომღა უნდა დამიძახოთ ნაომი, როცა იეჰოვამ დამამცირა+ და ყოვლისშემძლემ უბედურება დამატეხა თავს?“+ 22  ასე დაბრუნდა ნაომი მოაბის+ მიწიდან თავის მოაბელ რძალთან ერთად ბეთლემში,+ სადაც ქერის მკა იწყებოდა.+

სქოლიოები

ნიშნავს მწარეს.
ნიშნავს ჩემს სიამოვნებას.