რუთი 2:1—23
2 ნაომის ქმრის ნათესავი,+ ელიმელექის საგვარეულოდან, ძალიან მდიდარი+ კაცი იყო. მას ბოაზი+ ერქვა.
2 ერთხელ მოაბელმა ქალმა, რუთმა, ნაომის სთხოვა: „წავალ და თავთავებს ავკრეფ+ იმის ყანაში, ვინც კარგი თვალით შემომხედავს“. მან მიუგო: „წადი, შვილო“.
3 ისიც წავიდა ყანაში და მომკელების კვალდაკვალ თავთავების აკრეფა დაიწყო.+ მიადგა მიწის ნაკვეთს, რომელიც ეკუთვნოდა ბოაზს,+ კაცს ელიმელექის+ საგვარეულოდან.
4 მოვიდა ბოაზი ბეთლემიდან და მომკელებს უთხრა: „იეჰოვა შეგეწიოთ“.+ მათ მიუგეს: „გაკურთხოს იეჰოვამ“.+
5 შემდეგ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მომკელებს მეთვალყურეობდა, ბოაზმა+ ჰკითხა: „ვისია ეს გოგო?“
6 მან უპასუხა: „მოაბელია,+ ნაომის გამოჰყვა მოაბის მიწიდან.+
7 გვთხოვა, მომკელების კვალდაკვალ ავკრეფ+ ძირს დაცვენილ თავთავებსო. შემოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. ახლახან ჩამოჯდა ქოხში ცოტა ხნით“.+
8 მოგვიანებით ბოაზმა რუთს უთხრა: „მომისმინე, შვილო, ნუ წახვალ სხვა ყანაში თავთავების ასაკრეფად+ და ნურც სხვაგან გადახვალ, დარჩი ჩემს მოახლეებთან.+
9 აი ჩემი სამკალი. მომკელებს გაჰყევი. ბიჭებს ვუბრძანე, ხელი არ გახლონ.+ როცა მოგწყურდება, მიდი ჭურჭლებთან და ის წყალი დალიე, რომელსაც ისინი ამოიღებენ“.+
10 ეს რომ გაიგო, პირქვე დაემხო მიწაზე, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „რამ მაპოვნინა წყალობა შენს თვალში, რომ უცხოელს ყურადღება მომაქციე?“+
11 ბოაზმა მიუგო: „ყველაფერი შევიტყვე,+ რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ;+ როგორ დატოვე დედ-მამა და სამშობლო, რომ წამოსულიყავი იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი.+
12 იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ+ და სრული საზღაური+ მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშაც მოიძიე თავშესაფარი“.+
13 მან უთხრა: „ნეტავ კვლავაც ვპოვო წყალობა შენს თვალში, ბატონო, რადგან მანუგეშე და დამამშვიდე შენი მხევალი,+ თუმცა შენს მხევალთაგან ვერც ერთს ვერ ვუტოლდები“.+
14 ჭამის დროს ბოაზმა უთხრა: „მოდი, ჭამე პური+ და ამოაწე ლუკმა ძმარში“. ისიც დაჯდა მომკელებთან. ბოაზი ქუმელს+ აწვდიდა. მან ჭამა, დანაყრდა და ცოტაოდენი კიდეც დარჩა.
15 შემდეგ ადგა თავთავების ასაკრეფად.+ ბოაზმა ბიჭებს უბრძანა: „კიდევ ააკრეფინეთ ძირს დაცვენილი თავთავები და არ შეაწუხოთ.+
16 ძნებიდანაც ამოაძრეთ, დაუტოვეთ მას ასაკრეფად+ და არ უსაყვედუროთ“.
17 საღამომდე კრეფდა თავთავებს ყანაში.+ შემდეგ გაცეხვა,+ რაც აკრეფილი ჰქონდა, და ქერი ერთ ეფამდე+ გამოვიდა.
18 აიღო და წავიდა ქალაქში. დაინახა მისმა დედამთილმა, რაც მას აეკრიფა. შემდეგ ამოიღო ის, რაც ჭამის შემდეგ დარჩა,+ და დედამთილს მისცა.
19 ჰკითხა მას დედამთილმა: „სად აკრიფე თავთავები, სად იმუშავე? კურთხეული იყოს, ვინც მოგხედა“.+ მან მოუყვა დედამთილს, ვისთან იმუშავა და უთხრა: „ბოაზი ჰქვია იმ კაცს, ვის ყანაშიც დღეს ვიმუშავე“.
20 ნაომიმ მიუგო თავის რძალს: „აკურთხოს იგი იეჰოვამ,+ რომელიც არ აკლებს სიკეთეს*+ არც ცოცხლებსა და არც მკვდრებს“.+ ნაომიმ განაგრძო: „ჩვენი ნათესავია ეგ კაცი,+ ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველი“.+
21 შემდეგ მოაბელმა რუთმა უთხრა: „მან ისიც მითხრა, მოდი, იყავი ჩემს ხალხთან ერთად, ვიდრე ჩემს მოსავალს სრულად არ აიღებენო“.+
22 ნაომიმ+ მიუგო რუთს, თავის რძალს:+ „კარგია, შვილო, მის მოახლეებთან ერთად იქნები მისივე მინდორში და არავინ შეგაწუხებს“.+
23 ასე რჩებოდა იგი ბოაზის მოახლეებთან თავთავების ასაკრეფად ქერისა+ და ხორბლის მკის დამთავრებამდე და თავის დედამთილთან ცხოვრობდა.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.