რუთი 3:1—18

3  უთხრა ნაომიმ, მისმა დედამთილმა: „შვილო, თავშესაფარი+ უნდა მოგიძებნო, რომ კარგად იგრძნო თავი“.  ბოაზი ხომ ჩვენი ნათესავია,+ რომლის მოახლეებთან ერთადაც იყავი?! ამ საღამოს კალოზე ქერს ანიავებს.+  დაიბანე, ზეთი იცხე,+ მოისხი მოსასხამი+ და კალოზე ჩადი, ოღონდ არ შეგნიშნოს, სანამ ჭამა-სმას არ დაამთავრებს.  ყურადღება მიაქციე, სად დაწვება, შენც იქ მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი. ის კი გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე“.  მან მიუგო: „ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეუბნები“.  ჩავიდა იგი კალოზე და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დედამთილმა დაარიგა.  ამასობაში ბოაზმა ჭამა, სვა და გული რომ გაუხალისდა,+ დასაწოლად წავიდა მარცვლეულის ხვავის პირას. ცოტა ხანში რუთი უჩუმრად მივიდა, გადახადა ფეხებთან და მიუწვა.  შუაღამისას ბოაზი კანკალმა გააღვიძა, წამოიწია და რას ხედავს! ქალი უწევს ფეხებთან.  ჰკითხა: „ვინა ხარ?“ მან მიუგო: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი მოსასხამის კალთა, რადგან შენა ხარ გამომსყიდველი“.+ 10  მან უთხრა: „იეჰოვამ გაკურთხოს,+ შვილო. ახლა უფრო მეტი სიკეთე*+ გამოავლინე, ვიდრე პირველად,+ რომ ახალგაზრდებიდან არავის გაჰყევი, არც მდიდარს და არც ღარიბს. 11  ნუ გეშინია შვილო. რაც მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებ,+ რადგან ჩემი ხალხის ქალაქში ყველამ იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.+ 12  მართალია, მე გამომსყიდველი ვარ,+ მაგრამ არის კიდევ ერთი — უფრო ახლო ნათესავი.+ 13  გაათიე აქ ღამე. თუ გამოგისყიდის+ დილით, ხომ კარგი, გამოგისყიდოს. მაგრამ, თუ არ მოინდომებს, მე თვითონ გამოგისყიდი. ცოცხალია იეჰოვა!+ იწექი აქ დილამდე“. 14  დილამდე მის ფეხებთან იწვა იგი და მაშინ ადგა, როცა ერთს მეორისგან ვერ გაარჩევდი. მან უთხრა: „არავინ გაიგოს, რომ კალოზე ქალი იყო“.+ 15  შემდეგ განაგრძო: „მოდი, გამიშალე მოსასხამის კალთა“. მანაც გაშალა. მისცა ბოაზმა ექვსი საწყაო* ქერი, თვითონ კი ქალაქში წავიდა. 16  რუთი რომ დედამთილთან მივიდა, მან ჰკითხა: „ვინა ხარ, შვილო?“ რუთი ყველაფერს მოუყვა, რაც ბოაზმა გაუკეთა. 17  შემდეგ განაგრძო: «ეს ექვსი საწყაო ქერი მომცა და მითხრა: „ნუ წახვალ დედამთილთან ხელცარიელი“».+ 18  მან მიუგო: „მშვიდად იყავი, შვილო, ვიდრე შეიტყობდე, როგორ დამთავრდება ეს საქმე, რადგან არ მოისვენებს ის კაცი, თუ დღესვე ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს“.+

სქოლიოები

იხილეთ 2:20-ის სქოლიო.
თალმუდისტების აზრით, ეს იყო 6 სეა ანუ 44 ლიტრი, რამდენის ტარებაც თავით იყო შესაძლებელი.