რუთი 4:1—22
4 ავიდა ბოაზი კარიბჭესთან+ და იქ დაჯდა. და აი, გამოიარა გამომსყიდველმა, რომელზეც ბოაზი ლაპარაკობდა.+ მან დაუძახა იმ კაცს, რომლის სახელიც სახსენებელი არ არის: „მოდი, დაჯექი“. ისიც მივიდა და ჩამოჯდა.
2 შემდეგ მოიხმო ქალაქის ათი უხუცესი+ და უთხრა მათ: „დასხედით“. ისინიც დასხდნენ.
3 მან გამომსყიდველს უთხრა:+ «მოაბის მიწიდან+ დაბრუნებული ნაომი ჩვენი ძმის, ელიმელექის+ მიწის ნაკვეთს ყიდის.
4 ვიფიქრე, უნდა შემეტყობინებინა შენთვის და მეთქვა: „იყიდე+ ხალხისა და უხუცესების თანდასწრებით.+ თუ გამოისყიდი, გამოისყიდე, მაგრამ თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რომ ვიცოდე, რადგან შენ შემდეგ გამომსყიდველი+ მე ვარ“». მან მიუგო: „გამოვისყიდი“.+
5 მაშინ ბოაზმა უთხრა: „რომელ დღესაც ნაომის ხელიდან იყიდი მიწას, მოაბელი რუთისგანაც უნდა იყიდო, რომელსაც ქმარი ჰყავს მკვდარი, რათა გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით იწოდებოდეს“.+
6 გამომსყიდველმა მიუგო: „ვერ გამოვისყიდი, რადგან შეიძლება ჩემი მემკვიდრეობა დავაქციო. ჩემ მაგივრად შენ ისარგებლე გამომსყიდველის უფლებით და გამოისყიდე, რადგან მე ვერ გამოვისყიდი“.
7 ასეთი ჩვეულება იყო უწინ ისრაელში, რომ გამოსყიდვის უფლებისა და გაცვლის დასადასტურებლად კაცს სანდალი+ უნდა გაეხადა და მოძმისთვის მიეცა. ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში.
8 ასე რომ, გამომსყიდველმა უთხრა ბოაზს: „შენ გამოისყიდე“. და სანდალი+ გაიხადა.
9 ბოაზმა უხუცესებსა და ხალხს მიმართა: „თქვენა ხართ მოწმეები+ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაომის ხელიდან ყველაფერს, რაც ელიმელექს, ქილიონსა და მახლონს ეკუთვნოდა.
10 მახლონის ცოლს, მოაბელ რუთსაც, მე გამოვისყიდი და ცოლად შევირთავ, რათა გარდაცვლილის+ მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით იწოდებოდეს და მის ძმებს შორის და მისი ქალაქის კარიბჭესთან კვლავ იხსენიებოდეს მისი სახელი. თქვენ ამის მოწმენი+ გახდით დღეს“.
11 კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესებმა მიუგეს: „ვამოწმებთ! აკურთხოს იეჰოვამ შენს სახლში შემომავალი ცოლი, რომ იყოს რახელივით+ და ლეასავით,+ რომლებმაც ისრაელის სახლი ააშენეს.+ ღირსეულად იქცევი ეფრათაში+ და სახელს იხვეჭ ბეთლემში.+
12 იეჰოვამ მოგცეს ამ ახალგაზრდა ქალისგან შთამომავალი+ და თამარის მიერ იუდასთვის ნაშობი ფერეცის სახლივით გახდეს შენი სახლი“.+
13 წაიყვანა ბოაზმა რუთი ცოლად და დაწვა მასთან. აკურთხა იგი იეჰოვამ, დაორსულდა+ და გააჩინა ვაჟი.
14 უთხრეს ქალებმა+ ნაომის: „კურთხეული იყოს იეჰოვა,+ რომელმაც არ დაუშვა, რომ დღეს გამომსყიდველს უარი ეთქვა გამოსყიდვაზე. გაცხადდეს მისი სახელი ისრაელში.
15 მან განგიახლა სიცოცხლე* და ის იზრუნებს შენზე შენს სიბერეში,+ რადგან შენმა მოყვარულმა რძალმა,+ რომელიც შვიდ ძეს გირჩევნია,+ გააჩინა იგი.
16 ნაომიმ აიყვანა ბავშვი და გულში ჩაიკრა. ის გახდა მისი გამზრდელი.
17 მეზობელმა+ ქალებმა ობედი+ დაარქვეს სახელად და ამბობდნენ: „ნაომის ვაჟი შეეძინა“. ის არის დავითის მამის, იესეს+ მამა.
18 ესენი არიან ფერეცის შთამომავლები:+ ფერეცს შეეძინა ხეცრონი,+
19 ხეცრონს — რამი, რამს+ — ამინადაბი,
20 ამინადაბს+ — ნახშონი,+ ნახშონს — სალმონი,
21 სალმონს+ — ბოაზი, ბოაზს+ — ობედი,
22 ობედს — იესე,+ იესეს — დავითი.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.